კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ ახერხებს კლუბი „სელფ თაიმი” არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული დღესასწაულების მოწყობას, როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის

 ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი და რაც უფრო დიდხანს დავტოვებთ მას ჩვენში, მით უფრო სიხარულით იქნება  სავსე ჩვენი ყოველდღიურობა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, წელიწადში ერთხელ მაინც მოუწყო დღესასწაული საკუთარ თავს, შვილს, საყვარელ ადამიანს... გაერთო მთელი სულით და გულით, თავდავიწყებამდე... გაატარო დაუვიწყარი წუთები, რაც დიდხანს დაგმუხტავს პოზიტივით. „სელფ თაიმი” ის ადგილია, სადაც შეგიძლია, შენს სურვილებსა და ფანტაზიებს სრული თავისუფლება მისცე. კლუბი გასართობი-სადღესასწაულო ცენტრების სივრცეში იმით გამოირჩევა, რომ აქ ნებისიერი ასაკის ადამიანზე მორგებული გასართობი პროგრამის შერჩევაა შესაძლებელი.  
თეა ტრაპაიძე („სელფ თაიმის” დამფუძნებელი): კლუბი ყველა ასაკის ადამიანებისთვის გავაკეთეთ. როცა მის კონცეფციაზე ვმუშაობდით – როგორი ყოფილიყო, მივხვდით, რომ ქალაქში არსებული ყველა ცენტრი, ძირითადად, ბავშვებზეა ორიენტირებული. რაც შეეხება თინეიჯერებსა და უფრო მოზრდილებს, მათთვის არჩევანი მწირია. ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ: რატომაც არა, მოდი, გავაკეთოთ კლუბი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზე იქნება მორგებული, სადაც ნებისმიერი ფორმატის წვეულების მოწყობა იქნება შესაძლებელი.  ასე გაჩნდა დახურული ფორმატის კლუბი. „სელფ თაიმი”.

