კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ ასაიდუმლოებდნენ გურამ შეროზია და ხატია ჯოხარიძე სასიყვარულო ურთიერთობას და სად ჰქონდათ მათ ქორწილამდე თაფლობის თვე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ ბლოგერი, ტელეწამყვანი, ლექტორი გურამ შეროზია დაქორწინდა. მისი მეუღლე ხატია ჯოხარიძეა. შეყვარებულმა წყვილმა ქორწილი მეგობრების წრეში აღნიშნა. აგვისტოში გურამმა ხატიას შრი-ლანკაზე სთხოვა ხელი, თუმცა ამის შესახებ დღემდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. „თბილისელები” ულოცავს ცოლ-ქმარს დაქორწინებას და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს.
გურამ შეროზია:
მე და ხატიამ ერთმანეთი უცნაურად გავიცანით „მაფიის ღამეების” დროს. ერთ-ერთ დღეს ამობრძანდა ჩემთან და დაახლოებით, ერთი წელი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. თან, მე იმ დროს შეყვარებული მყავდა და ჩემს ამბებს ვუყვებოდი. შემდეგ თავისუფალი რომ აღმოვჩნდი, ამას ერთობლივი მოგზაურობაც დაემთხვა და მივხვდი, რომ მეგობრობისგან განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა. ეს იყო დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ. თბილისში რომ დავბრუნდით, რაღაც პერიოდის განმავლობაში, არავისთან არაფერს ვამბობით. ხალხს ძალიან უყვარს ჩემს რაღაცებში ჩარევა და არ მინდოდა, ასე მომხდარიყო. რაღაც პერიოდი ვმალავდით და არ ვაჩენდით ამ ურთიერთობას.
– როდის გადაწყვიტეთ თქვენი ურთიერთობის აფიშირება?
– ერთი წლის წინ, აგვისტოში, როცა სამოგზაუროდ ვიყავით ჯერ იტალიაში და შემდეგ – ბუდაპეშტში. ბუდაპეშტში რომ მივხვდით, ხალხი ორივეს გვაწუხებდა – რადგან არაფერს ვამბობდით, ეგონათ მარტოები ვიყავით და არასასურველი მესიჯები მოგვდიოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ აფიშირება, თორემ შეიძლება, ბოლომდე არაფერი გვეთქვა. შემდეგ შრი-ლანკაზე გვქონდა ნიშნობა: წავიყვანეთ 20-მდე მეგობარი. ვიქირავეთ აუზიანი ბინა, ძალიან ლამაზი და იქ შედგა ჩვენი ნიშნობა ულამაზეს ფართიზე –
პალმები, ქვიშა, ზღვა... ძალიან ლამაზი ადგილია. მაგრამ, ეს აქამდე არ გაგვიმხელია, ახლა ვამბობთ პირველად.
– რატომ მალავდით ნიშნობის ამბავს?
– იმიტომ რომ, ნიშნობის მერე ტვინს „ღუნავენ” ხოლმე: როდის მოვდივართ ქორწილში, როდის გაქვთ ქორწილი. ჩვენ კი, უაზრო კითხვებზე დასაკარგი დრო არ გვაქვს.
– შრი-ლანკაზე ყველაფერი წინასწარ დაგეგმე თუ ხატიასთვისაც ნიშნობის ამბავი სიურპრიზი იყო?

– ხატიამ, მისმა დამ და სხვებმაც არაფერი იცოდნენ, ჩემსა და რამდენიმე თანამოაზრის გარდა. მათი მხარდაჭერა მჭირდებოდა. ის, რომ ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადავდიოდით, მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი არ ყოფილა, უბრალოდ, ამ პროცედურას, ამ ფორმატში და ამ ადგილას, არ ელოდებოდა. რომანტიკა გვქონდა მოწყობილი აუზის ირგვლივ. დავარქვით „ფართი” და ყველა შესაფერისად გამოეწყო. მეორე დილით ჩვენი ღონისძიება გავაგრძელეთ და ძალიან ვწუხდით, რომ ამ ყველაფრის აფიშირებას ვერ ვახდენდით. თან, ყველა გვყავდა გაფრთხილებული, რომ ფოტოები არ დაედოთ, რადგან მთელი ერის ჩვენს ცხოვრებაში ჩარევა ცუდად გვაქვს დაცდილი. ქორწილი უკვე პეკინსა და ჰონკონგში დავგეგმეთ, სადაც თაფლობის თვეც გამოგვივიდა. ყველას თუ თაფლობის თვე ქორწილის შემდეგ აქვს, ჩვენ ქორწილამდე გვქონდა.
