კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 უნდა მოიტყუოს თუ არა ჭკვიანმა ცოლმა თავი და რა ღუპავს ზოგიერთ მამაკაცს

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

 მამაკაცი არც ისეთი ჭკვიანია, რომ ქალის მოტყუება შეძლოს. შეიძლება, ქალმა მოიტყუოს თავი შეგნებულად, ვიღაცის ან რაღაცის გამო, მაგრამ მამაკაცები ამას იშვიათად ხვდებიან. მათი უმეტესობა ზედმეტად თავდაჯერებული და ეგოისტია. მათ ხშირად იმის სჯერათ, რაც უნდათ, რომ თავად სჯეროდეთ. კაცი ცრუობს და ფიქრობს, რომ ცოლი თუნდაც მიხვდეს ყველაფერს, მაინც აპატიებს. ამაში ხშირად ცოლებიც უწყობენ ხელს. თავს იტყუებენ ოჯახის გადასარჩენად და მერე ხვდებიან – უაზრო იყო ეს მსხვერპლშეწირვა.


თეონა (39 წლის):
ორი წლის წინ ჩემმა ქმარმა უცნაურად დაიწყო მოქცევა. თქვა, სამსახურში პრობლემები მაქვს და უნდა ამიტანოთო. ზოგადად, ცუდი ურთიერთობა არ გვქონდა. საკმაოდ კარგი წყვილი ვიყავით, სერიოზული პრობლემების გარეშე. რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პირველად დაგვიდგა, კრიზისს ვერ დავარქმევ, უფრო გაუცხოების პერიოდი. თვითონ ვერ ვიფიქრე, რომ ვიღაც მესამე ჩადგებოდა ჩვენ შორის. მოდიოდა სახლში, ჯდებოდა მისაღებ ოთახში, ტელევიზორის წინ და ურეაქციოდ უყურებდა ტელევიზორს. სულ რომ შიშველს მევლო მის წინ, ყურადღებას არ მომაქცევდა. იმის შიშით, რომ მეც ამ მძიმე პერიოდში დამატებითი პრობლემები არ შემექმნა, საერთოდ არაფერს ვეუბნებოდი. ჩუმად ვიყავი და ვუფრთხილდებოდი მის სიმშვიდეს.
– ეჭვი საერთოდ არ გაგჩენიათ? ასე გჯეროდათ მისი? რვა წელი საკმაო დროა, რომ მამაკაცში ერთფეროვნებამ ღალატის სურვილი გააჩინოს.
– შეიძლება, მე არ ვაძლევდი თავს ეჭვიანობის საშუალებას. ქალებს ხომ ნიჭი გვაქვს, თავი ოსტატურად მოვიტყუოთ. მათ კი ჰგონიათ, რომ თვითონ გვატყუებენ ოსტატურად. პრობლემები მაშინ იწყება, როცა ცოლი „სირაქლემის პოზაში“ ყოფნაზე ამბობს უარს. რაღაც ეტაპზე ეს აუცილებელია. თუ ოჯახი გინდა, გქონდეს, თავის მოტყუების გარეშე, არ გამოვა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კაცი მოღალატეა?
– იდეაში, კი. „ქალებში გაგულავების“ სურვილი ყველას აქვს. გააჩნია, ამისი საშუალება რამდენს ეძლევა. სურვილები ხშირად შესაძლებლობებს საერთოდ არ ემთხვევა. აბა, მიუშვი და პასუხიც არ მოსთხოვო? მით უმეტეს, თუ კაცი რაღაცას წარმოადგენს.
– კაცი „რაღაცას წარმოადგენს“, ანუ წარმატებულია?
– დიახ და როცა ფულიც აქვს, „თავისუფალ ფულს“ ვგულისხმობ. იცით, ხომ, რა არის „თავისუფალი ფული?“ – ისე რომ შეუძლია დახარჯოს, ცოლი ვერაფერს მიხვდეს. ბიუჯეტს რომ არ დაეტყობა. მამაკაცებს ისედაც უყვართ, როცა ცოლმა არ იცის, რამდენი აქვს ქმარს შემოსავალი. ჩემი ქმარი ყოველთვის ღიზიანდებოდა, შემოსავლების დათვლას რომ ვიწყებდი. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ შემემოწმებინა, უბრალოდ, მინდოდა, მცოდნოდა, რამდენის დახარჯვა შემეძლო ოჯახის საჭიროებისთვის.
– თქვენ გაქვთ პირადი შემოსავალი? ქმრისგან ფინანსურად დამოუკიდებელი ხართ?