– ეს არ იყო რისკი, სრულიად უცხო ფორმატის დახურული კლუბი? არ გეშინოდათ, რომ არ გაამართლებდა?
– რისკი, რა თქმა უნდა, იყო. მაგრამ, იყო სერიოზული აზარტიც. ჩვენ ფინანსურადაც არ ვიყავით
ძალიან განებივრებული, მაგრამ ისეთი გუნდი შევიკრიბეთ, რომ კრეატიულობამ და მონდომებამ თავისი გააკეთა. ჩვენთვის  არ არსებობს შაბლონი. ნებისმიერი კლიენტი ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად ვუდგებით მის სურვილებს, მიუხედავად ასაკისა. თუ შეგიძლია, გაართო ბავშვი, გაართობ მოზრდილსაც. მთავარია, კარგად გაიაზრო მისი ფსიქოტიპი და შეურჩიო გართობის ის ფორმატი, რაც მართლა გააბედნიერებს. „კარაოკე”, „იქსბოქსი” და „დისკოთეკა” გართობა არ არის. ჩვენი გასართობი პროგრამა პატარა დეტალებამდეა გაწერილი, მთელი იმ დროის განმავლობაში, რომელსაც იუბილარი თავის სტუმრებთან ერთად, „სელფ თაიმში” ატარებს. ყოველი დაბადების დღე თუ წვეულება, განსაკუთრებულია და არ მეორდება.
– ფსიქოტიპს ვსწავლობთ, თითოეული ბავშვისო...  
– არა მხოლოდ ბავშვის, მისი მშობლისაც (იცინის) მთელ ოჯახს გავიცნობთ, ხოლმე. დაწვრილებით ვკითხულობთ: რა აინტერესებს, მშვიდია, აქტიურია, ძალიან ცელქია. თანამშრომლები მეხუმრებიან, ხოლმე, რა ქენი, ჩაატარე გამოკითხვაო?  – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  მომხმარებელი მაშინვე გრძნობს, რომ მისი და სტუმრების  გართობისთვის, განსაკუთრებულად იზრუნეს.
– „სელფ თაიმის” მთავარი უპირატესობა, ალბათ, მაინც ის გასართობი პროგრამაა, რომლებსაც თქვენ თავად ქმნით.
– გეთანხმებით, სეზონის განმავლობაში ორი-სამი პროგრამა მაინც უნდა დავწეროთ როგორც დიდებისთვის, ისე უფროსებისთვის. საახალწლოდ საგანგებოდ გავაკეთებთ დამატებით პროგრამებს – ძალიან მაგარს და სრულიად განსხვავებულს. მე ამით ვცხოვრობ. მეც და ისინიც, ვინც ჩემ გვერდით არიან. აბსოლუტურად, ყველა მახსოვს, ვისაც კი ჩვენს კლუბში დაბადების დღე, ნიშნობა, ქორწილი, თუ უბრალოდ, წვეულება მოუწყვია. უმრავლესობასთან ვმეგობრობ. თითოეულს რა ესიამოვნებოდა, ამაზეც ბევრი  გვაქვს ნაფიქრი. „სელფ თაიმში” ყველაფერი შეიძლება, რაც კი მოგესურვებათ (იცინის).
– უკვე მივხვდი, რომ „სელფ თაიმი” არ არის სტანდარტული, დაბადების დღის აღსანიშნი გასართობი ცენტრი...
– არა. აქ ეწყობა დახურული ტიპის კორპორაციული წვეულებები, ივენთები, განსხვავებული ტიპის ნიშნობა, ქორწილი... დაბადების დღე – თავისთავად. სამზარეულოც გვაქვს როგორც ტრადიციული, ისე ევროპული. ნებისმიერ ფორმატს ვერგებით, ფურშეტის ტიპის წვეულებაც გაგვიკეთებია და ჩვეულებრივიც. გართობის სტილს ყოველთვის ჩვენ ვურჩევთ. ხომ არიან ისეთები, სტანდარტული, რესტორანში გადახდილი  დიდი ქორწილი რომ არ უნდათ – „სელფ თაიმი” მათთვისაა.
– რამდენ ადამიანს შეგიძლიათ, უმასპინძლოთ?
– როგორც ვაკეში, ისე გლდანის ფილიალში 60-80 სტუმრის მიღება და გამასპინძლება შეგვიძლია. ორივეგან სტანდარტი ერთია – მომხმარებლის სურვილის მაქსიმალურად გათვალისწინება და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. წვეულების დროს ხშირად გვიწევს იმპროვიზაცია. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდის ჩვენს წვეულებებს განსაკუთრებულს.

– ბევრი ცნობილი ადამიანი ირჩევს წვეულებისთვის „სელფ თაიმს.”
– დიახ, მოსწონთ ჩვენთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. ბუხარსაც ანთებენ, მწვადსაც წვავენ. ზამთარში განსაკუთრებით აქტუალური  ხდება „ბუხარფართები” (იცინის). მე თვითონაც ძალიან მიყვარს გართობა და მოლხენა. განსაკუთრებიული ხალისით ვმუშაობ სკოლის მოსწავლეებისთვის საახალწლო წვეულებების მოწყობაზე. აქ უკვე შეიძლება, ისეთი თამაში დაწერო, რომ ორასი კაციც კი ძალიან მაგრად გაერთოს. სიურპრიზებიც გვაქვს, კონკურსებიც, თავისი ჯილდოებით. გააჩნია, ვის რა მოთხოვნა აქვს.
– ბიჭებში განსაკუთრებით პოპულარული თამაშია „ნერფი.”
– მართლა ყველაზე პოპულარულია და ეგ თამაში საკუთარ თავზე გავტესტეთ. ვიყიდე რამდენიმე თოფი და დავიწყეთ თამაში. მაშინვე მივხვდით, რომ ეგრევე, აიტაცებდნენ.  საერთოდ, ვცდილობთ, თამაშების უმეტესობა ისეთი იყოს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ითამაშოს. თუ გინდა, ისეთი წვეულება გააკეთო, რომელზეც ყველა ბედნიერი იქნება, სწორედ ამაზე უნდა გათვალო. ჩვენი წარმატების არსი ის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსია, რომელიც „სელფ თაიმის” გუნდს აქვს და ამას ბოლომდე ვიყენებთ.
ტელ.: 599 02 31 41.скачать dle 11.3