კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ ცხოვრობს ჯონ სნოუს ქართველი ორეული და როგორ იძია მან შური გოგოზე, რომელიც ორი წელი უყვარდა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


პოპულარული სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მთავარ გმირს, ჯონ სნოუს, ქართველი ორეული გამოუჩნდა. გიგი მინდიაშვილი 21 წლისაა, თბილისში ცხოვრობს და ერთდროულად ორ პროფესიას ეუფლება. მსახიობობა მოსწონს და ორეულის მსგავსად, გოგონებში საოცარი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ბევრი ამბობს, ინგლისელ მსახიობს გარეგნულად ქართველი ბიჭი სჯობს. როგორ გახდა ამ საოცარი მსგავსების გამო უცებ პოპულარული, როგორია მისი ცხოვრება და თავად რა სტილის გოგონები მოსწონს, ამას მისგან შეიტყობთ.

– გიგი, მომიყევი, როგორ გახდი ცნობილი?
– პირველად ჩემმა მეგობარმა მიმამსგავსა „სამეფო კარის თამაშების“ მთავარ პერსონაჟს ჯონ სნოუს, რომლის როლსაც მსახიობი კიდ ჰარიგტონი ასრულებს. თავიდან ამ ფაქტზე ყურადღება არ გამიმახვილებია, მაგრამ შემდეგ, თვეების განმავლობაში, ყველა ამ მსახიობის ფოტოებს მიგზავნიდა. მეუბნებოდნენ, საოცრად ჰგავხარო. ხალხი ქუჩაში მაჩერებდა და მათთან ერთად ფოტოს გადაღებას მთხოვდა. ძალიან სწრაფად და ჩემთვის ცოტა წარმოუდგენლად, გავხდი პოპულარული (იცინის). მერე უკვე ინტერნეტში ვხედავდი სათაურებს „საქართველოში ჯონ სნოუს ორეული ცხოვრობს“. სასიამოვნოა, როცა ასეთი დონის მსახიობს გადარებენ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, მირჩევნია, ცნობილი ჩემი საქმით გავხდე, ვიდრე რომელიმე მსახიობთან მსგავსების გამო.
– რა არის შენი საქმე?
– „ილიაუნში“ ვსწავლობ ფიზიკის ფაკულტეტზე, ციური მექანიკით ვარ დაინტერესებული. პარალელურად, ვსწავლობ „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში“ ტურიზმის მიმართულებით. ორივე ერთად მარტივი არაა, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი მონდომებაა.
– სწავლის გარდა, სხვა რამისთვის გრჩება დრო?
– კი, სპორტით ვარ დაკავებული. სამოყვარულო დონეზე ვთამაშობ კალათბურთსა და ფეხბურთს, რომელთან დაკავშირებითაც, სერიოზული გეგმები მქონდა, მაგრამ ტრავმამ ხელი შემიშალა. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი გუნდის „ონ ზი როუდის“ ლაივკონცერტებზე დასწრება.
– და როგორც ვიცი, შენი ორეულის პროფესიაზეც სერიოზულად ფიქრობ, არა?
– მსახიობობაზე ყოველთვის ვფიქრობდი, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა. შეიძლება, მეორად პროფესიად ავირჩიო. სიამოვნებით დავთანხმდებოდი რომელიმე ფილმში მონაწილეობაზე.
– ჯონ სნოუს გმირს რამით თუ ჰგავხარ?
– სიმართლე რომ გითხრათ, ამ სერიალს სამი კვირის წინ ვუყურე, რაც ეს ამბები დაიწყო. სნოუ მთავარი პერსონაჟია. მე დიდად ვერ ვამსგავსებ ჩემს თავს, მაგრამ ყველა საპირისპიროს მიმტკიცებს (იცინის). გაწონასწორებული, მებრძოლი და ლიდერობის უნარით დაჯილდოებული ტიპაჟია. მიმაჩნია, რომ ეს თვისებები ჩემშიც არის  და როგორც ის სერიალშია, მინდა, მე ჩემს საქმეში ვიყო ლიდერი.
– ალბათ, გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობ შენი ორეულის მსგავსად.
– (იცინის) ყურადღების ნაკლებობას არ ვუჩივი. ერთმა გოგომ მომწერა, შენ გასაგებია, ვინ ხარ, მაგრამ კიდ ჰარიგტონი ვინ ჯანდაბააო (იცინის). ბოლო დროს თითქმის ყველა ჯონით მომმართავს, უკვე ორმაგი სახელი მაქვს. რაც შეეხება გოგოებს, კომპლიმენტები, ძირითადად, ჯონ სნოუს ფანებისგან მომდის. ყველა ხედავს, რომ ქართველი ორეული სჯობს ინგლისენ ჯონ სნოუს, ამას უფრო ლამაზი ცხვირი აქვსო, წერდნენ (იცინის).
– ჯონ სნოუს ქართველ ორეულს თავად როგორი გოგონები მოსწონს?
– ჯერჯერობით შეყვარებული არ ვყოფილვარ, მაგრამ, ძირითადად, ქერა ან ჟღალთმიანი გოგონები მომწონს. ჩემი პროპორციებიდან გამომდინარე, მგონი, ბუნებრივია, რომ გახდარი უნდა იყოს (იცინის), მწვანე ან ცისფერი თვალებით. ჩემთვის, ალბათ, ყველაზე დიდ როლს გოგოში ცხვირი თამაშობს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონს „კურნოსა“ ცხვირი და ჩემს შეყვარებულს, აუცილებლად ასეთი უნდა ჰქონდეს (იცინის). ხასიათს რაც შეეხება, არ მიყვარს გოგონები, რომლებიც სულ ყურადღების ცენტრში არიან. საერთოდ, აქტიური გოგონები არ მომწონს.
