კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ვამბობთ ესპანეთს, ვგულისხმობთ საქართველოს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ობლების იმედი


კატალონიაში დამოუკიდებლობის ცეცხლი ისევე უცებ მიინავლა, როგორც აგიზგიზდა. მართალია, რეფერენდუმით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მაგრამ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონსტიტუცია აამოქმედა: ავტონომიის მმართველობა დროებით დაიქვემდებარა; საჯარისო ფორმირებები კი მზადყოფნაში მოიყვანა; მეტიც, კატალონიაში ყველა სტრატეგიული ობიექტი დააკავებინა და რეფერენდუმის მოთავეების დაპატიმრების სანქციებიც გასცა. ცხადია, მადრიდს მხარი ევროკავშირმაც დაუჭირა!
სულ ოცი ეჭვმიტანილია (რომლებსაც ესპანეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში ედებათ ბრალი) და ზოგიერთს შესაძლოა, ოცდაათი წლის განმავლობაშიც კი მოუწიოს სადაც ჯერ არს, იქ მოთავსება.
მეორე მხრივ, რაკი ესპანეთის ხელისუფლებამ (კონსტიტუციის თანახმად), დაითხოვა კატალონიის პარლამენტი, სპიკერმა კარმე ფორკადელმა (დამოუკიდებლობის ერთ-ერთმა თავგადაკლულმა მომხრემ) პარალმენტის პრეზიდიუმის ტრადიციული სხდომა გააუქმა, ანუ დაემორჩილა ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას. –
ოღონდ 21 დეკემბერს კატალონიაში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება და, ვინაიდან დამოუკიდებლობის მომხრეების მოწოდებებს, გამოსულიყვნენ ქუჩაში, კატალონიელები არ აჰყვნენ (შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმს კატალონიელთა მხოლოდ 43-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი), სავარაუდოა, რომ საქმე გასროლამდე არ მივა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ჩვენი აფხაზი სეპარატისტები უმალ იყვნენ მზად, ეღიარებინათ კატალონიის დამოუკიდებლობა (და მერე რა, რომ ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო), „იუჟნაია ოსეტიელი“ მედოევი კი, საერთოდაც, ადგილზე (ანუ ბარსელონაში) გაეცნო ვითარებას (მგონი, სწორედ მისი თვალი ეცათ ესპანეთის სეპარატისტებს), როგორც ჩანს, კოვზი დიდ ნაცარში ჩაუვარდათ. თუმცა ისედაც ცხადი იყო, რომ ბარიკადის სხვადასხვა მხარეს ვიქნებოდით, საქმე ისეც კი გაგვიხდა, რომ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას საკუთარზე მეტად ვჭირისუფლობთ; იმ იმედით, რომ ობლის (ანუ ჩვენი) კვერიც გამოცხვება.скачать dle 11.3