კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 აკონტროლეთ ემოციები

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



თუ საკუთარი თავის ფლობა და ემოციების მართვა შეგიძლია, ადვილად მოახერხებ სიტუაციის გაკონტროლებასაც. ფსიქოლოგები გვირჩევენ, აუცილებლად ვისწავლოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ჩარჩოებში მოქცევა.
არ არის რთული. წაიკითხეთ და მოარგეთ თქვენს რეალობას.
წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა, ან პრეზენტაცია გელით – თქვენ კი ნერვიულობთ, ეფექტური იქნება თქვენი გამოსვლა? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, გირჩევთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი და მაშინვე მოგეხსნებათ სტრესი. ქვეცნობიერად კვება უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, აუცილებლად დამშვიდდებით.
თუ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.  თქვენმა ასეთმა ქცევამ,  შეიძლება, კიდევ უფრო გააღიზიანოს ის ადამიანი, მაგრამ მოგვიანებით, სინდისი შეაწუხებს. დაფიქრდება და ბოდიშსაც მოიხდის.
როცა თქვენი თანამოსაუბრის პასუხი არ გაკმაყოფილებთ ან მიგაჩნიათ, რომ არასრულია, ყურადღებით ჩახედეთ თვალებში, სანამ თვითონვე არ გააგრძელებს საუბარს. მაშინ ხარვეზი აღმოიფხვრება.
უკვე დადასტურებულია, რომ არა მარტო ემოციები ახდენს გავლენას ადამიანის მიმიკაზე, არამედ, პირიქით – თუ გინდათ, თავი ბედნიერად იგრძნოთ, გაიღიმეთ, რაც შეიძლება ხშირად და ფართოდ.
ყოველი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი თქვენი დიდი ხნის ნაცნობია. ასე, თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და მღელვარებაც გაქრება.
საკმარისია, ადამიანებთან შეხვედრისას გამოხატოთ სულ მცირე სიხარული მაინც,  თანდათანობით, ეს  სიხარული მართლაც გულწრფელი გახდება.  ისინი ამას შეამჩნევენ და დააფასებენ კიდეც.
თუ შეძლებთ, სტრესს შეხედოთ, როგორც ერთ-ერთ გამოწვევას, მაშინ მღელვარება და ნეგატიური განწყობა მაშინვე გაქრება.
როცა საქმიან შეხვედრებზე ვინმესგან დიდ კრიტიკას ელით,  უმჯობესია, მის გვერდით ჩამოჯდეთ. ამ შემთხვევაში ის ვეღარ შეძლებს საკუთარი აზრის მკაცრად დაფიქსირებას. თქვენ კი თავს კომფორტულად იგრძნობთ.

დაფიქრდით  კიდევ
 ერთხელ


ორი ადამიანის ურთიერთობა მარტივი არ არის. არის კრიზისული პერიოდები და მნიშვნელობა არა აქვს, რომელს უფრო ძალიან უყვარს. ზოგჯერ საყვარელი ადამიანი უცნაურად იქცევა. ვერაფერი გაგიგიათ და ნერვიულობთ – იქნებ გადაწყვიტა, დაგშორდეთ, ან თქვენ, უბრალოდ, შინაგანად გრძნობთ, რომ ყველაფერი უკვე ისე არ არის, როგორც ადრე. რა უნდა ქნათ? მით უმეტეს, თუკი ისევ გიყვართ.  გთავაზობთ რამდენიმე რჩევას. გამოგადგებათ.
1. გააკეთეთ პაუზა
უნდა დამშვიდდეთ. შიში და პანიკა ცუდი მრჩეველია. იმაზე ფიქრი, რომ ის თქვენგან წავა, მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეგიქმნით ურთიერთობაში.   ნუ ჩააცივდებით და ნურც უკან დაუწყებთ დევნას. უკეთესია, დამშვიდდეთ და არ დაატეროროთ. ცოტა მოითმინეთ.
2. გადაიტანეთ ყურადღება
ცოტა ხანს არ იფიქროთ თქვენს მამაკაცზე. დაკავდით რაიმე საქმით. მეტი იზრუნეთ საკუთარ სიამოვნებაზე. გაერთეთ და მოეშვით. შეიცვალეთ სტილი.  სიახლეები გჭირდებათ.
3. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, როცა ის ისევ „გამოვა კონტაქტზე“
თუ მისცემთ დროს, ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. საკმარისია, გაჩუმდეთ და  აუცილებლად დააინტერესებს, რაზე ფიქრობთ. ნუ მივარდებით ნეგატიური ემოციებით – ეს დაგაშორებთ.  უფრო პირიქით, დაანახვეთ, რომ თავს მშვენივრად გრძნობთ, არ არის საჭირო, მამაკაცის დასჯა იმისთვის, რომ მას დრო სჭირდებოდა. ეს დაღუპავს თქვენს ურთიერთობას. თქვენ ხომ მისი საჩუქარი უნდა იყოთ და არა – სასჯელი.