– რას გულისხმობ – სოციალურად აქტიური თუ ისეთი გოგონები, რომლებიც ურთიერთობაში პირველ ნაბიჯს თვითონ დგამენ?
– ჩემთვის არსებობს რაღაც ზღვარი, რომელსაც გოგო არ უნდა გადასცდეს. თუნდაც ჩემთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს ძალიან აქტიური, თუმცა, არც ძალიან მორცხვი.
– პირველმა რომ გითხრას, მიყვარხარო?
– მირჩევნია, გოგოს პირველმა მე ვუთხრა „მიყვარხარ“, ვიდრე ეს მან გააკეთოს. ოცდამეერთე საუკუნეა და სქესს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია.
– შენ როგორი ბიჭი ხარ? როგორი მეუღლე იქნები?
– „ქალი ვიცი მე კუხნაში“ – ასეთი აზროვნებით, არ ვიცი, კიდევ არის ვინმე შემორჩენილი? გოგო, რა თქმა უნდა, ჭკვიანი უნდა იყოს და როცა სწავლობს, შემდგომ თავის პროფესია აუცილებლად უნდა გამოიყენოს და განვითარდეს. „ქალი სახლის გარეთ არ უნდა გადიოდეს და მარტო ოჯახის საქმეებს უნდა მიხედოს,“ – ჩემთვის მიუღებელი დამოკიდებულებაა.
– ჩემს რესპონდენტ არაერთ გოგოს უთქვამს, რომ კერძების მომზადება არ იცის და ეს საქმე მის მეუღლეს უკეთ გამოსდის. შენ გექნება პრობლემა ასეთ გოგოსთან?
– საჭმელების კეთების პროცესი ძალიან მომწონს. ზაფხულში მეგობართან ერთად ვისვენებდი და ხშირად მიწევდა რაღაცების მომზადება. ზოგადად, ხომ ამბობენ, რომ კაცებს უფრო გემრიელი ხელი აქვთ. ის, რომ ქალმა საჭმლის გაკეთება არ იცის, ვფიქრობ, ნაკლი არაა, მაგრამ უმჯობესია, იცოდეს. საერთოდ, რაც უფრო მეტი რამ ეცოდინება, უკეთესია. საერთოდ, ოჯახი ერთი მთლიანობაა, რომელშიც მთავარი ურთიერთგაგებაა. შესაბამისად, „მე კაცი ვარ და საჭმელი რატომ უნდა მოვამზადო“, „რატომ უნდა დავალაგო” ან „პერანგი რატომ გავიუთოო?“ – არ მიმაჩნია სწორად. ვფიქრობ, წყვილი შეთანხმებულად, საჭიროების მიხედვით უნდა იქცეოდეს.
– მართლა არასდროს გყვარებია?
– ბაღში მიყვარდა ერთი გოგო ორი წლის განმავლობაში, ჩემი მასწავლებლის შვილი იყო. მერე გავბრაზდი, მას რომ არ ვუყვარდი, შურის საძიებლად კუბიკი ვესროლე და თავში გავარტყი. საპასუხოდ, იმან ბორში გადამასხა. სულ ეს იყო ჩვენი სასიყვარულო ისტორია (იცინის). მერე სკოლაში მომწონდა ერთი გოგო. დილით კლასში რომ შევდიოდი, ჩემს მერხზე მისი წერილი მხვდებოდა. მერე მე ვუტოვებდი საპასუხო წერილს. მაგრამ, მერე ჩვენი სკოლიდან გადავიდა და მანდ დამთავრდა ჩვენი რომანტიკა (იცინის). მას შემდეგ, ძალიან ბევრი გოგო მომწონდა, მაგრამ არავინ შემყვარებია.
– როგორი ხარ, როცა ვინმე მოგწონს? როგორ ცდილობ სასურველი გოგონას მოხიბვლას?
– თუ ვინმე მომწონს, მირჩევნია, პირველად მან გამოიჩინოს ინიციატივა, თუნდაც მაშინ, როცა საქმე მოწერას ეხება.
– წეღან მითხარი, მირჩევნია გოგოსთან ინიციატივა მე გამოვიჩინოო?!
– ეს უკვე ურთიერთობის დასკვნით ფაზაზე. საწყის ეტაპზე მირჩევნია, გოგომ იაქტიუროს და პირველმა მან მომწეროს. მოკითხვა იქნება ეს, შეხვედრა თუ გასეირნება, მირჩევნია, მისგან მოდიოდეს ინიციატივა.
– და შენგან რატომ არა?
– ჯერჯერობით ვინც მომწონებია, პირველი ყოველთვის ისინი იჩენდნენ ინიციატივას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ გოგოსთვის პირვლად მე მიმეწერა.
– აკრძალვები გექნება შეყვარებულთან, კაბის სიგრძესთან ან დეკოლტესთან დაკავშირებით?
– ქუჩაში ზედმეტად მოკლეკაბიან გოგოებს რომ ვხედავ, დიდად არ მომწონს. მირჩევნია, ჩემს შეყვარებულს მოკლე კაბები არ ეცვას. მე არაფერს ავუკრძალავ, მაგრამ ჩემთან ყოფნისას, ალბათ, თვითონ არ გაუჩნდება ასე ჩაცმის სურვილი ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე.
– ეჭვიანი თუ ხარ?
– ეჭვიანობას არ ვიწყებ, პირდაპირ  ვამბობ –„ნახვამდის“.
– სამომავლოდ, რა გეგმები გაქვს?
– სამი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და სამომავლოდ, იქ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. მინდა, ბაკალავრიც იქ გავხდე და მაგისტრატურაც და დოქტურანტურაც იქ გავიარო. მერე აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ლექციებს წავიკითხავ ციური მექანიკის სფეროში.
скачать dle 11.3