კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ქალი... ამოუცნობი ფენომენი

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ქალი – ეს ის ამოუცნობი ფენომენია, რომლის ახსნასაც საუკუნეების განმავლობაში ბევრი ცნობილი და ჭკვიანი ადამიანი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მაინც არ ასვენებთ მამაკაცებს შეკითხვა: რა შეიძლება, იმალებოდეს სუსტი სქესის მიღმა?! რას ნიშნავს იყო ნამდვილი ქალი და რას უნდა მოელოდეს მამრობითი სქესი ამ „ნამდვილი ქალისგან“, იქნებ ვცადოთ,  ზოგიერთი ნიუანსით – უფრო მამაკაცური ლოგიკით, გავარკვიოთ,  რას ნიშნავს, იყო ნამდვილი ქალი?
*„ქალები შთაგვაგონებენ შედევრების შექმნას, მაგრამ ხელს გვიშლიან ჩვენი შთაგონების რეალიზებაში,“ – ეს ოსკარ უაილდმა თქვა, რომელსაც ქალებში არ გაუმართლა.
* რა იქნებოდნენ კაცები ქალების გარეშე? ღარიბები, ძალიან ღარიბები… – მამაკაცებო, ეს თქვენს გასაგონადაა ნათქვამი და თუ გაითვალისწინებთ, მხოლოდ წაგადგებათ.
* ამბობენ, რომ ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ვითომ რატომ არ არის ქალი ყველაზე სახიფათო სათამაშო? იფიქრეთ ამაზე.
* ძალიან გაუმართლა მამაკაცს, თუ ის ქალის პირველი სიყვარულია,  მაგრამ თუ ასეთ ქალს გულს ატკენს, ძვირად დაუჯდება.
* ვერავინ იტყვის, რომ ქალებს მტკიცე ხასიათი არ აქვთ –  ქალი შეიძლება, წაიქცეს, თუ კაცი სუსტია… მაგრამ, ის აუცილებლად წამოდგება და მყარად დადგება ფეხზე, თუკი ნამდვილად მოინდომებს ამას.
* ხდება ისეც, რომ ქალს უფრო ხშირად უყვარს ის, ვისაც არ უყვარს.
* ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მამაკაცისთვის მისი სულელად მონათვლაა, ქალისთვის კი, იმის თქმა, რომ არ არის ლამაზი. ცოტა სისულელეს ნებისმიერი ჭკვიანი ქალი იტანს.
* მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ეს ნიშნავს, რომ ის ქალებში უკვე ძალიან კარგად ერკვევა.
დაბოლოს, ოტია ამბობდა – „ქალი რავარი ასატანია, მაგრამ რო გიყვარს, რა გინდა, რო ქნა?!“
ჰოდა, მამაკაცებო, თქვენც ვერაფერს იზამთ, რადგან მათ გარეშე ცხოვრება მაინც არ შეგიძლიათ. მოგიწევთ, აგვიტანოთ.

მეორე ნახევარი...

ალბათ, ყველას წარმოგიდგენიათ გვერდით იდეალური მეორე ნახევარი. ადამიანი, რომელიც ბედნიერებას მოგგვრით. მოგანიჭებთ ხალისს და იზრუნებს თქვენს ღიმილიან დღეზე. მის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა სიცოცხლე...  ეს არის ჩვენი, ადამიანების, წარმოდგენის იდეალური ვარიანტი. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ასეთი იდეალის პოვნა ძნელია. მაგრამ, გამოსავალი არსებობს. უნდა დააფასოთ ის, ვინც თქვენ გვერდითაა, მისცეთ შანსი და შეეცადოთ, ძალიან ბედნიერი იყოთ მასთან.
1. თუკი თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ყოველთვის მზადაა, მოგისმინოთ – ასეთი თვისებები დასაფასებელია. მის გვერდით ყოველთვის იმის განცდა გექნებათ, რომ მარტო არ ხართ.
2. მას უნდა, რომ გაგაღიმოთ ან, უბრალოდ, თქვენი ღიმილი მაინც ნახოს – რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ადამიანი თქვენს ღიმილზე ზრუნავს?!
 3. ის არ არის ფიცხი და აგრესიული – ყველა ადამიანის ცხოვრებაშია კრიზისული მომენტები. მთავარია, როგორ შეძლებს ამ კრიზისის დაძლევას, როგორ გამოხატავს ამას თქვენთან ურთიერთობაში.
 4. ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი. დესპოტი მამაკაცი, ალბათ, არავის ხიბლავს. დათმობა, ძალთა წონასწორობა – ეს საუკეთესო ვარიანტია.
5. ის გულწრფელია – თუ ძალიან ექსტრემალი არ ხართ, ალბათ, გულწრფელ ადამიანს მიანიჭებთ უპირატესობას. ეს ხომ ფასდაუდებელი უნარია.
6. მას უყვარს თქვენი ინდივიდუალიზმი და არ ცდილობს, შეგცვალოთ – მოსწონხართ ისეთი, როგორიც ხართ. პატივს სცემს თქვენს გადაწყვეტილებებს, თქვენს შემდეგ ქმედებებს და არ ცდილობს, შეგცვალოთ პიროვნულად.
7. ის მომთმენია – შეუძლია, სტაბილური ურთიერთობა და ესმის, რომ ყველაფერი ერთმა არ უნდა დათმოს.
8. მას აქვს პატიების უნარი – ცხოვრებაში ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, შეგვიძლია  თუ არა შეცდომების პატიება. ვისაც ამის უნარი არ შესწევს, ყოველთვის პრობლემების წინაშე დგება. სიამაყე კარგია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეუძლებელია ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნება.

ქალი და წარმატება

დავიწყოთ იმით, რომ  ქალი, უბრალოდ, გენიალური ქმნილებაა.
ის არა მარტო ახალ სიცოცხლეს ბადებს, არამედ მოაქვს ბედნიერება და სიხარული, ქმნის იდეალებს. მამაკაცს ეხმარება წარმატებისა და ბედნიერების მიღწევაში.
ქალისთვის არ არის ცხოვრება იოლი. უამრავი მოვალეობა აკისრია და  ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს, რომ წარმატებას მიაღწიოს.
 ქალის მიზანია:
• იყოს კარგი დედა;
• იყოს ღირსეული მეუღლე;
• წარმატებას მიაღწიოს კარიერაში.
არც ისე ადვილი გამოწვევებია და როგორ უნდა მიაღწიოთ ამ ყველაფერში წარმატებას? რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველა ქალს შეუძლია წარმატების მიღწევა, თანაც ყველა სფეროში. მთავარია, ჯერ სამი, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს:
1. ცხოვრების თანამგზავრი – ანუ, აირჩიოს და საერთოდ, ჰყავდეს თუ არა გვერდით მამაკაცი.
2. იყოლიოს თუ არა შვილი?
3. იმუშაოს თუ არა?
 ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელზეც თქვენი წარმატება და ბედნიერება შენდება.
იყავით პოზიტიურები და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, პრობლემები დადებითად გადაჭრათ. დაიმახსოვრეთ – წარმატებული ქალი არის კარგი მეუღლე, ღირსეული დედა და კარიერაში წარმატებული პიროვნება.
скачать dle 11.3