კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ არის თანამედროვე ადამიანი მუდმივად მოწყენილი და რატომ განიცდის ის სულიერ სიშიშვლეს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ადამიანები დღეს სულიერად შიშველ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ერთი პატარა ცდუნებაც და იმ შესამოსელსაც ვკარგავთ, წლების განმავლობაში რომ მოვიპოვეთ. სულიერი სიშიშვლე კი სულიერი ავადმყოფობის დასაწყისია, რომლისგან განკურნება მხოლოდ რწმენით, იესო ქრისტესთან ყოფნით არის შესაძლებელი. სულიერი შესამოსელის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი)


– იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი, ამბობს საკუთარ თავზე: ძე კაცისა მოვიდა, არა რათა ემსახურონ, არა რათა იმსახუროს. მოგეხსენებათ, მან საკუთარ მოციქულებს ფეხები დაბანა, როცა ინახით ისხდნენ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება: ჩვენი პატრიარქი, მღვდლები, მაღალი იერარქები იმიტომ მოვიდნენ ამქვეყნად, რომ თქვენ გემსახურონ. წარმოიდგინეთ პირამიდა. როცა ქვეყნიერებაში, ერში ვინმე პირამიდის თავზე მოეწყობა, იქიდან დასცინის ხალხს. აღარ ახსოვს, ვისით არის იქ ასული. ქრისტიანობაში ეს პირიქითაა – მთელი ზეწოლა იმაზეა, ვინც წვერშია. ხედავთ, როგორი რთულია, რადგან ყველა შენ გაწევს და თუ ნორმალური ადამიანი და მოძღვარი ხარ, არც პატრიარქობა უნდა გინდოდეს, არც მღვდელმსახურება. როცა ქრისტე, ან პატრიარქი, ან მოძღვარი ამბობს: დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, ამის უკან ძალიან დიდი ძალა დგას და შენ თუ მიიღებ, კარგად იქნები.
– რატომაა თანამედროვე ადამიანი მუდმივად მოწყენილი, დაღონებული?
– ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს. ქრისტეს გაუჭირდება შეგვისრულოს ის სურვილები, რაც გვაქვს? რა თქმა უნდა, არა. ძალიან სწყინს ღმერთს, როდესაც აღიარებ იესო ქრისტეს შენს მხსნელად, შენს ღმერთად, სიყვარულად და ამ დროს, დანაღვლიანებული ხარ, რაღაცას ძალიან განიცდი. ესე იგი, შენ არ გაგაჩნია რწმენა, არ გჯერა, რომ იესო ქრისტე ყოვლისშემძლე ღმერთია. შენ არ სთხოვ მას ისეთი რწმენით, როგორითაც უნდა ითხოვო. ნუ ხართ დანაღვლიანებულები, თქვენს შვილებს, რომლებიც გარდაცვლილები არიან, აუცილებლად ნახავთ, ღმერთი აღადგენს მათ. ვისაც შვილები არ გყავთ, აუცილებლად გეყოლებათ. ვინც არ ხართ გათხოვილი, აუცილებლად გათხოვდებით. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის მთავარი და ღმერთი იმიტომ აყოვნებს, რომ გონზე მოგიყვანოთ. დღესვე რომ მოგცეთ ის, რაც გჭირდებათ, აღარ მოხვალთ ეკლესიაში, დაგავიწყდებათ ღმერთი. მაშინვე დაიწყებთ იმ ბავშვის აღზრდას, იმ ოჯახის, ქონების მიხედვას, რომელიც ღმერთმა მოგცათ. ღმერთს უნდა ჯერ ჩვენი განკურნება, გონზე მოსვლა და შემდეგ მოგვცემს ამ ყველაფერს. ძალიან ბევრ ადამიანს დაემართა ეს და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
– რა მდგომარეობაშია დღეს ადამიანის სული?