ქალური  „ოსტატობა“

ყველა ფსიქოლოგი თანხმდება იმაზე, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები საკუთარ ღალატს უფრო კარგად მალავენ, ვიდრე მამაკაცები.
გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ქალებს, ვიდრე პირიქით, ეჭვის საფუძველს ქმნის იმ მარტივი მოზეზით, რომ ქალის ღალატში  „გამოჭერა“  მარტივი არ არის.  
თანამედროვე ცხოვრებაში მოღალატე ქალბატონები ისევე მრავლად არიან, როგორც მოღალატე მამაკაცები.
მაგალითად, ბრიტანეთში უკვე გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ყოველი მეექვსე ქალბატონი ღალატობს საკუთარ მეუღლეს და თითქმის ყველა მათგანს შესწევს ძალა, კარგად დამალოს ეს ღალატი.
სხვა საკითხია, რატომ ანიჭებენ ცოლიანი მამაკაცები უპირატესობას გათხოვილ ქალბატონებს. შეიძლება, არ დაეთანხმოთ, მაგრამ  ფაქტებით დადგენილია, რომ  ეს არჩევანი დამოკიდებულია რამდენიმე მიზეზზე:  
* გათხოვილი ქალბატონები ღალატს კარგად მალავენ;
* ისინი საჩუქრებს ნაკლებად ითხოვენ. საჩუქრის მიღების შემთხვევაში, მათ მეუღლის მოტყუება მოუწევთ ნივთის „წარმოშობის“ თაობაზე. ამიტომ, საერთოდ უარს ამბობენ  მასზე;
* ამ ტიპის ურთიერთობას შედარებით „ცივი“ გონებით ეკიდებიან:  პარტნიორის ძებნას არ იწყებენ,  თუ ამისთვის მზად არ არიან;
* გაუთხოვარ ქალბატონებთან მამაკაცებს უფრო მეტი პრობლემები ექმნებათ. გათხოვილები არ გაჰყვირიან: „უნდა ვიქორწინოთ“ და არც სხვის ოჯახურ ცხოვრებაში ერევიან. ისინი არ ითხოვენ ხშირ შეხვედრებს და საყვარელს მხოლოდ განსაზღვრული დროით ხვდებიან;
*   მამაკაცები, რომლებსაც გათხოვილ ქალთან რომანი ჰქონიათ,  აღიარებენ, რომ ოჯახიანი ქალბატონი  ექსტრემის მსგავსია – დამაინტრიგებელი და ვნებიანი;
* ასეთი ქალბატონები ყურადღებიანები არიან;
* მამაკაცებს გათხოვილი საყვარლის მიტოვება უფრო უადვილდებათ. ის სკანდალს არ მოაწყობს;
* ასეთ ქალბატონებს შეუძლიათ სიჩუმის შენარჩუნება. ისინი საკუთარ საიდუმლოს მეგობრებსაც კი არ უმხელენ.
* საკმაოდ დამოუკიდებელნი არიან. იციან, რისი მიღება უნდათ და ისიც, თუ რა სიამოვნებთ მამაკაცებს.скачать dle 11.3