კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ არ მიიჩნევს „იმედზე“ გადასვლას ღალატად ვანიკო თარხნიშვილი და რა იყო მისთვის არასასიამოვნო პროცესი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„ნიჭიერის“ ახალი სეზონი უკვე „იმედის“ არხზე საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. როგორც ცნობილია, პროექტის წამყვანები კვლავ ვანიკო თარხნიშვილი და გიორგი ყიფშიძე არიან. ვანიკოს და გიორგის დუეტი განსაკუთრებულად ხალისიანია და მაყურებელში მუდმივად დადებით ემოციებს იწვევს. ვანიკო წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელი იყო, თუმცა პროექტის გადასვლასთან ერთად, ისიც „იმედზე“ გადავიდა. აპირებს თუ არა ის ახალ არზე „ნიჭიერის“ გარდა, სხვა პროექტის წაყვანას, ანდა „გამოუვალ სიტუაციაში“ ახალი რეპერტუარის გაკეთებას, ამის შესახებ თავად ვანიკო გვესაუბრება.
– ვანიკო, „ნიჭიერი“ ახლა ახალ არხზე გადის და შენც მოგიწია არხის გამოცვლა. ეს რამდენად კომფორტული იყო შენთვის, რადგან წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელი იყავი და ამ არხთან ასოცირდებოდი.
ვანიკო თარხნიშვილი:
ახალ არხზე გადასვლა მაინცდამაინც მძაფრად არ მიგრძნია, რადგან მთლიანი ჯგუფი გადმოვიდა, ყველა, ვინც აკეთებდა ამ პროექტს – რეჟისორებიდან დაწყებული გამნათებლით დამთავრებული. იგივე ხალხი დარჩა და შესაბამისად, რამე განსხვავება არ მიგრძნია. იგივენაირად გრძელდება, უბრალოდ, ახალი შემართებით.
– პროექტისა და თქვენს გადასვლას „იმედზე“ გარკვეული ტიპის დაძაბულობა, მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ბევრმა ეს თქვენი მხრიდან ღალატად შერაცხა.
– რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იყო ის პროცესი, რომ სხვა არხზე მოგვიწია გადასვლა. მაინცდამაინც სასიამოვნო არ ყოფილა. უბრალოდ, ვითარებამ გვაიძულა, უფრო სწორედ, აიძულა პროექტი, რომ გადავსულიყავით. ხალხის არასწორი შეფასებაც არ გვსიამოვნებდა, თუმცა, იმედია, გავა დრო და ყველაფერი დალაგდება – ამ იმედით ვარ და სწორად გამოჩნდება ყველაფერი. რაც შეეხება ღალატს, მე არ მივიჩნევ ამას ღალატად. მასე რომ მეფიქრა, მაშინ არც წამოვიდოდი, სულ სხვა საკითხი იყო. მაყურებლისთვის ეს ცოტა გაუგებარია და შესაბამისად, არასწორი რეაქციებიც აქედან მოდის. პირველივე დღიდან ამ პროექტის წამყვანი ვარ და ამ პროექტის დატოვებაც ღალატი იქნებოდა, ასე რომ შევხედოთ.
–  როგორია „ნიჭიერის“ წინ შენი ემოციები, სამზადისი, მოლოდინი?
– ყოველთვის ველოდებით სიახლეებს. მრავალფეროვანი პროექტია, მრავალფეროვანი ხალხი მოდის, სხვადასხვანაირი ნომრებით. ყოველთვის გაინტერესებს, რა იქნება წელს. აზარტიც გაქვს, რომ არ განელდეს, არ მობეზრდეს ხალხს და შემდეგ, ყოველთვის მოლოდინს ვაჭარბებთ ხოლმე. როგორც ყოველთვის, წელსაც მზარდი იქნება ჩვენი პროექტი. კონკრეტულ ნომრებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, სიურპრიზებს არ მოვაკლებთ მაყურებელს.
– განსაკუთრებით შენ და გიორგი.
– ნომრები გვაძლევს ამის საშუალებას. ჩვენც ღია ვართ ამ ყველაფრისთვის, ვიღებთ და გავცემთ სწორ კომენტარებს.
– შენი და გიორგის დუეტი განსაკუთრებულად კარგია. ეს რამ განაპირობა?
დიდი ხნის მეგობრები ვართ, თანამშრომლები, კოლეგები, თეატრშიც – პარტნიორები. ბევრ რამეში გვითამაშია ერთად, დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ამ ყველაფერმა განაპირობა ბევრი რამ. გახსნილები ვართ, ერთმანეთს ვიცნობთ და ასეთმა მეგობრობამ განაპირობა ის, თუ კარგი დუეტი ვართ – თუ ასე მიიჩნევს ხალხი.
– „ნიჭიერში“ ძალიან ბევრი როლი მოირგე, ქუსლებითაც კი გამოხვედი სცენაზე.
– საქმეს სჭირდება და თან გამოგვდის.
– შენ განსაკუთრებულად აქტიური ხარ. ცხოვრებაში არ ხარ ისეთი აქტიური, როგორც სცენაზე.
– ცხოვრებაში ნაკლებად აქტიური ვარ. იქაც აქტიური, აქაც – აქტიური, სულ აქტიური ვეღარ ვიქნები, სადღაც ხომ უნდა დავისვენო. სცენას უნდა მივცე მთელი ენერგია და დანარჩენი აღდგენაში უნდა დავხარჯო.