– დიახ. მე მაქვს ჩემი ფული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვხარჯავ. ასე უნდა იყოს ნორმალური ოჯახი. მეთანხმებოდა ამაზე ჩემი ქმარი, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელად, საშინლად გააპროტესტა. წარმოუდგენელი იყო მისგან ასეთი მწვავე „აფეთქება“. ერთბაშად გადაირია – შენ საშინელი ცოლი ხარ, ნამდვილი მბრძანებელი და დიქტატორი. სულის მოთქმის საშუალებას არ მაძლევ. ჯიბეში ლარს არ მიჩერებ, რომ ჩემს ნებაზე დავხარჯოო. როცა ვუთხარი, რისთვის გინდა დახარჯო, მე რატომ გიშლი ხელს-მეთქი, აყვირდა: იმიტომ, რომ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი გაქვსო. პრინციპში, სწორედ მაშინ გამიჩინა ეჭვები, რაც მანამდე არ მქონია. ისე ვენდობოდი, რომ ნამდვილად არაფერში ვიქექებოდი. თავისმა შიშებმა და შფოთებმა დაღუპა. გამომაფხიზლა მისმა მოულოდნელმა აფორიაქებამ. როგორც კი უჩვეულოდ დაიწყო მოქცევა, ეგრევე ჩამერთო „გაფრთხილების მექანიზმი“ და ისეთი რაღაცებიც საეჭვოდ გამახსენდა, რისთვისაც, კონკრეტულ მომენტში, ყურადღება არ მიმიქცევია.
– ფიქრობთ, ადრეც გღალატობდათ და უკეთესად მალავდა ამას?
– იცით, რაშია საქმე? ფაქტები არ მაქვს. რომ გამექექა და ძალიან მომენდომებინა, ვიპოვიდი, მაგრამ არ იყო აუცილებელი. ისევ მე გავმწარდებოდი და მერე მართლა უნდა გავშორებოდი. სხვა გზა აღარ დამრჩებოდა.
– ცოტა გაუგებარია თქვენი პოზიცია – თუკი ღალატის ფაქტები გექნებოდათ, ქმარს გაეყრებოდით... ანუ, ფაქტების გარეშე ღალატი დასაშვებია?
– ღალატი არანაირად არ არის დასაშვები. მე ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ, ფაქტებით უკეთესად უმტკიცებ, რომ ცრუპენტელაა. კაცები ხომ დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი ეპატიებათ.
– ასე რომ ფიქრობდნენ, მაშინ ტყუილის თქმა საერთოდ არ დასჭირდებოდათ.
– მთლად ასეც არ არის საქმე. კაცი იტყუება იმიტომ, რომ საკუთარ თავზე დარდობს. დისკომფორტსა და უსიამოვნებას გაურბის. მათ ხომ მხოლოდ სიამოვნების მიღება უნდათ სახლშიც, საყვარელთანაც. ამიტომაც იტყუებიან ორივესთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, საყვარლებთან მართლები არიან? კაცების დიდი უმრავლესობა საყვარელს უმტკიცებს, რომ ცოლს აუცილებლად გაეყრება; რომ მარტო ის უყვარს და ცოლთან შვილების გამოა; რომ ყველაფერს გააკეთებს ერთობლივი ბედნიერებისთვის... ლამის თვითონვე დაიჯერონ ხოლმე საკუთარი ტყუილი. იცით, კაცებს რა ღუპავთ? ზედმეტი თავდაჯერებულობა. გატყუებენ, იციან, რომ გატყუებენ და მაინც უტიფრად „გაწვებიან“.
– „გაწვებიან“ რას ნიშნავს?
– ანუ, ისე გიტევენ, ვერ გაუბედო და ვერ შეკადრო, მატყუარა ხარო. ღალატზე საერთოდ აღარ არის საუბარი. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ გვჯერა მათი სიმართლის, მხოლოდ ჩვენივე გადაწყვეტილებით. თავს ვიტყუებთ, რადგან ოჯახის დანგრევა არ გვინდა. ჩემი ქმარი რომ მატყუებს, დიდი ხანია, ვიცი. ორი წელია, ვეღარ მატყუებს. აღარც გამოუვა ეს ამბავი, იმასავით სულელი არ ვარ.
– იქნებ კაცები იმიტომ ტყუიან, რომ ასეთია „მოთხოვნა“ ცოლების მხრიდან.
– ეგეც არის. სამწუხაროდ, ცოლების უმრავლესობას სიმართლესთან პირისპირ შეჯახებას, ტყუილში ცხოვრება ურჩევნია. იმას ვერ ვხვდებით, რომ დიდხანს ასე ვერ „გავქაჩავთ“. ფაქტია, რომ ვერც მე „გავქაჩე“. ახლა ჩემი „გასულელებული“ ქმრის „ჭკუაზე მოყვანის“ ეტაპი მიდგას.
скачать dle 11.3