კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის 18-წლიანი გამოცდილება თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი


 ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი თავისი არსებობის 18 წარმატებულ წელს ითვლის, ტრადიციულად აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას და წარმოადგენს ალერგოლოგიური პროფილის, დასავლური ტიპის თანამედროვე სამკურნალო დაწესებულებას, რომელიც ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო მომსახურებას უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებზე დაფუძნებული მეთოდებით უზრუნველყოფს.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია გოთუა ხელმძღვანელობს, რომელიც გახლავთ საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე და სპიკერი. დისერტაციები დაცული აქვს ალერგიულ დაავადებათა იმუნოგენეტიკის სფეროში.  გავლილი აქვს სტაჟირება საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში, ავსტრიაში. არის ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის, ევროპის რესპირატორული და ამერიკის თორაკალური საზოგადოებების აქტიური წევრი. ბიომედცენტრალის კლინიკური და მოლეკულური ალერგიის ჟურნალის რევიუერი. გარდა კლინიკური პრაქტიკისა, ქალბატონი მაია აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესში და მიღებულ საერთაშორისო გამოცდილებას საკუთარ ქვეყანაში ნერგავს. ის გახლავთ 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მან აღზარდა ახალგაზრდა, განათლებული, უკვე აღიარებული ალერგოლოგების თაობა, რომლებთან ერთადაც მუდმივად ზრუნავს დარგის განვითარებაზე.
მაია გოთუა (ალერგიის დიაგნოსტიკის მეთოდების შესახებ): ალერგიას საფუძვლად სხვადასახვა იმუნოლოგიური მექანიზმი უდევს. ექიმის განსწავლულობასა და ანალიტიკურ აზროვნებაზეა დამოკიდებული დიაგნოსტიკის სწორი მეთოდის შერჩევა, შესაბამისად, მგრძნობიარე და სპეციფიკური ტექნოლოგიის გამოყენება და სწორი მკურნალობის დანიშვნა. ყველაზე მოსახერხებელია, რომ თვით პაციენტს, სადიაგნოსტიკო ალერგიების კრებულით, კანის ტესტირება ჩაუტარდეს. თუ ეს ვერ ხორციელდება (დაავადების გამწვავების, ან კანის შეცვლილი რეაქტიულობის გამო) დიაგნოსტიკა სრულდება პაციენტის სისხლის სინჯის გამოყენებით. ამასთან მნიშვნელოვანია ალერგიული სიმპტომების გამომწვევი არაიმუნოლოგიური მიზეზების (პარაზიტოზი, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ალერგიული საკვების გადამეტება და სხვა) გამორიცხვა.
– ქალბატონო მაია, რა არის ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმატების ფაქტორი და როგორ მოდიან პაციენტები თქვენამდე?
– ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში მოქმედი მკურნალობის სტანდარტები საერთაშორისოა. ემყარება ალერგოდიაგნოსტიკის უახლეს, მუდმივად განახლებად მეთოდოლოგიას, რომელიც მსოფლიოში ოქროს სტანდარტად აღიარებული კომპანიების მაღალტექნოლოგიურ ანალიზატორებზე სრულდება. თვით ადამიანების ალერგოლოგიული ტესტირება მაღალი სპეციფიკურობისა და მგრძნობელობის, ფართო სპექტრის სადიაგნოსტიკო ალერგენებით ხორციელდება. ალერგოდიაგნოსტიკის სიზუსტე მკურნალობის სწორ არჩევანს განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო ალერგენები თითოეული პაციენტისათვის, ინდივიდუალურად უცხოეთში იწარმოება და მკურნალობის კეთილსაიმედო ეფექტს განსაზღვრავს. ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, პროფესიონალი, შრომისმოყვარე მედპერსონალი. რთული პაციენტის მდგომარეობის განსახილველად ვიწვევთ გაფართოებულ კონსილიუმს, სადაც ყველა ექიმს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. მიხარია, რომ გვყავს განათლებაზე ორიენტირებული, დაფიქრებული ექიმები, რომლებიც მუდმივად კითხულობენ და მათთან ერთად მეც ვიზრდები.
პაციენტთა ნაწილი თვითდინებით ხვდება ჩვენს ცენტრში, უმრავლესობას კი სხვადასხვა პროფილის ექიმები აგზავნიან ჩვენთან, რომლებმაც საჭიროდ ჩათვალეს პაციენტის მართვაში სპეციალისტის – ალერგოლოგის ჩართვა.