– თქვენ იცით, რომ შიშველი ადამიანი არ არის სოციალური არსება. ხორციელი სიშიშვლე დიდი სირცხვილია. თუმცა, არიან ადამიანები – ნუდისტები ჰქვიათ, პლაჟზე გარკვეულ საათებში ერთად მიდიან შიშვლები და შემდეგ ჩაცმულები ბრუნდებიან სახლში. ბევრი ქრისტიანი იქცევა დღეს ასე. მათ მე სულიერ ნუდისტებს ვეძახი. ჩვეულებრივები არიან გარეთ, მერე მოდიან ეკლესიაში, ჩაიცვამენ, თავზე დაიფარებენ, ვითომ ილოცებენ. მერე წავლენ და ისევ ისეთივე შიშვლები არიან, როგორებიც მანამდე იყვნენ. თუ კი ხორციელი სიშიშვლე ცოდვაა, ნუთუ სულიერი სიშიშვლე არ არის ცოდვა – არ ვართ ჩვენ სულიერად შიშვლები? ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ შემოსვა. დღეს ჩვენი სული აბსოლუტურად დედიშობილა, შიშველია და რით უნდა შევმოსოთ? კეთილი საქმეებით, კეთილი აზრებით, კეთილი ჩანაფიქრებით. შენ თუ გინდა, რაიმე კარგი გააკეთო, ჯერ გუნებაში უნდა განიზრახო. უცბად რომ მიადგები გაჭირვებულს, ვერაფრით დაეხმარები, რადგან შენს გონებაში ეს აზრი არ ყოფილა. როცა ადამიანის სული შიშველია, ის ავადმყოფურ სიტუაციაშია და განკურნება სჭირდება. ეს კურნება მან ღმერთისგან უნდა მიიღოს. იესო ქრისტე არის უვერცხლო მკურნალი, მადლით მკურნალი და მან ეს ხელმწიფება მისცა თავის მოწაფეებს – დედაეკლესიის ნებისმიერ სასულიერო პირს. როცა ადამიანს რაღაც დაემართება, როგორ წუხს სული, როგორ განიცდის, როგორ ცახცახებს და ყველაფერი მიპყრობილია მტკივნეული ადგილისკენ. როცა სულს სტკივა, ხორცი ფიქრობს მასზე? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, იწყებს ნარკომანობას, ლოთობას, გართობას, შოუების ყურებას. ამით ხაზს უსვამს როგორი სევდიანი, მიტოვებული, საბრალოა და ცრუ ნუგეშით ექცევა სხეული საკუთარ სულს. ამიტომ არის თანამედროვე ადამიანი ასეთი ნაღვლიანი, ასეთი სევდიანი, რადგან მას სულში არ ჰყავს ღმერთი და ასე აგრძელებს ცხოვრებას. ერთადერთი საშველია, სწორი დამოკიდებულება გქონდეს საკუთარ თავთან. სხვის განსჯას თავი უნდა დაანებო, მიხვდე, ყველაზე მეტად რა გაწუხებს. ადამიანს ყველაზე დიდი ჭრილობა აქვს გონებაში, გულში, სადაც ღმერთს არ უშვებს. ეშმაკია დაბუდებული, რომელიც გულიდან გონებაში ადის და მერე გგონია, რომ შენი გადაწყვეტილება უფლის ნებაა. უფლის ნება რომ იყოს, ასე არ ვიქნებოდით.
– ხომ არიან ადამიანები, დადიან ეკლესიაში, ექიმებში და მთელი ცხოვრება მაინც იტანჯებიან, ვერ იკურნებიან, არაფერი შველით.
– სულ სამი კატეგორიის ადამიანი არსებობს. პირველი ყოველთვის განუკურნებელია: ხომ არის ადამიანი, რომელიც დადის ეკლესიაში, ექიმებში, მაგრამ მთელი ცხოვრება მაინც იტანჯება, ვერ იკურნება, არაფერი შველის. მეორე მდგომარეობა, პირდაპირ გვეხება ჩვენ: ვინც იღვწის განსაკურნებლად. პირველმა კატეგორიამ იცის, რომ ცუდად არის, მაგრამ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განიკურნოს. მეორე კატეგორია კი იღვწის, რომ კურნება მიიღოს. ეკლესიაში დადის, ექიმთან მიდის, არ ეგუება დიდ მორევს მკვდარი თევზივით. ამ მორევმა ბევრი ქვეყანა წაიღო და იმედია, ჩვენი ქვეყანაც არ აღმოჩნდება მასში. ქანაანელი ქალბატონი მიდის ქრისტესთან და ეუბნება: ჩემი შვილი ცუდად არის და დაეხმარეო. მოციქულებს უნდათ, რომ გაიყვანონ მაცხოვრისგან. იესო ქრისტე ეუბნება: ჯერ მოვედი, რომ განვკურნო ქრისტიანთა სულები. ქალი კი ეუბნება: მერე რა მოხდა, ძაღლებიც ხომ ჭამენ შვილების მაგიდიდან გადმოცვენილ ნამცეცებსო. თუ გინდა, რომ განიკურნო თავი უნდა დაიმდაბლო, რაც ჩვენში არ არის. თუ გინდა, რომ კარგად იყო, ყველანაირი შეურაცხყოფა, დამცირება უნდა აიტანო. მაგრამ, ისეთი მოუთმენლები ვართ, პირველივე პარაკლისზე გვინდა, განვიკურნოთ. პირველივე ზიარებაზე ფრთები ამოგვდის, გვგონია, რომ, რაც  გვევალება, ყველაფერი გავაკეთეთ და სხვაზე უკეთესი გავხდით. ეკლესიური სწავლებით, ყველაზე ცუდ ადამიანად, ცუდ მოძღვრად უნდა მივიჩნიოთ თავი. იფიქრეთ, რომ არ ხართ კარგი მამა, დედა, შვილი; კარგი ქართველი და ქრისტიანი და გექნებათ ცხოვრების მიზანი, რომ გახდეთ კარგი. არ უნდა იყო კმაყოფილი შენი ლოცვით, ცხოვრების წესით და თუ დილიდან გეხსომება, არანაირი კარგი არ გამიკეთებია მეო, მაშინ მთელი დღე სტიმული გექნება: იქნებ დღეს მოვასწრო რამე კარგის კეთებაო. დავიწყოთ განკურნება, სულის შემოსვა, საკუთარი თავის გამოსწორება და ჩვენი მომავალი ცხოვრებაც ასეთი სამარცხვინო აღარ იქნება, არ ვიქნებით ოცნებაში, რომელიც ეშმაკის ყველაზე დაბალი დონის იარაღია – ავიწყებს ადამიანს იესო ქრისტესთან ურთიერთობას.
скачать dle 11.3