კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ აპირებდა ლავრენტი ბერია კოსმოსში პირველად ქართველის გაგზავნას

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გასული საუკუნის ყველა სარაკეტო-კოსმოსური მიღწევა, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვმა მიიწერა, სინამდვილეში, ლავრენტი ბერიას დამსახურებაა. ისტორიკოსი ბორის მალცევი წერს: „ბერიას რომ ეცოცხლა, 1961 წლის 12 აპრილს, კოსმოსში იური გაგარინი კი არა არამედ „რკინის მარშლის“ რომელიმე თანამემამულე გაფრინდებოდა პირველად, ანუ ქართველი ეროვნების კოსმონავტი.
ლავრენტი ბერია, როგორც ცნობილია, ატომურ პროექტთან ერთად კოსმოსურ პროექტსაც კურირებდა. პირველი ატომური ბომბის წარმატებით გამოცდის შემდეგ კი, გალძიერებულად შეუდგა კოსმოსური პროექტის განხორციელებას. კოსმონავტთა ქალაქი „ზვიოზდნი“ (ვარსკვლავური) ბერიას უშუალო პატრონაჟით აიგო და ლავრენტი პავლოვიჩი ხშირად ჩადიოდა იქ, პირადად უტარებდა რევიზიას ქალაქის მშენებლობას. როდესაც ყველაფერი მზად იყო, ბერიას უშუალო მეთვალყურეობით შეირჩა პირველი საბჭოთა კოსმონავტთა რაზმი, რომელიც საგანგებო, გასაიდუმლოებულ წვრთნას გადიოდა. მთავარი კონსტრუქტორი სერგეი კოროლიოვი იხსენებდა:
„1950 წლის მაისში ბერიას წარვუდგინე ის აუცილებელი კრიტერიუმები, რაც მომავალ კოსმონავტებს უნდა ჰქონოდათ. შეხვედრა კრემლში, მის კაბინეტში შედგა. ბერიამ ყურადღებით გადაათვალიერა ჩემი მოთხოვნები და მითხრა:
– ასე გამოდის, სერგეი პავლოვიჩ, რომ ოცდაათივე მომავალი კოსმონავტი პილოტი ასსი უნდა იყოს და კარგად ერკვეოდეს უახლეს ელექტროტექნიკაში.
– დიახ. დავუდასტურე ბერიას.
– კეთილი. მაქსიმუმ ერთ თვეში, თქვენ გეყოლებათ ასეთი გუნდი და აბა, თქვენ იცით. ისეთი რაკეტა გააკეთეთ, რომ კოსმოსში ვიფრინოთ და მსოფლიო გადავრიოთ.
და, მართლაც, ერთი თვის შემდეგ, მე მქონდა ოცდაათკაციანი სია, რომელშიც არც გაგარინი იყო და არც ტიტოვი. სამაგიეროდ, იყო ექვსი ქართველი პილოტი და ეს გახლდათ სინამდვილეში საბჭოთა კოსმონავტთა პირველი რაზმი...“
ბერიას სიაში ნომერ პირველი და ნომერ მეორე კოსმონავტები იმიტომ არ ფიგურირებდნენ, რომ 1950 წელს, გაგარინი 16-ის, ტიტოვი კი – 14 წლის იყო. სამაგიეროდ, სიაში მოხვდნენ ნამდვილი ასსი ქართველი პილოტები – ბესარიონ ხომერიკი, ტიტე ალასანია, გედევან კალანდაძე, კირილე კილასონია და პარმენ კოკაია. ამ საბჭოთა კოსმონავტთა პირველი რაზმის შესახებ საბჭოთა ისტორიოგრაფია დუმს. თუმცა, ის 3 წელი ფუნქციონირებდა და 1953 წლის აგვისტოში, ანუ ბერიას მკვლელობიდან ორი თვის მერე, დაიშალა. არადა, ამ რაზმს წვრთნისა და მომზადების დიდი გამოცდილება ჰქონდა და სწორედ ეს გამოცდილება გამოიყენა საბჭოთა კოსმონავტთა პირველმა ოფიციალურმა რაზმმა გაგარინის მეთაურობით.
ბერია, როგორც ყველა ჭკვიანი და ეშმაკი მაღალჩინოსანი პატრიოტი, თავის სამსახურებრივ ინტერესებს ეროვნულ ინტერესებს ამთხვევდა და ისევე, როგორც არაერთი ადამიანი, მათ შორის, მეც, დარწმუნებული ვარ, ბერიას კოსმოსში პირველად ქართველის გაშვება სურდა. ისევე, როგორც რაიხსტაგის მედროშედ მან მელიტონ ქანთარია გაამწესა.
გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „კოსმოსური პროგრამა რომ დავიწყეთ, კონსტრუქტორ კოროლიოვთან საქმიანი შეხვედრის შემდეგ, ბერიამ სმოლენსკში მიახლა. იქ მაღალი დონის საფრენი სასწავლებელი იყო და მფრინავები უნდა შეგვერჩია, უფრო სწორად, ბერიამ შეარჩია კოსმონავტთა რაზმისთვის. ლავრენტი პავლოვიჩი სასწავლებლის დირექტორთან ერთად, ჯერ კურსანტთა პირად ბარათებს ჩაუჯდა. გულდასმით ამოწმებდა და სწორედ იქ შეარჩია ოცი კაცი, მათ შორის, ორი ქართველი – ხომერიკი და კალანდაძე. სია რომ ამოიწურა, ბერიამ ნახევრად ხუმრობით ჰკითხა პოლკოვნიკ პოტაპოვს:
– სტეპან ივანოვიჩ, ნუთუ თქვენ სასწავლებელში ისეთი კურსანტრები არ არიან, მათი გვარები იაზე რომ მთავრდებაო?
– იყვნენ, ლავრენტი პავლოვიჩ, როგორ არა. თანაც, ისეთი ასები და ჭკვიანები, რომ ნებისმიერ პოლკს დაამშვენებენ. კილასონია და ალასანია ურალის ოლქში გავუშვით, პარმენ კოკაია კი მოსკოვის სადარაჯოზე დგასო.
ჩვენ ჯერ ურალში გადავფრინდით, ორი ქართველი პილოტის სანახავად. შემდეგ მოსკოვში დავბრუნდით და ბერია პარმენ კოკაიას შეხვდა, რომელიც განსაკუთრებით მოეწონა. მით უმეტეს, რომ კოკაია სოხუმელი იყო და ბერიას „ზემლიაკად“ ითვლებოდა.
– აი, სერგო, თუ ინტუიცია არ მღალატობს, ეს იქნება პირველი საბჭოთა ადამიანი, ვინც კოსმოსს დაიპყრობსო, – მითხრა ბერიამ და პარმენ კოკაიაზე მიმითითა, როდესაც მასთან შეხვედრის მერე, უკან ვბრუნდებოდით.
კოსმონავტთა რაზმი სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, უკვე მზად იყო და ისინი გაძლიერებულ წვრთნას შეუდგნენ“.
ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესის არქივში ვერ მოვიძიე, ეგრეთ წოდებული, „კოსმოსური ბრალდება“ ბერიას მიმართ. ანუ, ის, თუ როგორ აპირებდა ნაციონალისტი ბერია ქართველის კოსმოსში გაშვებას. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ხრუშჩოვმაც კი „მოტვინა” ეს და ასეთი ბრალდება არ დაუშვა. ასეთ შემთხვევაში, ბრალდებაში უნდა ეხსენებინათ კოსმონავტთა პირველი რაზმი. ეს კი ხრუშჩოვს არანაირად არ აწყობდა. საბჭოთა ისტორიოგრაფია მოგვითხრობს, რომ საბჭოთა  კოსმონავტთა პირველი რაზმი სწორედ ხრუშჩოვმა შექმნა და არა ბერიამ.
ხრუშჩოვის ასეთმა სისულელემ და ამბიციურობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საბჭოთა კოსმონავტიკის განვითარება. ჯერ ერთი, ბერიას მკვლელობის შემდეგ, მნიშვნელოვნად დამუხრუჭდა პირველი კოსმოსური ხომალდის შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეიქმნა, კოსმონავტები არ ჰყავდათ. ძველი, ბერიას რაზმი დაშლილი გახლდათ. ახალი კი ჯერ არ იყო მზად გაფრენისთვის და სანამ გაგარინი და მისი კოლეგები გამოიწვრთნენ, კოსმოსში ძაღლები გაუშვეს. არადა, 1954-1955 წლისთვის, ანუ გაგარინის გაფრენამდე 7-6 წლით ადრე, შეიძლებოდა, ადამიანი გაფრენილიყო კოსმოსში და დიდი ალბათობით, პირველი „მთვარის კაციც,“ ამერიკელი ამსტრონგის ნაცვლად, საბჭოელი კოსმონავტი იქნებოდა. გამორიცხული არაა, რომ მთვარეზე ფეხი პირველად იმას დაედგა (ბერიას სიცოცხლის შემთხვევაში), რომლის ქართული გვარიც იაზე იქნებოდა დაბოლოებული. ეს ყველაფერი ვარაუდია. ფაქტი კი ისაა, რომ ბერიას ბრწინვალე კოსმოსური პროექტი ხრუშჩოვმა თითქმის ჩააფლავა“.
скачать dle 11.3