–  საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია თქვენი დამსახურება ქართული ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სკოლის განვითარების საქმეში. თქვენს ხელში ალერგოლოგთა არაერთი თაობა აღიზარდა, რომლებიც დღეს დამოუკიდებლად აგრძელებენ თავიანთ მოღვაწეობას. რამდენად რთულია ასეთი დონის ცენტრისთვის შესაბამისი კადრების შერჩევა?
– საქართველოში ახალგაზრდა სამედიცინო პროფესიული კადრების შერჩევა ჯერჯერობით რთულია. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ნიჭიერი და მშრომელი ახალგაზრდობა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის სასწავლებლად და უკან ვერ ბრუნდება, რადგან შიშობს, რომ შესაფერის სამსახურს ვერ იშოვის. ჩემი მიზანია, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მუდმივად დარჩეს დასავლური ტიპის კონკურენტუნარიან სამედიცინო დაწესებულებად, სადაც მუშაობა იქნება პრესტიჟული და შრომისა და ცოდნის მიხედვით – ფინანსურად ანაზღაურებადი. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგია იქნება საერთაშორისო სტანდარტებს მორგებული და კადრები – მუდმივად პროფესიულად მზარდი. ამიტომ, ჩვენი ცენტრის განსაკუთრებული ზრუნვა მიმართულია ჩვენი იმუნოლოგიური ლაბორატორიის სრულყოფისკენ, რასაც წარმატებით უძღვება ბიოლოგიის დოქტორი, თამარ აბრამიძე. მას გავლილი აქვს სხვადასხვა ფუნდამენტური სტაჟირება ევროპისა და ამერიკის წამყვან ლაბორატორიებში. ის ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო ნაწილს და მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში.
ჩვენს ცენტრში მოსახვედრად სავალდებულოა კარგი პროფესიული სამედიცინო განათლება, მუდმივი სტაჟირება, უცხო ენებისა და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა, კარგი საკომუნიკაციო უნარი... ჩვენს ცენტრში ასაკით მე ვარ ყველაზე უფროსი. ყველა ახალგაზრდა თანამშრომელი ალერგოლოგად ჩემი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ ჩამოყალიბდა და ამჟამად, დამოუკიდებლად საქმიანობს. მუდმივად ვეძებ ახალ   აღსაზრდელ კადრებს, ნიჭიერ, მომავალზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს. ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობთ სამედიცინო უნივერსიტეტთან.  ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა.
– რა მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს დღემდე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს და  როგორია ცენტრის სამომავლო გეგმები?
– ამიერკავკასიის რეგიონში პირველმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრმა, 2000 წლიდან მოახდინა მსოფლიო ბაზარზე არსებული ალერგიის დიაგნოსტიკისა და სამკურნალო ლიდერი კომპანიების ტექნოლოგიების დანერგვა; უახლესი ამერიკული და ევროპული  სტანდარტების შესაბამისი კლინიკური საქმიანობის განხორციელება. ცენტრის მომავალი პრაქტიკული და საგანმანათლებლო აქტივობაც სწორედ იმ  ინოვაციების გამოყენებას ემყარება, რომელიც ალერგოლოგიული და იმუნოლოგიური პროფილის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო, მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მიერ არის მოწოდებული.
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 3 წლის წინ დაიწყო მოლეკულური ალერგოდიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების განხორციელება საქართველოში და 2015 წელს, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტთან, 10 წლის ვადით გააფორმა ხელშეკრულება მოლეკულური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ცენტრის უახლესი ამოცანაა, ამ მიმართულების, როგორც მსოფლიო ალერგოლოგიის განვითარების პერსპექტიული ვექტორის განვითარება. ცენტრის პრიორიტეტული მიმართულებაა, ალერგიის სამკურნალო იმუნოთერაპიის შემდგომი განვითარება და ინსექტური ალერგიის სამკურნალო იმუნოთერაპიის შემდგომი განვითარება ინსექტური ალერგიის მკურნალობის სრული მოცვით. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური გამოკვლევა და პროფილაქტიკური პროგრამების დანერგვა.
მისამართი: თბილისი,
ლუბლიანას ქუჩა 2/6
ტელ.: 252 05 33; 599 49-02-55

скачать dle 11.3