კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა”, რომელსაც ცნობილი ადამიანები საკუთარ ღიმილს ანდობენ

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 კბილების 4-8 ტონით გათეთრება მსოფლიოში ნომერ პირველი, ყველაზე უსაფრთხო Beyond Polus-ით და ჰოლივუდის ღიმილი – ექიმთან მხოლოდ ორ ვიზიტში  



 თბილისში, კერძოდ საბურთალოზე, შარტავას ქუჩა ¹41-ში,  ბიზნესცენტრის მეოთხე სართულზე „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა“ – NKDC მდებარეობს. აქ პაციენტისთვის სასურველი გარემოა შექმნილი, ისეთი, სტომატოლოგის შიშს, რამდენიმე წუთში რომ დაგავიწყებთ. კლინიკის ხელმძღვანელი პროფესიონალი სტომატოლოგი, ნინო ქარდავაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს როგორც ცნობილი, ასევე არაცნობილი ადამიანების ლამაზ ღიმილზე.

– ქალბატონო ნინო, როგორც ცნობილია, დღეს თქვენი კლინიკა NKDC თბილისში ერთ-ერთი საუკეთესოა, სადაც მუდმივად ნერგავთ სტომატოლოგიაში არსებულ სიახლეებს.
ნინო ქარდავა („ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკის“ ხელმძღვანელი):
სანამ საქართველოში ჩემს სტომატოლოგიურ კლინიკას გავხსნიდი, მანამადე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამერიკაში ვცხოვრობდი, ვმუშაობდი ბროდვეიზე, ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. საქართველოში დაბრუნებულმა, ჯერ პატარა კაბინეტი გავხსენი, მაგრამ პაციენტების დიდი რაოდენობა დამიგროვდა და შემდეგ დავაფუძნე „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა“. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და შექმნილია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. მუდმივად ვნერგავთ სტომატოლოგიაში არსებულ სიახლეებს. დიდ ყურადღებას ვუთმობთ სტერილიზაციის საკითხს, ასეპტიკასა და ანტისეპტიკას.
– რა ტიპის მომსახურება შეუძლიათ, მიიღონ პაციენტებმა თქვენს კლინიკაში?
– „ნინო ქარდავას სტომატოლოგიურ კლინიკაში“ შეგიძლიათ, ჩაიტაროთ სრულფასოვანო სტომატოლოგიური მომსახურება უახლოესი მეთოდებითა და მაღალი ხარისხით. ერთ სივრცეში შეგიძლიათ, მიიღოთ: თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ორთოდონტიული, ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრული სპექტრი. NKDC-ში შეგიძლიათ გადაიღოთ 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც არ იძლევა ცდომილებას და მისი მიკრონული სიზუსტის საშუალებით, კარგად ჩანს ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის ყველა დეტალი, კბილის ფესვებისა და არხების აგებულების თავისებურებანი. შეგვიძლია, სწორად განვსაზღვროთ ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა და ასევე, სად რა სიგრძისა და დიამეტრის იმპლანტი გამოვიყენოთ. 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ ყბებში, პირის ღრუში არსებული პათოლოგიები.
– როგორც ცნობილია, თქვენს კლინკაში იყენებთ უმაღლესი ხარისხის იმპლანტებს.
– კლინიკაში ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის იმპლანტებს გერმანიიდან და ისრაელიდან. იმპლანტაციას გამოცდილი ქირურგი-ორთოპედი ახორციელებს. ჩვენთვის მთავარია ხარისხი, საუკეთესო შედეგი, ბევრი კმაყოფილი პაციენტი. საბედნიეროდ, ამ მხრივ, ყველაფერი წესრიგშია.
– იშვიათია ადამიანი, რომელიც  „ჰოლივუდის ღიმილზე“ არ ოცნებობს. ამის მიღწევა კი თქვენს კლინიკაში შესაძლებელია და NKDC-ის ბევრ პაციენტს აქვს ლამაზი, თეთრი ღიმილი.
– ასეთი ღიმილს ხშირად სტომატოლოგთან ორი ვიზიტი სჭირდება და ამისთვის ჩვენს კლინიკაში ფაიფურის ვინირებს ვიყენებთ. ექიმი ამუშავებს კბილებს რესტავრაციისთვის, შემდეგ იღებს ანაბეჭდს, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიაში მზადდება ფაიფურის ვინირები, რომელიც ზემოდან ეკვრის კბილს. ფაიფურის ვინირები გამოიყენება: კბილებს შორის არსებული სივრცის დასახურად, ჩამოტეხილი, გაცვეთილი კბილების ფორმის აღსადგენად. ფერშეცვლილი კბილის, ასევე, დიდი ხნის ფერშეცვლილი ბჟენის დროს, კბილების არასასურველი ფორმის შესაცვლელად. ფაიფურის ვინირები საკმაოდ მყარია და მაღალი ესთეტიკურობით გამოირჩევა. ჩვენს კლინიკაში ასევე კეთდება ცირკონისა და ლითონო-ფაიფურის მოსახსნელი კონსტრუქციები.
– თქვენს კლინიკაში, ასევე, შესაძლებელია კბილების 4-8 ტონით გათეთრება მსოფლიოში ნომერი პირველი პროფესიული მათეთრებელი აპარატით

