კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ ითვლება ცოდვად ქმედებებთან ერთად ზრახვებიც?
პასუხი:
უფალი კრძალავს არა მარტო ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსა და ზრახვებსაც. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი სულს აუწმინდურებენ. ამას გარდა, ბოროტი სურვილებისა და ზრახვებისგან იშვება ბოროტი ქმედებანი. რომ არ ყოფილიყო ბოროტი სურვილები და ზრახვები, არ იქნებოდა არც ბოროტი საქმეები. მოქმედება სურვილების გამოვლინებაა. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ცოდვებისკენ მიდრეკილი ზრახვებისა და სურვილების დათრგუნვა და მათი სიკეთეზე დაფუძნება.
კითხვა: როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული უფლისადმი?
პასუხი:
ადამიანი უფლის მიმართ თავის ჭეშმარიტ სიყვარულს მაშინ გამოხატავს, თუ ერთგულად დაიცავს ათ მცნებას.
კითხვა: რატომ მოეთხოვება ქრისტიანს მოყვასის სიყვარული მაშინაც კი, თუკი ის ცოდვილია?
პასუხი:
ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილნი, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს მათი ცოდვები. თუმცა ისინი ცოდვებით არიან დამძიმებულები, მაინც თქვენს მოყვასებად რჩებიან. მათ შეუძლიათ, მომავალში შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი, და ვინ იცის, ვინ აღმოჩნდება ცათა სასუფეველში?! ქრისტიანი ვალდებულია, უყვარდეს ცოდვილი ადამიანები, როგორც საკუთარი მამის შვილები, როგორც ძმები და დები, იესო ქრისტეს სისხლით დახსნილნი. მაგრამ უნდა სძულდეს მათი ცოდვები.
კითხვა: ძალიან წარუმატებელი ვარ, აქამდე ჩემს პრობლემებს ჯადოს ვაბრალებდი, ახლა მითხრეს, რომ კარმა მაქვს დაბინძურებული და მისი გაწმენდაა საჭირო. როგორ გავისუფთავო კარმა?
პასუხი:
თუ თქვენ მართლმადიდებლობასთან რაიმე გაქვთ საერთო, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი, ეგრეთ წოდებულ, კარმის დაბინძურებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ იმასთან, რომ ღმერთთან ხართ დაშორებული და რწმენა გაკლიათ. მიდით ეკლესიაში და დაელაპარაკეთ მოძღვარს.
კითხვა: ვერაფრით ვეგუები ჩემ მიმართ იოტისოდენა შენიშვნას, შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ. ალბათ, ამპარტავანი ვარ. როგორ დავიხსნა თავი ამ ცოდვისგან?
პასუხი:
ამის პასუხს ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გაგცემთ: „უფალმა ღმერთმა ჩვენი გულისთვის შეისხა ხორცი, თავს იტვირთა დამცირება, მინერწყვება და ჯვარი და ტანჯვანი, რომელიც მან – უმწიკვლომ და უცოდველმან, ჩვენთვის გადაიტანა, თავისი მაგალითით ყოველ ჩვენგანს შემდეგნაირად გვმოძღვრავს: „ადამიანო, თუ გსურს, მარადიულ სიცოცხლეს ეზიარო და ჩემთანა იყო – თავმდაბლად იყავ ჩემთვის, ისევე, როგორც მე დავიმდაბლე თავი შენი გულისთვის; განაგდე ქედმაღალი და სატანისტური მისწრაფებანი, მიიღე შოლტის ცემით, ნერწყვი და მძლავრობანი, უარყავ კაცობრივი დიდება და ითმენდე ყოველივეს, ხორციელ სიკვდილამდე. თუ არ დათმობ ხრწნად დიდებას და არ დაითმენ ნერწყვს, დაცინვასა და გვემას, ჩემთვის და ჩემთა მცნებათა აღსრულებისთვის – მეორედ დიდებით ჩემი მოსვლისას, მეც სამარცხვინოდ ჩავთვლი ჩემთანა შენს დამკვიდრებას“.скачать dle 11.3