კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ბრძნული აზრები

იუნგი: გარისკვის გარეშე, ასჯერ უფრო მეტს ვრისკავთ.
განდი: პირველად უარგყოფენ, შემდეგ დაგცინებენ, შემდეგ გებრძვიან, შემდეგ იმარჯვებ.
ოლ ვალერი: ახალგაზრდობას არ უყვარს სრულყოფილი ქმნილებები. ისინი ძალზე ცოტა რამეს უტოვებენ გასაკეთებელს და ამიტომაც აღიზიანებს ან ასევდიანებს მას.
ლესინგი: თუ გახდი შემგუებელი, ეს არ ნიშნავს, საკუთარ თავზე ცუდი უნდა იფიქრო. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ცოტას ფიქრობ.
სანდი: ის, რისი მიღებაც მშვიდად შეგიძლიათ, თქვენ უკვე აღარ გმართავთ.
დედა ტერეზა: ბედნიერების გასაღები არ არსებობს. მისი კარი ყოველთვის ღიაა.
დიდრო: სუსტები განსჯიან, ძლიერები პატიობენ, ბედნიერები ივიწყებენ.
ემერსონი: წელიწადში მხოლოდ ორი დღე არსებობს, როცა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ერთი არის გუშინ და მეორე – ხვალ.
ჩესტერფილდი: ბავშვი სტუმარია შენს ოჯახში – აჭამე, ასწავლე და გაუშვი.
ბელინსკი: ბავშვები ჩვენს სიტყვებს კი არ იმახსოვრებენ, არამედ – ქცევებს.
მარტინ ლუთერ კინგი: რწმენა ნიშნავს, გადადგა ნაბიჯი მაშინაც კი, როცა კიბეს მთლიანად ვერ ხედავ.
ვოლტერი: ყველა ჩვენგანის პრობლემა ისაა, რომ პრობლემის მოგვარებას ვეძებთ არა იქ, სადაც რეალურადაა, არამედ იქ, სადაც ჩვენ გვინდა.
გრიგოლ ნოსელი: ნუ ეუბნები ღმერთს, რომ შენ პრობლემები გაქვს, პრობლემებს მიუბრუნდი და უთხარი, რომ შენ ღმერთი გყავს.
ფრანსი: შენ იმყოფები იქ, სადაც შენი ფიქრებია, მაგრამ დარწმუნდი, შენი ფიქრები იქ არის, სადაც შენ გინდა ყოფნა.
კამიუ: სრულყოფილებას თუ ეძებ, ჯერ საკუთარი თავის შეცვლაზე იზრუნე და არა – სხვისი.
ტოლსტოი: სიკეთის არ უნდა გწამდეს, სიკეთე უნდა აკეთო.
გერცენი: საგნები უნდა გამოვიყენოთ, ხოლო ადამიანები გვიყვარდეს. სამწუხაროდ, საგნები გვიყვარს, ხოლო ადამიანებს ვიყენებთ.
ჯეკ ლონდონი: ურთიერთგაგება ნიშნავს იმის შეგნებას, რომ ჩვენ განვსხვავდებით და არა იმას, რომ ჩვენ ერთნაირები უნდა ვიყოთ.
მოლიერი: უნდა გავმიჯნოთ სიყვარული სიამოვნებისგან. სიყვარული გაცემული ენერგიაა,  სიამოვნება კი – მიღებული.
ცვაიგი: თქვენ თუ ფიქრობთ, რომ მეუღლე იმისთვის გჭირდებათ, რომ ბედნიერი გახდეთ, ცდებით. მეუღლე გჭირდებათ იმისთვის, რომ ბედნიერება გაუნაწილოთ.скачать dle 11.3