კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 წარმატების ტესტი

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

 წარმოიდგინეთ რა ფერის სანთელი იქნება უფრო რომანტიკული. ამის მიხედვით, ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობთ საკუთარი თავის შესახებ...
როგორც კი არჩევანს გააკეთებთ, ნახეთ შედეგი:
თეთრი სანთელი – თქვენ გმართავთ მთვარის ენერგია. ამიტომ,  ძლიერი ინტუიცია გაქვთ. ზოგჯერ მოვლენათა შედეგებს წინასწარ ჭვრეტთ. ბუნებამ მოგცათ ყველა შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად განვითარდეთ. მთავარია, არ იზარმაცოთ და დროის სწორად გადანაწილება ისწავლოთ.  
იასამნისფერი სანთელი – თქვენი არჩევანი იუპიტერის ფერია. ცოტა ხანში წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან „სწორი“ ადამიანები; ანუ ისინი, ვინც ახალ შესაძლებლობებს მოგცემენ. იყავით უფრო ყურადღებიანი და კონცენტრირებული.
წითელი სანთელი – მამაცობისა და ვნების ფერია. ამ ფერს ისინი ირჩევენ, ვინც სიყვარულისა და მუდმივი ომისთვის ემზადებიან. თქვენ თუ წითელი ფერის სანთელი მიგაჩნიათ რომატიკულად, უნდა იყოთ მეტად გაბედული და იბრძოლოთ სასურველი  მიზნის მისაღწევად.
ყვითელი სანთელი – მერკურისფერია, ანუ იმ პლანეტის, რომელიც გონებასა და ურთიერთობებს მართავს. როცა ახალი ცოდნის მიღების სურვილი გაგიჩნდებათ, ეს ნიშნავს, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დგებით. არ შეგეშინდეთ ცვლილებების.
მწვანე სანთელი – გულის ჩაკრაა, გრძნობების ორგანოსთანაა დაკავშირებული. მწვანე ბუნების, წარმატებისა და ნაყოფიერების ფერია. ცოტა ხანში მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწევთ. ზოგადად, ფული თქვენთვის პრობლემა არ არის. ის გაქვთ.
ლურჯი სანთელი – ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული. სენტიმენტალური ხართ და განწყობის ცვალებადობა გახასიათებთ.   ყველაფერი გაქვთ, რაც გჭირდებათ,  მაგრამ ხშირად მაინც უკმაყოფილო ბრძანდებით. იქნებ მაქსიმალისტი ხართ?
შავი სანთელი – მნიშვნელოვანია, ჯერ საკუთარ თავში გაერკვეთ და მერე გარშემომ მყოფებს  წაუყენოთ პრეტენზიები. ჩამოყალიბდით სურვილებში. ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს: „მე უნდა შევჩერდე და დავფიქრდე“. აჩქარებით არაფერი გამოვა.

скачать dle 11.3