Beyond Polus, რომელიც უსაფრთხო და ეფექტურია.
– დიახ, ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ გაითეთროთ კბილები Beyond Polus-ით. ის მსოფლიოში აღიარებულია ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურ პროფესიულ მათეთრებელ საშუალებად. Beyond Polus არ აზიანებს კბილის ემალს, არ იწვევს მგრძნობელობის მომატებას, კბილების გათეთრება ხდება დაახლოებით 4-8 ტონით. კბილები ინარჩუნებს ბუნებრივ, ლამაზ, თეთრ ფერს. რაც მთავარია, პროცედურა უმტკივნეულოა – გრძელდება ნახევარ საათს. შედეგი კი მიიღწევა მცირე დროში. გათეთრების წინ აუცილებელია კბილების პროფესიული წმენდა. ზოგადად, კბილების წმენდა რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ. NKDC-ში პაცინეტებს ვთავაზობთ პროფესიული წმენდის მთელ კომპლექსს – სამი აპარატით, რომლებიც მიმართულია კბილებისა და მთლიანად, ყბა-კბილთა სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. უსაფრთხოა და არ აზიანებს კბილებს. მასში შედის ულტრაბგერითი აპარატის, Air-Flow სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით; კბილების წმენდა ულტრაბგერით, რომელიც ათავისუფლებს კბილებს ნადებისგან (ქვებისგან). კბილების წმენდა Air-Flow სისტემის აპარატით აშორებს რბილ ნადებს, რომელიც ჩნდება კვებითი საღებავებისგან (ყავა, ჩაი), ასევე ხდება „მწეველის ნადების“ გაქრობაც.
– როგორც ცნობილია, თქვენს პაციენტებს შორის, ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.
– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ბევრი ცნობილი ადამიანი მოდის ჩვენს კლინიკაში. მათ შორის, არიან მომღერლები, მოდელები, ჟურნალისტები, მსახიობები, რეჟისორები, პოლიტიკოსები, პრეზიდენტის მრჩეველი, თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები – ვისთვისაც პირის ღრუს ჯანმრთელობა, ლამაზი ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უცხოელები ამერიკიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. მიხარია, რომ ჩემი პაციენტების 99 პროცენტი მენდობა და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ჩემი კლინიკა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდისგან შედგება. კლინიკის ექიმები ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტის ჯანმრთელობაზე, მათი ცხოვრების გალამაზებაზე და თითოეულ პაციენტს მისთვის მორგებულ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობენ.
P.S. „ნინო ქარდავას სტომატოლოგიური კლინიკა“ მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა. ექიმებთან კონსულტაცია უფასოა. შეგიძლიათ ისარგებლოთ „თიბისი“ ბანკის უპროცენტო განვადებით, ასევე „არდის“ დაზღვევით. ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ: 2 18 24-34: 599 11 00 37. ან ეწვიეთ „ფეისბუქის“ გვერდს: https://www.facebook.com/ninodentist/


скачать dle 11.3