კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ „ძალადობდა“ 12 წლის გოგო მეზობელ მამაკაცზე და როგორ ამხილეს ნათლია ნათლულის სექსუალურ შევიწროებაში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტუალურია არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები. მეზობელმა მეზობელზე, მასწავლებელმა  მოსწავლეზე, უცხოელმა ქართველ არასრულწლოვანზე იძალადა – მსგავს სათაურებს ხშირად შეხვდებით. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არასრულწლოვანი გოგონებიც „ძალადობენ“ უფროსებზე.
დათო მოდებაძე (ადვოკატი):
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე, ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ, რომელსაც ბრალი ედებოდა მცირეწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში. საუბარია, შვიდი წლის ბავშვზე, რომელიც მისი ნათლული გახლდათ. ამ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. ეს მამაკაცი მამასთან მეგობრობდა, შემდგომ ეს მეგობრობა ნათელმირონობაში გადაიზარდა. მამაკაცმა საკუთარი შვილი მოანათვლინა მეგობარს. ნათლია სამსახურის დასრულების შემდეგ მიდიოდა ნათლულის სახლში, სადაც ბებია და ბავშვი ხვდებოდნენ. ბავშვის მშობლები მუშაობდნენ. ნათლია ამ დროს ბავშვს ამეცადინებდა. მეცადინეობის დროს კი, ნათლულის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა.
– ეს ფაქტი ბებიამ დააფიქსირა?
– არა, რამდენიმე ხნის შემდეგ, თავად ბავშვმა თქვა. ეს ყველაფერი დაახლოებით, თვენახევარი-ორი თვე გრძელდებოდა. ბავშვმა მშობლებს უთხრა ამ სიტუაციის შესახებ. ბუნებრივია, მშობლები დაეჭვდნენ და სახლში კამერა დაამონტაჟეს. ჩანაწერების შედეგად ნახეს, რომ ბავშვი სიმართლეს ამბობდა. ნათლია შვიდი წლის ნათლულის მიმართ გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა. ამ დროს ბებიაც სახლში იყო, თუმცა მომხდარს ვერ აფიქსირებდა, ყველაფერი მისგან ჩუმად ხდებოდა.
– მამაკაცი რა ასაკის იყო?
– ორმოცი წლის. შვდიწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
– ბავშვის მდგომარეობა როგორია?
– ეს საქმე თავად მისი ინიციატივით გაიხსნა. თუმცა, ბრალდებულმა, ყველაფრის მიუხედავად, დანაშაული არ აღიარა. თავისი პოზიცია ჰქონდა. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც გურიაში მოხდა. ეს ფაქტი ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. მამაკაცს არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. მამაკაცი 42 წლის იყო, გოგონა კი – 12 წლის. გამოძიების პერიოდში დადგინდა ბრალის შემდეგი ფაბულა: მეზობელმა მამაკაცმა დაუძახა მეზობელ, 12 წლის გოგონას და უთხრა, რომ მუსიკებს მოასმენინებდა, თან კანფეტი შესთავაზა, რის შემდეგაც, თითქოს, გააუპატიურა. ბრალდებული ამბობდა, რომ არანაირი გაუპატიურება არ ყოფილა და რომ ეს ყველაფერი ნებაყოფლობით მოხდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ძალადობის ნიშნები ბავშვს  არ ეტყობოდა  და პლუს, იმ დროს ქალიშვილიც არ იყო. ეს არაფერს გამორიცხავს, გაუპატიურებასთან არაფერ შუაშია, მაგრამ ასე დადგინდა. ამის გამო, გამოძიებამ უფრო ღრმად დაიწყო კვლევა – რატომ არ იყო ბავშვი ქალიშვილი. მე ამ ბავშვის ინტერესები უნდა დამეცვა. მასთან ცალკე შეხვედრა მოვითხოვე, რომ მშობლებისგან ზეწოლა არ ეგრძნო, ან არ შეშინებოდა რამის თქმა. ძალიან ჩაკეტილი ბავშვი გახლდათ და ძლივს გავხსენი. საუბრიდან ერთი საათის შემდეგ, მივხვდი, რომ ბავშვი გონებრივად, ასაკისთვის შესაბამისად არ იყო განვითარებული. ვერ სწავლობდა, დაბალი ქულები ჰქონდა სკოლაში და პლუს, ძალიან ქუჩური ჟარგონებით საუბრობდა. ამ ფაქტმა ცოტა დამაეჭვა. შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ბავშვი, თავის სკოლის უფროსკლასელ ბიჭებთან ერთად, ხშირად ჩადიოდა სარდაფში და იქ ხდებოდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება. ეს არ ხდებოდა ზეწოლის შედეგად. როგორც შემდგომ გაირკვა, გოგონა თვითონ იყო ამის ინიციატორი და თხოვნით, თვითონ ჩაჰყავდა ბიჭები სარდაფში. ბევრი ბიჭისთვის პირველი გოგოც იყო.
– თუ თავისი ნებით აკეთებდა ამას და არც იმ მამაკაცის მხრიდან ჰქონია ადგილი გაუპატიურებას, რა მოხდა? როგორ გამოაღწია ამ ამბავმა და რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება?
– როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მამაკაცი მას რაღაცის ყიდვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა და ამის შემდეგ, ბავშვმა დაიჩივლა, რომ მან გააუპატიურა. მშობლებს უთხრა, რომ მეზობელმა მასზე იძალადა. გამოდის, ეს განაწყენებული ბავშვის პოზიცია იყო.
– ერთხელ მოხდა მსგავსი ფაქტი?
– ამ მამაკაცთან კი. ამის შემდეგ სასამართლომ გაუპატიურების მუხლი მცირეწლოვანთან სექსუალური კავშირის მუხლით შეცვალა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
– ანუ, გოგო „ძალადობდა“ ამ შემთხვევაში.
– ძალადობას ვერ დავარქმევთ, მაგრამ ეს ყველაფერი მისი ინიციატივით ხდებოდა.
– მშობლები?
– ვერ ვიტყვი, რომ მშობლები დიდი ინტელექტით გამოირჩეოდნენ. უფრო ხშირად, ასეთი შემთხვევები დაბალი სოციალური და ინტელექტუალური ფონითაც არის გამოწვეული.
скачать dle 11.3