– რით ცდილობ ხოლმე ენერგიის აღდგენას?
– კონკრეტულად – არაფრით. ვარ ოჯახთან, მეგობრებთან, შვილებთან და ვიღდგენ ენერგიას.
– როგორც ჩანს, მზრუნველი მამა ხარ.
– რა ვიცი, შეიძლება ითქვას. ჩემს მოვალეობას კარგად ვასრულებ.
– შვილები ძალიან ბევრ რამეს ცვლიან. შესაბამისად, შენს ცხოვრებაშიც ბევრი რამ იცვლება. ალბათ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გიჩნდება, უფრო მეტად მზრუნველი ხდები?
რაც ჩამოთვალეთ, კი, ის შეიცვალა: პასუხისმგებლობის გრძნობა გაიზარდა. უფრო მეტი დაკვირვება და ბევრ რამეზე ფიქრი, ცოტა შიშიც გაჩნდა. უფრო მშიშარა გავხდი.
– რასთან დაკავშირებით?
– ყველაფერთან დაკავშირებით. ზოგადად, ცხოვრებაზე უფრო მეტი დაფიქრება მომიწია, რადგან შვილები მყავს. ადრე უფრო ადვილად ვცხოვრობდი.
– შენთვის „იმედზე“ იგეგემება რომელიმე გადაცემის წაყვანა?
– ჯერჯერობით არაფერი იგეგმება. ჯერ მხოლოდ „ნიჭიერია“ და დანარჩენი შემდეგ ვნახოთ. როგორც მოიტანს ვითარება, იმის მიხედვით იქნება ყველაფერი. ახლა ვერ ვფიქრობ, ეს გადაცემა წამაყვანინა-მეთქი. „ნიჭიერს“ იმდენი ენერგია მიაქვს, ჯერჯერობით ამით დავკმაყოფილდები.
– შენს ჯგუფზე, „გამოუვალ მდგომარეობაზე“, მინდა გკითხო. ბოლო პერიოდში არ ხართ ისეთი აქტიურები, რაიმე სიახლე თუ გექნებათ ახლო მომავალში?
ცოტა „შეთხელდა“ მოთხოვნები, რადგან ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით. კონცერტები გვქონდა, ახლა სიახლეებია საჭირო. პატარ-პატარა სიახლე გვაქვს, თუ რამეს უფრო დიდს დავგეგმავთ, თქვენც გაიგებთ.
– როგორ ხდება სიმღერების შერჩევა, რადგან თითქმის ყველა გაჰიტდა?
– სერიალში ყოფნის დროს შეირჩა ყველა სიმღერა. ბევრი ადამიანი მუშაობდა ამაზე. მას მერე ახალი არაფერი გაგვიკეთებია. სერიალში, რაც სიტუაციას სჭირდებოდა, იმის მიხედვით ირჩეოდა სიმღერები და გაამართლა. ახლო მომავალში ვაპირებთ, შევარჩიოთ ახალი სიმღერები. გეგმა გვაქვს და ვნახოთ.
– ასეთ გამოხმაურებას ელოდებოდი?
არა, ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. სიურპრიზი იყო, თან სასიამოვნო სიურპრიზი, რომ გაამართლა. „ლაივში“ გადასვლა ცალკე სიხარული იყო და ამასაც არ ველოდებოდი, მაგრამ გამოვიდა და ეს ძალიან კარგია.
– ეკა ამირეჯებიც „იმედზე“ მუშაობს  და „ხურცილავაც“ ხომ არ დაუბრუნდა თავის მეუღლეს „იმედზე“ გადასვლით?
– დავუბრუნდი, ხომ? ვნახოთ, ჯერ არაფერია ამ მხრივ. ხურცილავა მაგიტომ არ გადასულა „იმედში“, ეს დეტალები არ ვიცი.
– როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში არსებობს გამოუვალი მდგომარეობა?
– ჩვენი ჯგუფის სახელიც იმას ნიშნავს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს – ჩვენი სლოგანიც ეს იყო.
– შენ შემთხვევაში, როგორ ხდება, როცა გამოუვალ სიტუაციაში ვარდები?
– მოვლენას მივყვები და შემდეგ სიტუაცია გიჩვენებს, როგორ მოიქცე. გამოუვალ და კატასტროფულ მდგომარეობაში რომ ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მახსენდება. უნდა მოეშვა, დაწყნარდე და სიტუაციას მიენდო. მერე გამოსავალიც გამოჩნდება – ეს ჩემი რჩევაა მკითხველისთვის.
– ცხოვრება ხშირად გვიწყობს სიურპრიზს და შენ როგორ ხვდები მას?
– სასიამოვნო სიურპრიზი ყველას გვიყვარს.
– და არასასიამოვნოს დროს როგორ იქცევი?
– რას ვიზამთ, უნდა შევეგუოთ, მივიღოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, გამოვასწოროთ.
– თავად თუ უწყობ ოჯახის წევრებს, შვილებს სიურპრიზებს?
– საშუალოდ, ნორმალურად. თავს ვერ გამოვიდებ. პატარ-პატარა სიურპრიზებია ხოლმე. უბრალოდ, სიურპრიზი ყველასთვის სხვადასხვანაირი, ინდივიდუალურია.
– ბავშვების აღზრდაში მაქსიმალურად ხარ ჩართული?
– რა თქმა უნდა, ყველაფრის საქმის კურსში ვარ და მეუღლესთან ერთად, ერთობლივად გაგვაქვს ჭაპანი.
скачать dle 11.3