კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 სიცოცხლე ფსონად

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹40-43(878)



– მოკლედ, ასეა, ჩემო კარგო, წუთობრივად მაქვს გაწერილი „პიავკას“ მკვლელობის ღამე და ძალიან ადვილად დავამტკიცებ სასამართლოზე, რომ შენ, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოახერხებდი „პიავკას“ მოკვლას, რადგან დროში ვერ ჩაეტეოდი. პრობლემა მხოლოდ ისაა, თუ როგორ აღმოჩნდა შენი „პორშე კარერა“ იმ ღამეს მკვლელობის ადგილზე – ეს ერთი და როგორ აღმოჩნდა შენი თითების ანაბეჭდები „გლოკზე“. შენი ეზოს ნაგვის ბუნკერში აღმოჩენილი მკვლელობის იარაღი, ანუ ეს ფაქტი, დიდი ვერაფერი სამხილია და მთავარია, მანქანისა და ანაბეჭდების საკითხები ამოვხსნათ.
– რამე ახალი აღმოაჩინეთ? – ჰკითხა პატიმარმა ადვოკატს.
– კოტე, ჩემო კარგო, საკმაოდ მძიმე საუბარი გვექნება და ეცადე, ობიექტური იყო. კითხვებისთვის წინასწარ გიხდი ბოდიშს, მაგრამ სხვაგვარად ვერ დაგეხმარები.
– ბრძანეთ, ბატონო ვაჟა. მე თქვენ ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ.
– კოტე, როგორი ურთიერთობა გაქვს მეუღლესთან?
– მშვენიერი, – თქვა ჩხეიძემ.
– დარწმუნებული ხარ? – იკითხა ბერიძემ, კოტემ კი კითხვითვე უპასუხა:
– ნონას ადანაშაულებთ რამეში?
– ჯერ არა. მიპასუხე.
– დიახ, დარწმუნებული ვარ. ორი წელია, დაქორწინებულები ვართ და ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც კი არ გვიკამათია. ნონა ძალიან მოსიყვარულე, თვინიერი მეუღლეა. მაინც, რატომ მეკითხებით, რამეშია გარეული?
– ჩემო კოტე, წარსულის დიდი გამოცდილება მაქვს და არა ერთი ურთულესი საქმე გამიხსნია. შენს საქმეზე მუშაობისას დავრწმუნდი, რომ სწორედ მეუღლეა ის ერთადერთი, ვისაც შეეძლო შენთვის  ეს ყველაფერი გაეჩალიჩებინა, ასე ვთქვათ, ტექნიკური კუთხით.
– რას გულისხმობთ, ვერ ვხვდები, –  გაოგნებული სახით იკითხა კოტემ.
– სამხილების შემოგდებას.
– ეგ როგორ?
– ახლავე აგიხსნი. მხოლოდ ჩემს კითხვებს უნდა უპასუხო.
– ბრძანეთ, – მხრები აიჩეჩა კოტემ.
– შენს ცოლს „პორშესთან“ თუ მიუწვდებოდა ხელი? ანუ, ავტოფარეხიდან გამოყვანა და უკან დაბრუნება თუ შეეძლო?
– დიახ, რა თქმა უნდა. მანქანა, ძირითადად, ნონას ჰყავს.
– სათადარიგო გასაღები გაქვთ?
– „პორშესი“?
– კი.
– დიახ.
– ავტოფარეხი დისტანციურად იღება?
– დიახ და სათადარიგო პულტი, ისევე, როგორც გასაღები, ნონას აქვს.
– მათი კოპირება თუ შეეძლო ვინმეს.
– პულტის და გასაღების?
– კი.
– არა. მე არავისთვის მიმიცია. ნონას კი – არ ვიცი. ალბათ, არც მას. ვისთვის უნდა მიეცა? – მხრები აიჩეჩა ჩხეიძემ.
– „ადოლფი“ მხოლოდ შენ და შენს მეუღლეს გემორჩილებათ?
– უფრო ნონას. ალკოჰოლის სუნს ვერ იტანს და ნასვამი რომ ვარ, მიღრენს.
