კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ტრისტან სარალიძის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ბავშვი ეკითხება დედას:
– დედა, რას აკეთებს წერო, მას მერე, ბავშვს რომ მოიყვანს?
–  წევს დივანზე, უყურებს ტელევიზორს, ჭამს, სვამს, ეწევა სიგარეტს და სძინავს.
***
გაბრაზებული ცოლი ქმარს:
–  ვაჟბატონო, მე შენგან სამუდამოდ მივდივარ! რატომ დუმხარ? არაფერი გაქვს სათქმელი?
–  მოიცა რა... არ მინდა, ბედნიერება შევაშინო, თვალი არ ეცეს.
***
თბილისში მომავალ მიხოს შვილი ეუბნება:
–  მამი, თბილისში რომ ჩავალთ, ფეხსაცმელებს ხომ მიყიდი?
–  გიყიდი, მა რას ვიზამ? აბა, ჩემი მოსკვიჩივით კუნძებზე ხომ არ შაგაყენებ...
***
უფროსთან შედის თანამშრომელი და ეუბნება:
– უფროსო, გუშინ ჩემს პირადობის მოწმობაში ჩავიხედე და ისე ვემსგავსები იქ ჩაკრულ სურათს, სასწრაფოდ დასვენება მჭირდება.
***
ტიპი მეგობარს უყვება:
– აუ, ჩემს სიდედრს იმდენი კბილი აქვს გამოხრული, რომ დააღებს პირს, თავი ვარძიაში მგონია.
***
მეგრელი ეუბნება ქალს:
– ქალბატონო, ჩემთან ჯადოსნური სექსი გნებავთ?
ქალი დაფიქრდა და ჰკითხა:
– ჯადოსნური სექსი როგორია კი მაგრამ?
– როგორი და სექსის შემდეგ გავქრები.

გიორგი ნაზღაიძის ანეკდოტები
შეყვარებული გოგონა ბიჭს ეუბნება:
–  გახსოვს, საყვარელო, აგარაკზე რომ ვიყავით?
–  კი.
–  ხოდა, ორსულად ვარ და რა გინდა, იყოს?
–  პირველი აპრილი!
***
კახეთში, ბენზინგასამართ სადგურთან მაგარი მანქანა გაჩერდა, გადმოვიდა ტიპი და სიგარეტს მოუკიდა. გამოხედა მიხომ და დაუყვირა:
–  ე, ბიჯო, დროზე ჩააქრე ეგ სიგარეტი, თორემა, თუ დაუბუთქუნა, ორმოცამდე ძირს არ ჩამაგაგდებს!
***
სვანი შედის აფთიაქში და კითხულობს:
–  ბუასილის სანთლები გაქვთ?
–  კი, გვაქვს.
–  და შანდლები?
***
უფროსი ეკითხება თანამშრომელს:
–  რა არის ეგ, რომ ორივე ნეკა თითი თაბაშირში გაქვს?
–  მოვიტეხე.
–  ორივე ერთად როგორ?
–  ყურებს ვიფხანდი და დამაცემინა.
***
ბიჭი შეტყობინებას სწერს გოგოს:
– დილით ვერ ვსაუზმობ, იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ. შუადღეს ვერ ვსადილობ, იმიტომ რომ, შენზე ვფიქრობ. საღამოს ვერ ვვახშმობ, იმიტომ რომ, შენზე ვფიქრობ და ღამე ვერ ვიძინებ.
– რატომ ვერ იძინებ, ჩემზე ფიქრობ?
–  არა, მშია!
***
ცოლ-ქმარი რესტორანში ზის. ოფიციანტი ეკითხება ქმარს:
– რა მოგართვათ?
– რამე ისეთი, რომ დავნაყრდე.
– ქათამზე რას იტყვით?
– ეგ თვითონ შეუკვეთავს.скачать dle 11.3