კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ „იმახსოვრებენ“ ნივთები ჩვენს შეგრძნებებს და როგორ განვდევნოთ სახლიდან დაძველებული ნეგატიური ენერგია

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

სახლში ბევრი ნივთია, რომელიც ჩვენზე შეუმჩნევლად ახდენს ზემოქმედებას და მათ შორის, ნეგატიურსაც. ამან კი, შეიძლება, იმოქმედოს ჯანმრთელობაზე ან ცხოვრების სხვა რომელიმე ასპექტზე. ამიტომ, ყველა საგანს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ. ადამიანის სულიერი სიმშვიდის მდგომარეობაზეა დამოკიდებული წარმატება სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ გარემოს ცუდი გავლენა ჩვენზე შეიძლება, მაშინვე ვერც შევიგრძნოთ. არის საგნები, აშკარად არ გვაღიზიანებს, მაგრამ ქვეცნობიერი იმახსოვრებს მათგან დროთა განმავლობაში ასოციაციებს, გრძნობებს, რაც მოგვიანებით ავლენს კიდეც თავს.
მიზეზები შეიძლება, იყოს ის მარტივი საგნები, რასაც ყოველდღე ვხედავთ სახლში ან სამსახურში. თუნდაც: გაფუჭებული ონკანიდან წვეთობით გამდინარე წყალი; მოუხერხებელი სკამი ან დივანი; მახინჯი ხედი ფანჯრიდან; კარადის მორყეული კარი; უსიამოვნო ფოტო და ასე შემდეგ. ადამიანების უმრავლესობა, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება, ცუდად იმოქმედოს და არც ფიქრობენ შეწინააღმდეგებას ან შეცვლას. შედეგად კი ვიღებთ აგრესიას, ნევროზს, დეპრესიას და წარუმატებლობას ცხოვრებაში. საბედნიეროდ, შეგვიძლია, ეს გავაუვნებელყოთ.
მავნებელი ნივთების აღმოჩენა მარტივია. ესენია: მახვილპიარინი, წვეტიანი, გაფუჭებული, ჭუჭყიანი საგნები. კარგად მიმოიხედეთ თქვენს ოთახში. დააკვირდით, რა გხვდებათ თვალში ცუდად. კარგად უნდა დაათვალიეროთ ყველა კუთხე, კედელი და თარო. აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთ ნივთებს, რაც წლების განმავლობაში, შეუმჩნეველი იყო თქვენთვის. შეძლებისდაგვარად, მოიშორეთ ისინი სახლიდან ან შეალამაზეთ. შეგიძლიათ, გადააფაროთ ნაჭერი კუთხოვან ავეჯს. გაწმინდოთ ძველი, დაჟანგებული ვერცხლის ნივთი. თუ ბასრკუთხოვანი საგანი გაქვთ, შეინახეთ ან საერთოდ გადააგდეთ.
დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: ყველაფერი, რაც თქვენს გარშემოა, უნდა უხაროდეს თვალს. იყოს მოსახერხებელი, გამოიწვიოს მხოლოდ სასიამოვნო გრძნობები. ხოლო ის ძველი, უსარგებლო ნივთები და ავეჯი,  რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს თქვენზე, მოიშორეთ.
ასევე, ჭაღებისა და ელექტროგამანაწილებელი ყუთების დამონტაჟებისას, საჭიროა, გახსოვდეთ, რომ ისინი გარშემო ქმნიან ადამიანისათვის საზიანო ელექტრომაგნიტურ ველს. ეცადეთ, ელექტროტექნიკა ისე გაანაწილოთ, რომ შორს იყოს დასასვენებელი და საძილე ადგილებისგან. საძინებელ ოთახში განათების მოწყობისას, ჭაღი საწოლისგან მოშორებით დაკიდეთ. ცოლ-ქმრის ოთახში უპირატესობა საწოლის ორივე მხარეს დამონტაჟებულ ორ სანათურს ენიჭება, ვიდრე სასთუმალის შუაში მდებარე ერთ ბრას. სხვა შემთხვევაში, სინათლე ხელს შეუწყობს წყვილის „გათიშვას“.
სარკე აუცილებელი ნივთია ყველა ოჯახში. ის სახლიდან განდევნის დაძველებულ, ნეგატიურ ენერგიას და იზიდავს სიყვარულს, შემოსავალსა და წარმატებას. ყველა სახლში აუცილებელია, არსებობდეს დიდი სარკე, რომელშიც ოჯახის ყველა წევრი შეძლებს საკუთარი თავის სრული სიმაღლით, ანუ მთლიანად დანახვას. ამისთვის, საუკეთესო ადგილია აბაზანა. ასევე, შესაძლოა, ასეთი სარკის სასტუმრო ოთახაში ან გასახდელში დაკიდება. ასტროლოგიურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის სრული სილუეტის სარკეში დანახვა, რადგან ასე, მისი შინაგანი ძალა ერთიანდება, შემოქმედებითი, ენერგეტიკული პოტენციალი კი – მაღლდება.  ინტერიერისთვის და ზოგადად, ოჯახის სიმშვიდისთვის, კიდევ ერთი კარგი ვარიანტია მრგვალი სარკე, რომლის ჩარჩო მზის ან ყვავილების ფურცლების ფორმისაა.
სამზარეულოში დაკიდებული სარკე, რომელიც იმ მაგიდას ირეკლავს, რომელთანაც ოჯახი სადილობს, ზრდის ოჯახის კეთილდღეობას. ამას გარდა, ეს სასიკეთოა მათთვის, ვისაც გახდომა სურს. ამგვარად დაკიდებულ სარკეში, საკვები ვიზუალურად იზრდება,  ადამიანს კი აქვს მუდმივი სტიმული – უყუროს საკუთარ აღნაგობას და ჭამის დროს ზომიერება დაიცვას.скачать dle 11.3