– გასაგებია. ახლა ჩემს ვერსიას გეტყვი. ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ სხვა აზრი არ გამაჩნია და თუკი ვცდები, ბოდიშს მოგიხდით შენც და შენს ცოლსაც და თვალით არასდროს დაგენახვებით.
– ბრძანეთ, ბატონო ვაჟა, გისმენთ.
ბერიძემ ჩაახველა და თქვა:
– „პიავკას“ მკვლელობა მაღალ დონეზეა შესრულებული და დაქირავებული მკვლელის ხელწერაა აშკარად. ვიღაცამ „პიავკას“ მკვლელობა შეუკვეთა და ამაში შენი მეუღლე გამოიყენა. ჩანაფიქრი კი ისეთი იყო, რომ ეს მკვლელობა, კვალის დაფარვის მიზნით, შენ დაგბრალებოდა. ხომ საქვეყნოდ ცნობილია, რომ შენ და „პიავკა“ მტრები იყავით და შემკვეთმა ზუსტად გათვალა. ახლა კი, ტექნიკური მხარე – ნონას დახმარებით, სავარაუდოდ მაშინ, როცა მაგარი მთვრალი იყავი, „გლოკის“ პისტოლეტი ნონამ ხელში დაგაჭერინა და მაყუჩზეც დაგატოვებინა ანაბეჭდები, შემდეგ კი იარაღი მკვლელს დაუბრუნა. იმ ღამესვე, როცა შენ გათიშულს გეძინა სახლში, წინასწარ ინსტრუქტირებულმა მკვლელმა, შენი „პორშეთი“ შეასრულა საქმე და შემთხვევის ადგილზე, დამატებითი კვალი დატოვა. მანქანა ავტოფარეხში დააყენა, პისტოლეტი ურნაში ჩაგიგდო და თავის გზაზე წავიდა. „ადოლფი“ დაბმული იყო და ხელს ვერ შეუშლიდა უცხოს ეზოში შემოსვლას. ვიდეოკამერები შენ არ გიყენია, რომ ყველაფერი დაეფიქსირებინა და ნონაც ბათუმში იმყოფებოდა, რითაც მან ალიბი გაიკეთა. სხვათა შორის, გადავამოწმე და შენს ცოლს მართლაც აქვს ალიბი. „პიავკას“ რომ თბილისში კლავდნენ, ის იმ დროს ბათუმის ღამის კლუბში იჯდა და ერთობოდა. დილით კი, დასაძინებლად წავიდა შენს კუთვნილ აგარაკზე.
კოტე ჩხეიძე სულგანაბული უსმენდა ადვოკატს და რომ დაასრულა, უთხრა:
– რაში სჭირდებოდა  ჩემს მეუღლეს ჩემთვის ასეთი რამის გაჩალიჩება და ვინ და როგორ დაითანხმა ნონა ამაზე?
– ლოგიკური შეკითხვაა. სწორედ ამის გარკვევას ვაპირებ. შენთან კი იმიტომ მოვედი, რომ ნება დამრთო, შენს მეუღლეს დაველაპარაკო.
– დაელაპარაკეთ.
– მაგრამ, უნდა გაგაფრთხილოთ, ჩემო კოტე, რომ ამ საუბარში ჩემს მეთოდებს გამოვიყენებ და თუ კი ეს ვარაუდი არ გამართლდა, მაშინ არც შენი ფული მინდა და თვალითაც არასდროს დაგენახვები, ბოდიშსაც მოგიხდით ორივეს.
– კეთილი. შევთანხმდით. თუ შეცდებით, თქვენზე ნაწყენი არ დავრჩები, ხოლო თუ თქვენი ვარაუდი გამართლდა... – კოტე ჩხეიძეს ფრაზა აღარ დაუსრულებია... შეძრწუნებული სახით მიაჩერდა ბერიძეს, რომელმაც თქვა:
– თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა, მაშინ შენს ადგილზე შენი ცოლი უნდა აღმოჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერ გამართლდები.
ჩხეიძემ ამოიხვნეშა და მძიმედ თქვა:
– თუ მართლა ნონაა ამ ყველაფერში გარეული, დაე, დალპეს ციხეში. მიდით. იმოქმედეთ, ბატონო ვაჟა.
