კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 პომიდორი თქვენი ჯანმრთელობის გარანტია

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა,  არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. პომიდორი შეიცავს სეროტონინს, ეგრეთ წოდებულ, ბედნიერების ჰორმონს და ტირამინებს – ორგანულ ნაერთებს, რაც უკვე ორგანიზმში გადაიქცევა სეროტონინად. ამ თვისებების გამო პომოდორი ამაღლებს განწყობას, ხოლო სტრესულ სიტუაციაში მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი.
პომიდვრის წითელი ფერი მასში შემავალი ანტიოქსიდანტის – ლიკოპენის დამსახურებაა. ამ ძლიერ ანტიოქსიდანტს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ასევე, აბრკოლებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას. ლიკოპენს საუკეთესო შედეგი მცენარეულ ზეთთან ერთად აქვს, რადგან ცხიმის დახმარებით, ორგანიზმი ამ ანტიოქსიდანტს უფრო კარგად ითვისებს. გარდა ამისა, პომიდორს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რადგან ფიტონციდებს შეიცავს.
ვისაც ჭარბი წონისა ეშინია ან დაკლება სურს, შეუძლია, თამამად მიირთვას პომიდორი, რადგან ძალზე დაბალკალორიულია.
ამ პროდუქტის შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანი და სასარგებლო ვიტამინებითაა მდიდარი. მასში შედის ვიტამინები: B1, B9, B2, B6, A, K, E და დიდი ოდენობიათ C ვიტამინი; მინერალური მარილები, რკინა, ორგანიზმისთვის აუცილებელი იოდი, მაგნიუმი, მარგანეცი, თუთია და სხვა. პომიდორში არის ასევე, ფრუქტოზა და გლუკოზა, თუმცა, მცირე ოდენობით. ლიმონის, ღვინის, ვაშლის ორგანული მჟავები და სხვადასხვა მინერალი პომიდორს მეტად სასარგებლო საკვებ პროდუქტად აქცევს.
პომიდორი და მისი წვენი გახდომის მსურველთათვის შეუცვლელი დამხმარეა. მისი კალორიულობა ხომ პროდუქტის 100 გრამზე სულ რაღაც 20-25 კილოკალორიაა.
პომიდორი სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს. მასში შემავალი „ფარული სითხის“ წყალობით, პროდუქტს ბევრს ვერ შეჭამთ. პომიდორი ამცირებს შიმშილის გრძნობას და ძალიან კარგად მოქმედებს ორგანიზმის ცვლის პროცესებზე. ამიტომაც, ზედმეტ წონასთან გამოთხოვების მსურველთათვის, რეკომენდებულია განტვირთვის დღეების პომიდვრით მოწყობა. საჭიროა, დალიოთ ერთი ლიტრი ახალგაწურული პომიდვრის წვენი ან მიირთვათ ორ კილოგრამამდე პომიდორი 5–6 ნაწილად.
სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ზოგადი სისუსტის, დაცემული მჟავიანობის, გასტრიტის დროს და თირკმელების სხვადასხვა დაავადებისას.
პომიდორი, როგორც წესი, წითელ ფერთან ასოცირდება, ამ დროს კი, ის შეიძლება, იყოს ყვითელი, ვარდისფერი, მწვანე, თეთრი და ლურჯიც კი.
პომიდორი, უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ეფექტურად ებრძვის ასთენიას. ახალგამოწურული წვენი და რბილობისგან მომზადებული პიურე ენიშნებათ ორსულებს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქრონიკულ ავადმყოფებსა და ბავშვებს. პომიდორი ავიტამინოზების სამკურნალო და საპროფილაქტიკო უნივერსალური საშუალებაა.
პომიდორი შეუცვლელია ღვიძლის დაავადებებისას. სისხლის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია ტომატის წვენი, ოღონდ, აუცილებლად ახალგაწურული უნდა იყოს. პომიდორი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას, ის საგრძნობლად ამაგრებს ძარღვების კედლებს, ხელს უწყობს სისხლის სწორ მიმოქცევას, კურნავს თავის ტკივილს, ზრდის სეროტონინის დონეს. პომიდორი რეკომენდებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებისას. ის ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს. პომიდვრის ხშირად ჭამა მამაკაცებში პროსტატის დაავადების რისკს ამცირებს. პომიდორი თერმული და მზის დამწვრობის დროს სამკურნალო მიზნითაც გამოიყენება.
