კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 დედამიწის მოქალაქე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა“


მართალია, ჯერ საკუთარი მოქალაქეობის ამბავი ვერ გაურკვევია (მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი აპატიდთა, ანუ მოქალაქეობის არმქონე დედამიწელთა სიაში ჩაეწერა), მაგრამ, რაკი, სავარაუდოდ, მთელი პლანეტაა მისი სახლი, ამ ჩვენმა პრეზიდენტყოფილმა, მას შემდეგ, რაც კარავში დაივანა (რომელსაც შეშის ღუმლით ათბობს, იმიტომ რომ, უკრაინელი ერის წყლული უნდა აჩნდეს წყლულად!), საზღვრების განაწილების ახლებური სქემაც შემოგვთავაზა (იმ კარვის შემხედვარეს, ეჭვი მაქვს, რომ კიტელიც ერთი ექნება!).
სახელდობრ, გვამცნო (მოვიყვან ციტატას): „უკრაინა თუ დადგება ფეხზე, საქართველოც დადგება ფეხზე, მოლდოვაც, ბელარუსიც და, საბოლოო ჯამში, რუსეთიც ჩადგება თავის საზღვრებში.“
ჩადგება, ანუ „ჩვენ გვექნება საქართველო-უკრაინის ერთობლივი საზღვარი, სადმე სოჭის მიდამოებში“.
აი, სოჭზე კი, თურმე, მოლაპარაკება მოგვიწევს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტ და უკრაინის გუბერნატორყოფილი დარწმუნებულია, რომ კომპრომისს ვიპოვით (ცხადია, ჩვენ და უკრაინელები). მართალია, გულდასაწყვეტია, რომ მთელი კრასნოდარის მხარე უკრაინას მიაკუთვნა (სანამ პრ. პუტინს ეძინა), ოღონდ ის კი სასიხარულო, რომ სოჭის იმედი მაინც დაგვიტოვა. –
скачать dle 11.3