***
კოტე ჩხეიძესთან წინასწარ შეთანხმებული ვაჟა ბერიძე სახლში ესტუმრა ნონა ხარძიას. ჭიშკარი დიასახლისმა გააღო და სანამ სტუმარს შემოიპატიჟებდა, უზარმაზარ გერმანულ ნაგაზს, რომელიც სისხლიანი თვალებით უმზერდა უცნობს, უბრძანა:
– „ადოლფ“, არ გაინძრე!
ძაღლი ადგილზე გაქვავდა. ნონამ კი სტუმარს გაუღიმა და უთხრა:
– მობრძანდით, ბატონო ვაჟა. ნუ გეშინიათ. „ადოლფი“ არაფერს გავნებთ.
ადვოკატმა ეზო დინჯად გადაჭრა და ნაგვის ბუნკერს გახედა, თან ნონას უთხრა:
– სამწუხაროა, რომ იმ ღამეს „ადოლფი“ გამომწყვდეული იყო, თორემ კოტეს ხომ ვერავინ ჩაუგდებდა სანაგვეში ფაქტს.
– ეჰ, ნუ იტყვით, ბატონო ვაჟა, – ხელი ჩაიქნია ქალმა, – მე თვითონ გამოვკეტე „ადოლფი“. კოტიკო ამ ბოლო დროს ბევრ ფულს აგებს კაზინოში, ბევრს სვამს და სახლში გვიან ბრუნდება. განსაკუთრებით კი, მაშინ აიშვებს ხოლმე, როცა სახლში არ ვარ. „ადოლფი“ კი სპირტიანის სუნს ვერ იტანს და უღრენს. ბათუმში რომ მივდიოდი, შემეშინდა, „ადოლფმა“ არ დაკბინოს-მეთქი ჩემი კოტიკო და ძაღლი გამოვამწყვდიე. ეჰ, რომ მცოდნოდა, რა გველოდა, „ადოლფს“ დავაბამდი?
– შეიძლება, მოვწიო? – იკითხა იტალიურ, ტყავის სავარძელში მოკალათებულმა ადვოკატმა და ნებართვა რომ მიიღო, გააბოლა. დიასახლისმა კი ყავა შესთავაზა სტუმარს და უარი რომ მიიღო, თქვა:
– გისმენთ, ბატონო ვაჟა. რატომ გინდოდათ ჩემი ასე საჩქაროდ ნახვა?
– ქალბატონო ნონა, მე ძველი, საკმაოდ გამოცდილი გამომძიებელი ვარ და არაერთი ჩახლართული საქმე მაქვს გახსნილი. მოგეხსენებათ, თქვენი მეუღლის ადვოკატი ვარ და აქ იმიტომ მოვედი თქვენთან სალაპარაკოდ, რომ კოტეს გადასარჩენი გზები ერთად ვიპოვოთ. ამისთვის კი, ერთადერთი რამაა საჭირო. თქვენ სრული სიმართლე უნდა მითხრათ.
დიასახლისს სახეზე სიწითლემ გადაჰკრა. შემდეგ კოპები შეკრა და სტუმარს მტკიცედ უთხრა:
– რა სიმართლე, ბატონო ვაჟა? როდისმე რამე მომიტყუებია თქვენთვის?
– ამას როგორ იზამდით, როცა პირველად ვხვდებით ერთმანეთს, – მიუგო ბერიძემ.
– ბრძანეთ, რას მოითხოვთ ჩემგან.
– მხოლოდ სიმართლეს, ქალბატონო ნონა.
– მაინც რა გნებავთ?
– ის მნებავს, რომ გულწრფელად უნდა მომიყვეთ, ვინ, რატომ და როგორ გაიძულათ, თქვენი მეუღლე ასეთ დღეში ჩაგეგდოთ.
– რა?! – იღრიალა ნონამ და ბერიძეს ლამის კბილებით ეცა. შემდეგ ხელი კარისკენ გაიშვირა და დაამატა, – ახლავე წადით აქედან!
– მერე, ფაქტ-სამხილმა რომ დამგლიჯოს? – ირონიით თქვა ბერიძემ, რომელსაც ეტყობოდა, რომ არსად აპირებდა წასვლას.
– რა ფაქტ-სამხილმა. ჭკუიდან ხომ არ შეიშალე, რას როშავ! – ხმას აუწია ნონამ.