კვების რაციონში პომიდვრის რეგულარული ჩართვა, სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევაში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნორმალიზებაში დაგეხმარებათ; განწყობას გაგიუმჯობესებთ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას დაარეგულირებს. მისი მოხმარება სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციის გარანტია.
პროფილაქტიკის ან ზოგიერთი დაავადების მკურნალობის მიზნით, პომიდვრის მიღებისას უნდა გახსოვდეთ, რომ მისი სასარგებლო თვისებების განეიტრალება სახამებლისა და ცილების მაღალი შემცველობის საკვებს შეუძლია.
პომიდორი აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. მისი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, პომიდვრის ჭამისას სიფრთხილე გვმართებს. ეს ბოსტნეული ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია. ამიტომ, საკვების მიმართ ალერგიულმა პირებმა ის ფრთხილად უნდა მიირთვან, გამოხატული ალერგიული რეაქციის მქონეებმა კი, საერთოდ ამოიღონ საკვები რაციონიდან. ის ასევე, მავნებელია ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირებისთვისაც, რადგან ნაღვლის დენას აძლიერებს და ხელს უწყობს კენჭების გადაადგილებას. გარდა ამისა, პომიდორში შემავალმა ორგანულმა მჟავებმა ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის დროს, შესაძლოა, ტკივილი გაამძაფროს.
რით ვაკონტროლოთ
ჰემოგლობინის დონე

ჰემოგლობინის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად მიიღეთ რკინის შემცველი პროდუქტები: კვერცხის ცილა, ბარდა, ლობიო, შავი პური, თევზი, ხორცი, ატამი, ვაშლი, ოხრახუში, ქინძი. ასევე, მიირთვით C ვიტამინის შემცველი ხილი, ის ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ პროდუქტებიდან მიღებული რკინის ათვისებას. არ დაგავიწყდეთ, დღის განმავლობაში მინიმუმ 3 ლიტრი სითხის დალევა!
მოხარშეთ 1 ჩაის კოვზი ასკილის დაფხვნილი ნაყოფი 1 ჭიქა წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი. მიღებული ნაზავი დალიეთ დილით, უზმოზე. უფროსებისთვის აუცილებელია მთლიანი ჭიქის დალევა, ბავშვებისათვის კი – 100 მილილიტრი. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 30-60 დღე.
ორი კვირის განმავლობაში, ვახშმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიიღეთ 100 გრამი ბროწეულის მარცვალი, 100 გრამი ვაშლი და 100 გრამი გრეიპფრუტი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, „ხილის ასორტს“ დაუმატოთ ცოტაოდენი ნაღები და ყურძენი.
დაბალი ჰემოგლობინის დონე შეიძლება, გამოწვეულ იქნას ასევე, C ვიტამინის ნაკლებობით. მიირთვით C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა:
პაპაია, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი, წიწაკა, ბროკოლი, გრეიპფრუტი, პომიდორი და ისპანახი. ასევე, თქვენ შეგიძლიათ C ვიტამინი მიიღოთ აბების სახით, თუმცა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
დაფქვით კაკლისა და შტოშის ნაყოფი, დაუმატეთ თაფლი. პროპორცია უნდა იყოს 1:1. შეგიძლიათ, თაფლის რაოდენობის ცოტათი გაზრდა. მიიღეთ 1 სადილის კოვზი ნაზავი დღეში სამჯერ, ხოლო ბავშვებს დაალევინეთ დღეში ერთხელ 1 ჩაის კოვზი.
გამოწურეთ წვენი ახალი სტაფილოსგან, ვაშლისა და ჭარხლისგან. უნდა მიიღოთ დაახლოებით 500 მილილიტრი მოცულობის სითხე. დალიეთ ის ერთიანად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, დალევამდე მიირთვით 1 სადილის კოვზი არაჟანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმი ვერ მოახერხებს კაროტინის სწორად ათვისებას. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სითხის ერთიანად დალევას ვერ მოახერხებს, შეგიძლიათ, მისცეთ გარკვეული ინტერვალებით.
ჭინჭარი შეგვიძლიათ განიხილოთ ისეთ საშუალებად, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ჰემოგლობინის დონის აწევაში. ჭინჭარი კარგი წყაროა რკინის, B, C და სხვა ვიტამინების, რაც ზრდის ჰემოგლობინის დონეს. აიღეთ 2 ჩაის კოვზი ხმელი ჭინჭრის ფოთლები და ჩაყარეთ ერთ ჭიქა ცხელ წყალში. დააყენეთ დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ ცოტა თაფლი. ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ.
დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებმა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიირთვან ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, მწვანილებიდან – ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი. ნუ დაგავიწყდებათ გოგრაც. მოხარშულ გოგრას  ცოტაოდენი თაფლი მოასხით და ისე მიირთვათ. გოგრის ფაფას თაფლთან ერთად, ხშირად ნიგოზსაც ამატებენ. ეცადეთ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული შეიძინოთ და გამოყენების წინ, მაქსიმალურად მოაცილოთ ის ნაწილები, სადაც ყველაზე ინტენსიურად გროვდება ნიტრატები.
გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ჰემოგლობინზე. თუ მისი დონე მაინც არ ამაღლდა, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ჰემოგლობინის დონის გასაუმჯობესებელ პრეპარატებთან დაკავშირებით. მათი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მაღაზიაში, მაგრამ ექიმის დანიშნულების გარეშე თუ მიიღებთ.
ჰემოგლობინის დონეს ზრდის ასევე შავი ბადაგი. ის შეიცავს: რკინას, ფოლიუმის მჟავას და ბევრ B ვიტამინს, რომელიც ზრდის ერითროციტების რაოდენობას ორგანიზმში.
მიიღეთ რკინის შემცველი პროდუქტები – თევზი, კვერცხის გული, შავი პური, პარკოსნები, სოია, კამა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ატამი, ვაშლი და სხვა – მაგრამ, არ მიირთვათ შეუთავსებელ პროდუქტებთან ერთად. მით უფრო, არ უნდა დააყოლოთ ჩაი, ყავა და ტანინის შემცველი სხვა სასმელები, რადგან ტანინი რკინის შეწოვას აფერხებს.
რკინის შეწოვას ხელს უწყობს C ვიტამინი, ამიტომ ამ ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული თქვენი საკვები რაციონის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. აიღეთ 2-2 ჩაის კოვზი შავი ბადაგი და ვაშლის ძმარი, გახსენით ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ ყოველდღიურად.
იმუნიტეტის პირველი მტერია უძილობა. დაქვეითებული იმუნური სისტემის გამო კი, დიდია იმის რისკი, რომ ვირუსი შეგხვდეთ. აუცილებელია 8 საათი გეძინოთ მშვიდად.
ხშირად მიირთვით ნიორი. ნიორი აუმჯობესებს იმუნიტეტს და გულის დაავადებებისგან გიცავთ. განსაკუთრებით სასარგებლოა, რომ კვების რაციონში ჩართოთ ქათმის წვნიანი. ამ საკვებს ერთგვარი ანტიანთებითი ეფექტი აქვს. ნებრასკას უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ წვნიანში შემავალი ინგრედიენტები იმუნიტეტზე დადებითად აისახება. თუ გაცივდით, შეგიძლიათ, თამამად მიირთვათ ქათმის წვნიანი და ამ გემრიელი საკვებით ებრძოლოთ სიმპტომებს.


გინგკო ბილობას
სამკურნალო ეფექტი

გინგკო ბილობას სამკურნალო თვისებები მრავალმხრივია. ის უზრუნველყოფს სისხლით მომარაგებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, კერძოდ, სისხლის ცირკულაციას თავის ტვინსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, თავიდან აგვაცილებს თრომბების წარმოქმნას და აჯერებს ორგანიზმის ქსოვილებს ჟანგბადით. ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს; ხელს უშლის: თავისუფალ რადიკალებს უჯრედების დაზიანებაში, ქსოვილების შეშუპებას, თრომბების გაჩენას; არეგულირებს სისხლის წნევას, ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვებს.
გინგკო ბილობას ექსტრაქტი ძალზე ეფექტურია: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, მხედველობის, სმენის გასაუმჯობესებლად, ძალების მოსაკრებად; ყურადღების კონცენტრირების, მეხსიერების, შრომისუნარიანობისა და თვითკონტროლის გაუმჯობესებისთვის; თავბრუხვევის, თავის ტკივილისა და სმენის დაქვეითების დროს. დადებით გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაღლილობის გრძნობას და ნერვულ სტრესს. ამასთანავე, ზრდის მუშაობის უნარს და ორგანიზმის ზოგად ტონუსს. აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და ინფექციური დაავადებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს. ის ასევე, ეფექტურია, პერიფერიული სისხლძარღვოვანი უკმარისობის, ქვედა კიდურების არტერიოპათიის, სისხლძარღვების თრომბოზებისა და ტროფიკული დარღვევების დროს.скачать dle 11.3