– როდის დაგეგმეთ ქორწილი და რა გაითვალისწინეთ?
– დაახლოებით აგვისტოში დავგეგმეთ ქორწილი, თუმცა ერთი თვით ადრე დავაზუსტეთ თარიღი. ქორწილში რაღაც სიურპიზებიც გვქონდა. რადგან თაფლობის თვე არ გვეყო,  გვინდოდა, სადმე წავსულიყავით. ჩემი სიურპრიზი იმაში მდგომარეობდა, რომ ხატიას სამსახურიდან შვებულება არ ეკუთვნის და შეგუებულები ვიყავით, რომ თბილისში შევხდებოდით ახალ წელს. უფროსობასთან დიდი მოლაპარაკებების შედეგად, საახალწლოდ ერთი კვირით გვიშვებენ კუნძულ კვიპროსზე და იქ გვექნება უკვე მეორე „თაფლობის თვე”. თუმცა, ამით არ შემოვიფარგლებით.
– ხატიამ რა სიურპრიზი გაგიკეთა ქორწილში?
– ხატიამ ჩვენი ურთიერთობის ამსახველი კოლაჟი გააკეთა – დასაწყისიდან დღემდე ყველა ისტორია, ფოტო იყო მთლიანობაში. შეგეძლო, შესულიყავი საიტზე და გენახა, ეს ყველაფერი როგორ იწყებოდა და მთავრდებოდა. მეც არ ვიცოდი და ქორწილის დღეს ვნახე. გარდა ამისა, ხატიამ ცეკვა დადგა,
მომიძღვნა და ძალიან კარგი გამოვიდა. ყველანი მოვიხიბლეთ. მე ბენდთან ერთად ვიმღერე. ქორწილი სწორედ ისეთი გამოგვივიდა, როგორიც გვინდოდა. ხელის მოწერის ცერემონიალიც ძალიან ლამაზი იყო – ფოტოების ბეჭვდა ონლაინ-რეჟიმში, ვიოლინო, თამაში, ბენდი. ყველაფერი შოუს სტილში იყო და არავითარი თამადა, ყაყანი, ჩხუბი. ჯვარი პატარა სამებაში დავიწერეთ, მერე ხელი მოვაწერეთ და შემდეგ დაიწყო ჭამა-სმა და ყველაფერი. ეკლესიაში დიდხანს ვიდექით, თან ფოტოსესიები გვქონდა. დავიღალეთ და ორივე შეწუხებული სახით ვიყავით.  ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ყველაფერი. არ ვიცი, რომელმა პაპარაცმა გადაგვიღო ფოტო, რომელიც დღეს საიტიდან საიტზე დადის. თუ არ უნდოდათ, რატომ იქორწინესო და ათას სისულელეს წერენ.
– მეგობრებმაც მოგიწყვეს სიურპრიზები?
– კი, იყო სიმღერების მოძღვნები, ცეკვების დადგმა. ხატიას გაუკეთეს „დევჩიატნიკი.” წავიდნენ დაქირავებულ სახლში, ყველანი იყვნენ „პიჟამებით” – ღამის გოგონები და კარგად გაერთნენ. მე თავიდან ყველას ავუკრძალე, რომ გაცვეთილი „მალჩიშნიკი” თავისი სტრიპტიზორშით, არ მინდოდა. ხატიას შემთხვევაში, სხვა კუთხით წაიყვანეს და კარგი გამოვიდა.
– როგორც ვიცი, დემოკრატიული ოჯახი გაქვთ...
– უკვე გვაქვს ფუნქციები გადანაწილებული. არ არსებობს უფროსი და უმცროსი და ორივე იმას ვაკეთებთ, რაც მოგვწონს.
–  ხატიას შვილი ჰყავს. როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?
სამი წელია, რაც მას ვიცნობ, ჩემს თვალწინ გაიზარდა და ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. შესაბამისად, ამ კუთხით მტკივნეული ეტაპები არ გვქონია.
скачать dle 11.3