– „ადოლფმა“, ქალბატონო ნონა. თქვენი ურჩხულია იმისი ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ მეუღლის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობდით. „ადოლფი“ რომ აშვებული ყოფილიყო, პისტოლეტს ვერავინ ჩააგდებდა ნაგვის ბუნკერში და ბათუმში გამგზავრების წინ, შეგნებულად გამოამწყვდიეთ ძაღლი, რადგან კარგად იცოდით, თუ რა მზადდებოდა. ამას იურიდიულ ენაზე არაპირდაპირი სამხილი ეწოდება და გარწმუნებთ, სასამართლოზე შევძლებ, თქვენს მხილებას.
ადვოკატის სიტყვებმა ქალის ვნება დააცხრო. ნონამ გააბოლა და ჩაილაპარაკა:
– სისულელეა.
 გამოცდილმა, ყოფილმა გამომძიებელმა იგრძნო, რომ ზეწოლა უნდა გაეძლიერებინა და ნონას „დაუნაჟიმა“:
– ალბათ, ისიც ტყუილი და სისულელეა, რომ მკვლელს სწორედ თქვენ გადაეცით „პორშეს“ სათადარიგო გასაღები და ავტოფარეხის სათადარიგო დისტანციური მართვის პულტი, რომლითაც მან ისარგებლა? და თუ ეს ტყუილია, მაშინ თქვენ ხართ მკვლელი, რადგან კოტე გამორიცხულია, რადგან  იმ მომენტში მკვლელობის ჩასადენად ფიზიკურადაც უძლური იყო და დროშიც ვერ ჩაეტეოდა. მერწმუნეთ, ეს სიმართლეა და ამასაც დავამტკიცებ სასამართლოზე. რას იტყვით, სისულელეს ვროშავ, ხომ?
ნონას სახე წამოეჭარხლა. თავს უკვე ვეღარ თოკავდა და აკანკალდა, თან ოფლმა დაასხა. ვაჟა ბერიძემ კი უთხრა:
– თქვენ, თქვენი მეუღლის სიმთვრალით ისარგებლეთ იმ დღეებში და მის წინააღმდეგ მთავარი სამხილი სწორედ მაშინ შექმენით. მოგიყვეთ ამის შესახებ?
ნონა ხარძია სავარძელში ჩაეშვა და მოიკუნტა. ოფლისგან კი ისე დაუსველდა კაბა, რომ სხეულზე მიეკრა და ხორცი გამოუჩნდა. თან, ციებიანივით კანკალებდა და ყრუ ხმებს გამოსცემდა. აშკარა იყო, რომ ბერიძემ „ათიანში გაარტყა“ და ცოტა ხანში, ქალისგან აღიარებით ჩვენებას მიიღებდა. ამიტომ, ტემპი რომ არ დაეკარგა, განაგრძო:
– იმ დღეებში კოტე „გრალბადან“ წაგებული და ძლიერ ნასვამი დაბრუნდა სახლში. რომ ჩაეძინა და თქვენ ამაში დარწმუნდით, მას წინასწარ გამზადებული „გლოკი“ დააჭერინეთ ხელში. მისი თითის ანაბეჭდები მაყუჩზეც აღბეჭდეთ და შემდეგ ეს მთავარი ფაქტი მომავალ მკვლელს დაუბრუნეთ. აი, ასე გამოამწყვდევინეთ  მეუღლე ციხეში და გარწმუნებთ, ამასაც დავამტკიცებ სასამართლოში, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერს არ მომიყვებით და ისევ იცრუებთ.
აკანკალებულმა ნონამ, როგორც იქნა, ენა ამოიდგა და ბერიძეს უთხრა:
– სიმართლე რომ ვთქვა, ციხე ამცდება?
– ეს კოტემ უნდა გადაწყვიტოს, მიუგო ბერიძემ.
ოფლიანი ნონა ხარძია სავარძლიდან წამოდგა. ოთახში ბოთლის ცემას მოჰყვა, თან ფიქრობდა. დრო გადიოდა. „კონდიციამდე“ მიყვანილი ქალი რომ აზრზე არ მოსულიყო და კვლავ არ გაჯიუტებულიყო, ბერიძემ მას უთხრა:
– ან იტყვით, ვინ გიბიძგათ ასეთი საქციელისკენ, ან სასამართლოში შევხვდებით.
