კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რომელი კუთხიდან შემოედინება სახლში დადებითი ენერგია და გაედინება – უარყოფითი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

არის სახლები, სადაც სიმშვიდე და სიმყუდროვეა და არის სახლები, სადაც მძიმე აურაა. სახლის აურას ქმნიან ადამიანები, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, რომ ეს აურა ყველაზე იმოქმედებს, ვინც მათ სახლში აღმოჩნდება.
ადამიანმა სახლში, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოს ავეჯი, ფარდები, კედელზე დაკიდებული ნახატები თუ ფოტოები და განაახლოს ინტერიერი. ამის გაკეთება, ნამდვილად კარგად და განმაახლებლად მოქმედებს ოჯახის წევრებზეც.
კედლები და ავეჯი, ეს დიდი და მასიური საგნებია, მაგრამ მათ გარდა, წვრილმანებიც მოქმედებს და რაც მეტ დეტალს დავაკვრიდებით და აღმოვაჩენთ სახლში, უკეთესი იქნება. ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ უბრალო ნივთებს, რაც თვალთა ხედვის არეალში ხვდება.  ყველასთვის სასურველია, იცოდეს, თუ რა გარემოში ცხოვრობს, და სად  აცხოვრებს მისთვის ძვირფასსა და საყვარელ ადამიანებს, ვისზეც პასუხისმგებელია  და უნდა, ბედნიერად ჰყავდეს.
თუ გეცოდინებათ, როგორ მოიზიდოთ ბინაში დადებითი ენერგია, ადვილად შეძლებთ, ოჯახური თანაცხოვრების შენარჩუნებას, ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვას და წარმატების მიღწევას. ამისთვის კი საჭიროა, იცოდეთ, თქვენს სახლში სად არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ასევე, უნდა იცოდეთ: რომელი კუთხე რის ზონაა, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია და გაედინება – უარყოფითი. ამიტომ, სანამ ბინის მოწყობას დაიწყებთ, ჯერ ზონები გამოიკვლიეთ. ამაში კი, ჩვეულებრივი კომპასი დაგეხმარებათ. სახლში, სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი კი – კარიერის. ამას რომ გაარკვევთ, ყველა ზონის გააქტიურებას შეძლებთ.
თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, ამ კუთხეში უნდა დააწყოთ ლოტოსის დეკორატიული ყვავილები. თუ ასე მოიქცევით, მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა გარანტირებული გექნებათ. ასევე, კარგია ის საქმიანი ადამიანებისთვის, ბიზნესმენებისთვის კარიერული წარმატებების მიღწევის თვალსაზრისით. სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად, სახლში გამოგადგებათ ჩინური მონეტები, რომლებიც მინის ავზში უნდა ჩაყაროთ და შემოსასვლელში დადგათ. ასევე, კარგია ამავე ადგილას ზარის დაკიდება. მისი ხმა ნეგატიურ ენერგიას აფრთხობს და სახლში არ უშვებს. ამით სახლის აურაც იწმინდება. ქოთანში ჩარგული ბარაქის ხე, სიმდიდრის სიმბოლოა და აუცილებლად სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ.
სახლის აღმოსავლეთი მხარე შემოქმედებითი ადამიანებისთვის ნაყოფიერი ზონაა. ამიტომ, სამუშაო მაგიდა, სწორედ ამ ადგილას უნდა დადგათ.
გადატვირთული ოთახები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედსა და გუნება-განწყობაზე. ასევე, აფერხებს ბედნიერების ენერგიის მოზიდვას. ამიტომ, ისე გადაანაწილეთ ავეჯი და ნივთები, რომ მეტი სივრცე გამოჩნდეს ბინაში. დაკიდეთ ოქროსფერი ან ცისფერი ფარდები, საწოლ ოთახში კი დადგით წითელსანთლებიანი შანდალი. ცეცხლის ენერგია სექსუალურ პოტენციაზე დადებითად აისახება.
გირჩევთ, სახლში ხშირად გადააადგილოთ ავეჯი. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სასიკეთო ცვლილებები შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში. სახლი ჩვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ადგილი უნდა იყოს. იქ უნდა ვისვენებდეთ და არა – ვიძაბებოდეთ. თუ სახლში არასასურველი აურა ტრიალებს, ეს გენეტიკურად გადადის და მომავალი თაობაც ამ უხილავი დაავადებით ავადდება.
скачать dle 11.3