– „პიავკამ“! – მოულოდნელად წამოიძახა ქალმა.
– რა „პიავკამ“? – ვერ მიხვდა ბერიძე.
– ასეთი საქციელისკენ „პიავკამ“ მიბიძგა და მის ნება-სურვილს დავემორჩილე, – თქვა ნონამ.
– ვინ? – გაოცდა ბერიძე, რომელმაც გაიფიქრა, რომ ქალის სიტყვები მოესმა.
– „პიავკამ“, ალბერტა ბაბაიშვილმა მიბიძგა. რა ვერ გაიგეთ, ბატონო ადვოკატო, – ირონიით გაიმეორა კოტიკო ჩხეიძის ცოლმა.
ადვოკატმა ალმაცერად გახედა დიასახლისს. შემდეგ ჩაფიქრდა. გონებაში ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიაზრა და ბოლოს ნონა ხარძიას უთხრა:
– თქვენი სიტყვებიდან ისე გამოდის, რომ ბაბაიშვილმა საკუთარი მკვლელობა შეუკვეთა, რომ დანაშაული თქვენს მეუღლეს დაბრალებოდა. მაგრამ, ეს ხომ აბსოლუტური  აბსურდია?
– არა, ბატონო, თქვენ ცდებით, თუმცა გეთანხმებით, რომ მდგომარეობა მართლაც აბსურდულია, – თქვა ქალმა და დააყოლა, – „პიავკას“ საკუთარი თავის მკვლელობა არ შეუკვეთავს. მას ჩემი მეუღლის თვითმკვლელობის გათამაშება სურდა.
– რა თქვით? – კიდევ უფრო გაოცდა ყოფილი გამომძიებელი.
– ალბერტას ჩანაფიქრით, მკვლელს კოტეს თვითმკვლელობა უნდა გაეთამაშებინა. ცდებით იმაშიც, რომ თითქოს მე დავატოვებინე ჩემს მთვრალ მეუღლეს თითების ანაბეჭდები. იარაღი მე თვალით არ მინახავს. მე მხოლოდ „პორშე კარერას“ სათადარიგო გასაღები და ავტოფარეხის სათადარიგო დისტანციური პულტი გადავეცი „პიავკას“, რომ მკვლელს ესარგებლა. „ადოლფიც“ მე გამოვამწყვდიე, რათა მკვლელის მოქმედებისთვის, ანუ ჩვენს სახლში შესვლა-გამოსვლისთვის ხელი არ შეეშალა.
– გასაღები და პულტი „პიავკას“ გადაეცით თუ მკვლელს?
– „პიავკას“. მკვლელი მე თვალით არ მინგახავს და არც ვიცი, ვინაა.
ქალის პასუხმა ბერიძე კვლავ ჩააფიქრა. პაუზის შემდეგ კი ხარძიას უთხრა:
– თუ არ ცრუობთ, ისე გამოდის, რომ მკვლელმა თავად შემკვეთი მოკლა და არა – შეკვეთილი. დანაშაული კი თქვენს ქმარს „შეტენა“, ბოდიში ამ გამოთქმისთვის. აბსურდია, აბსოლუტური აბსურდი და  სიმართლეს არ ჰგავს.
– გეთანხმებით, რომ აბსურდია, ბათუმში, ტელევიზორში რომ ვუყურე სიუჟეტს, სადაც თქვეს – კოტე ჩხეიძემ ალბერტ ბაბაიშვილი მოკლა და დაპატიმრებულიაო, დარწმუნებული ვიყავი, ჟურნალისტს შეეშალა. მაგრამ მერე, თქვენი კომენტარიც რომ მოვისმინე, დავრწმუნდი, კოტე ცოცხალი იყო და ვერაფერს მივხვდი. მართლა დიდი აბსურდია და სინამდვილეში რა ხდება, არ ვიცი.
ვაჟა ბერიძემ გამჭოლი მზერა მიაპყრო ნონა ხარძიას და კარგა ხანს ყურადღებით ათვალიერებდა. თან, მის მონათხრობს აანალიზებდა. ბოლოს უთხრა:
– ეს ყველაფერი თქვენი მოწყობილი ხომ არაა?
– რას გულისხმობთ? – გულწრფელად გაუკვირდა ქალს.
– „პიავკას“ მკვლელობასა და კოტეს ციხეში გამომწყვდევას, – მიუგო ადვოკატმა.
– რა სისულელეა! – ირონიულად ჩაეცინა ნონა ხარძიას, – როგორ უნდა მომეწყო „პიავკას” მკვლელობა? თუმცა, ამას სიამოვნებით ვიზამდი, რომ შემძლებოდა. მაგრამ, უნდა გაგაწბილოთ, ეს მე არ მიქნია. უბრალოდ, ამის შესაძლებლობა არ გამაჩნია.
ბერიძეს, ერდო ხვისტანისგან განსხვავებით, გაშიფრული ჰქონდა, თუ სად დარეკა „პიავკას“ სავარაუდო მკვლელმა კოტე ჩხეიძის ტელეფონიდან, მკვლელობიდან ათი წუთის შემდეგ. ზარი მოსკოვში განხორციელდა დაცვის სამსახურ „შჩიტ ი მეჩში“. სინამდვილეში, ამ ოფისში მკვლელობის შეკვეთებს იღებდნენ და ასრულებდნენ. ამიტომ, ყოფილი გამომძიებელი ვარაუდობდა, რომ მკვლელმა დამქირავებელს შეკვეთის შესრულება უპატაკა და ამიტომაც დარეკა ოფისში.
– მკვლელი ხომ არ დაიქირავეთ?
– არა. რა სისულელეა? – მხრები აიჩეჩა ხარძიამ, – ხომ გითხარით უკვე, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას, მაგრამ საშუალება არ მქონდა. ანუ, არ ვიცი, როგორ ხდება ასეთი რამ.
– ქალბატონო ნონა, თქვენთვისვე უკეთესია, სიმართლე თქვათ. ყველა სამხილი თქვენ წინააღმდეგაა და ვერაფრით დაგეხმარებით – ციხეში ჩაჯდებით მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით. ეს კი ხანგრძლივ პატიმრობას ნიშნავს. სიმართლის თქმის შემთხვევაში კი, თუ კოტეც თანახმა იქნება და არ მგონია, გაგწიროთ, შევძლებთ თქვენს შველას.
– სიმართლეს ვამბობ. არანაირი მკვლელობა არ შემიკვეთავს. დამნაშავე ვარ იმაში, რომ საზიზღარ „პიავკას“ ჩემი ქმრის მოშორებაში ვუწყობდი ხელს. დანარჩენი კი ღმერთმა და იმან იცის, ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, – თქვა ქალმა და გააბოლა.
– მაშინ ის მითხარით, რატომ ეხმარებოდით ალბერტ ბაბაიშვილს თქვენი მეუღლის – კოტე ჩხეიძის, მოშორების, ანუ მისი თვითმკვლელობის ინსცენირების საქმეში? – მკაფიოდ ჰკითხა ვაჟა ბერიძემ ნონა ხარძიას, რათა ფარულ ჩანაწერზე ყველაფერი კარგად დაფიქსირებულიყო.
– მაიძულა, – ყრუდ თქვა ქალმა.
– როგორ გაიძულათ?
– ეს, ძველი ისტორიაა, რომლის გახსენებაც არ მინდა.
– და, მაინც მოგიწევთ გახსენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით.
– თქვენთვის ამას, რა მნიშვნელობა აქვს?
– თქვენი მეუღლისთვის აქვს მნიშვნელობა. უდანაშაულო ადამიანი ციხეში ტყუილად ზის და გარდა ფსიქოლოგიური ზიანისა, მას უდიდესი მორალური ზიანიც მიადგა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაირკვეს, რომ მას ეს ლაქა ჩამოსცილდეს. თან, თქვენც გადასარჩენი ხართ. მთელი სიმართლე თუ არ მეცოდინება,  ამას ვერ შევძლებ და ამ წუთისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ვიხელმძღვანელებ. ეს კი ხეირს არ მოგიტანთ და მერწმუნეთ, მოსამართლე მაქსიმალურს მოგისჯით. მაქსიმალური კი – ოცი წელია, ჩემო კარგო. თანაც, კოტეც უნდა დარწმუნდეს, რომ მართლა იძულებით გააკეთეთ ის, რაც გააკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დათანხდება თქვენს გადარჩენას. იფიქრებს, რომ ნებით გასწირეთ და არც ის დაგინდობთ, – „დაუნაჟიმა“ ჩვეულ სტილში ბერიძემ ნონა ხარძიას. შემდეგ გააბოლა, თან ყურადღებით აკვირდებოდა ქალს, რომელიც ბოლომდე „მეშოკში“ ჰყავდა და იცოდა, კოტიკო ჩხეიძეს, მაქსიმუმ, 24 საათში დაიხსნიდა ციხიდან.
ქალმა ამოიხვნეშა. ჯერ ვისკი გადაკრა საკმაოდ მოზრდილი ჭიქით, შემდეგ სიგარეტი გააბოლა და თქვა:
– ალბერტა ბაბაიშვილს, ამ დასაწვავს, ჯერ კიდევ ამ ათი წლის წინ გადავეყარე მოსკოვში. მაშინ სული რაღაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი და ერთ-ერთ ღამის კლუბში გავიცანი. იქ მე მდიდარ საქმროს ან საყვარელს ვეძებდი. ერთი სიტყვით, ვნადირობდი. ალბერტა ერთი კვირა მეჩალიჩა და თავი მარტოხელად  გამაცნო. ვიფიქრე, ცოლად მომიყვანს-მეთქი და ჩემი ქალწულობა მას შევწირე. სამ თვეში დავორსულდი და როცა ეს „პიავკას“ ვახარე, სწორედ მაშინ შევიტყვე, თურმე, ცოლიანი ყოფილა. ალბერტამ აბორტის გაკეთება მაიძულა და მალევე დავშორდით. მან ხუთი ათასი დოლარი მომიგდო და რომ არ გავპრაშმანდოვკებულიყავი, თბილისში დავბრუნდი. ამ ფულით ცოტა სული მოვითქვი. შემდეგ სამსახურში მოვეწყვე და ისევ ნადირობა დავიწყე. ამჯერად ძალიან ფრთხილად, რომ იგივე არ დამმართნოდა. ერთი სიტყვით, გამოცდილება მივიღე. ბოლოს გამიმართლა, კოტიკოს შევხვდი და ჩემს მიზანს მივაღწიე. მაგრამ, ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. თბილისში „პიავკა“ გამოჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც კოტიკო თავის ბიზნესის გამო უცხოეთში იყო, მან მობილურზე დამირეკა და მაიძულა, შევხვედროდი. მის მრავალრიცხოვან ფეშენბინებიდან ერთ-ერთში შევხვდით და კვლავ მისი საყვარელი გავხდი. ალბერტამ ეს მაიძულა. თავიდან უარი რომ ვუთხარი, მან ჩვენი მოსკოვური ინტიმური ურთიერთობების ჩანაწერები მაჩვენა და დამემუქრა, – შენს ქმარს ვეტყვი, ჩემი ბოზი რომ იყავიო. აგრეთვე, აბორტის გაკეთების ცნობის ასლიც მაჩვენა და საბოლოოდ, დამითანხმა. ასე აღდგა ჩვენი ძველი ურთიერთობა, რაც თითქმის ორი წელიწადი გრძელდებოდა. „პიავკა“ მიბარებდა, როგორც „პუტანკას“ და რაც უნდოდა, იმას მაკეთებინებდა. თან, ჩემს მეუღლეს ლანძღავდა, აბუჩად იგდებდა და რქიან „ნეუდაჩნიკს“ უწოდებდა. ამ ორიოდე თვის წინ, ალბერტა უფრო კორექტული გახდა ჩემთან ურთიერთობაში და ნელ-ნელა შემომაპარა: ჩემი ცოლი უნდა გავაგდო და შენ მოგიყვანო. ვნანობ, რომ ეს მოსკოვში არ გავაკეთე და ბავშვი მოგაცილებინეო.
– რას ამბობ, მერე ჩემი ქმარი? – ასე ვპასუხობდი ალბერტას. ის კი მეუბნებოდა, – ამ საკითხს უმტკივნეულოდ მოვაგვარებო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3