კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 როგორ გადაესხა ევროკავშირს რუსული ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა, რატომ გახდნენ ევროპელი პოლიტიკოსები ლოიალურები აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი და რატომ უმეგობრდება იტალიის ქალაქი ცხინვალს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც იქაური მოსახლეობის 43-მა პროცენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, მადრიდმა ესპანეთის კონსტიტუციის ის მუხლი აამოქმედა, რომელიც ამ შემთხვევებისთვისაა გამიზნული: დროებით შეაჩერა ავტონომიის სტატუსი და კატალონიაში პირდაპირი ცენტრალური მმართველობა დაამყარა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ევროკავშირმაც. მეორე მხრივ, გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში საქართველოს სეპარატისტულ ცხინვალის რეგიონშიც ჩატადა რეფერენდუმი საქართველოსგან გამოყოფის მოთხოვნით და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა დამოუკიდებლობაც გამოაცხადა. საპასუხოდ დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესმა საბჭომ ავტონომიური ოლქი გააუქმა. ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები უკვე ყველასთვის ცნობილია, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებით დასრულდა (იმედია, საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილა). გაიზიარებს თუ არა კატალონიაც ჩვენი „იუჟნაია ოსეტიას“ ბედს (თუ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, ვინ სად იმყოფება გეოგრაფიულად და ემეზობლება თუ არა რფ), რატომ შეუჩნდა სეპარატიზმის ბაცილა ევროკავშირს და მიაყენებს თუ არა ეს მტკივნეულ დარტყმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, –  ამ კითხვებზე ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გვიპასუხებს.
– რამდენად მძიმეა ვითარება კატალონიაში და შეძლებს თუ არა ესპანეთის ხელისუფლება სახელმწიფოს მთლიანობის შენარჩუნებას?
–  იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელებმა არ მიიღეს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება, ვითარება არ განვითარდება ესპანეთის დაშლის ფორმატში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალიან საეჭვოდ დაიწყო ევროპაში სეპარატიზმის მასობრივი „შეტევა“. კატალონიის გარდა, არაგონმაც გადაწყვიტა მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება, თუმცა არაგონის მდგომარეობა უფრო რთულია, იმიტომ რომ, არაგონის პოლიტიკური სტატუსი არ შეესაბამება კატალონიის პოლიტიკურ სტატუსს, მაგრამ მაინც აპირებენ რეფერენდუმის ჩატარებას. იმავეს აპირებს იტალიის ორი პროვინცია: ლომბარდია და ვენეტო. თან, უნდა ითქვას, რომ იტალიის სასამართლომ ორივეს მისცა რეფერენდუმის ჩატარების უფლება.
– იტალიის კანონმდებლობა უშვებს ალბათ მსგავსს.
– დიახ, იტალიის კონსტიტუციით, ასეა განსაზღვრული, თუმცა ამ რეფერენდუმს არ აქვს იურიდიული ძალა და ესეც განსაზღვრულია კონსტიტუციით, მათ შეუძლიათ მხოლოდ თავიანთი პოზიციის გამოხატვა.  როგორც ჩანს, მომავალ წელს ბელგიაშიც იგივე რეფერენდუმები ჩატარდება. საეჭვოა-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც აგრძელებს პროცესს, რასაც ევროკავშირის დასუსტება ჰქვია.
– თქვენც რუსულ კვალზე მიანიშნებთ თუ ვინმე სხვისაზეც?
– არა მხოლოდ რუსული, ამერიკული ინტერესიც იკვეთება ევროკავშირის დასასუსტებლად.
– შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთისა და ამერიკის ინტერესი ემთხვევა? რას ერჩიან ევროკავშირს?
– ამერიკას სჭირდება მოკავშირედ და პარტნიორად ევროპა, ოღონდ უმცროს პარტნიორად. არადა არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა ევროპულმა სტრუქტურებმა კონსოლიდირებულად გაუწიეს წინააღმდეგობა ამერიკულ გადაწყვეტილებებს. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ შემადგენელზეც. გარკვეული დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია ევრომ დოლარს ევროპულ სივრცეში. იუანის გაძლიერების კონტექსტში კი აშშ-ს დამატებიით კონკურენტი ევროს სახით არ სჭირდება. რაც შეეხება რუსეთს: მას უნდა, რომ ევროპა მაქსიმალურად მასზე იყოს დამოკიდებული. თუ ამერიკელები მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობითა და დოლარით მუშაობენ, რუსები მუშაობენ ენერგომატარებლებით. კონსოლიდირებული და ძლიერი ევროპა არცერთს არ სჭირდება. ამდენად, მაქვს ეჭვი, რომ ვიღაცები ხელოვნურად უწყობენ ხელს ევროპის დასუსტებას.
– შეიარაღებული დაპირისპირება ახსენეთ. არის იმის ალბათობა, რომ კატალონიელებმა იარაღით გადაწყვიტონ, დაიცვან თავიანი არჩევანი?
– ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ, კატალონიელების რეფერენდუმში მოსახლეობის 43-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, ანუ 47-მა პროცენტმა თავისი არმონაწილეობით გამოხატა პროტესტი რეფერენდუმის მიმართ. ესე იგი, დამოუკიდებლობის მომხრე უმცირესობაა, მაგრამ ეჭვი იმიტომ მეპარება და არ ვამბობ გადაჭრით, რომ შეიარაღებული დაპირისპირება არ მოხდება, რადგან თავის დროზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებულ რეფერენდუმშიც მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი იყო საქართველოდან გამოყოფის მომხრე. მიუხედავად იმისა, რომ ოსური სეპარატიზმის ნიშნები საზოგადოების დიდ ნაწილში იგრძნობოდა. შემიძლია, გითხრათ, რომ ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი საქართველოდან გამოყოფის მხარდამჭერების ზრდას: ერთი იყო რუსეთის ფაქტორი, ძალიან აქტიურად იმუშავა რუსეთის სპეცსამსახურებმა და მეორე –  საქართველოს სპეცსამსახურების მოუქნელი მუშაობა; გამოუცდელობამ მნიშვნელოვანი შეცდომები დააშვებინა როგორც იმდროინდელ კომუნისტურ ხელისუფლებას, ისე შემდგომ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას.
– გადაწყვეტილებას, როდესაც ავტონომიურმა ოლქმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და უზენაესმა საბჭომ საერთოდაც გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, ახლანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ?
– ვფიქრობ, ავტონომიის გაუქმება არ იყო სწორი. უნდა გაუქმებულიყო ოლქის გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო ავტონომიის სტატუსი და ძალიან ფრთხილად უნდა შემოღებულიყო იქ ცენტრალური მმართველობა.
– და გამოიღებდა ეს შედეგს, რუსული ფაქტორიდან გამომდინარე?
– რთული სათქმელია, შეიძლება, ვერც გამოეღო, მაგრამ სამომავლოდ იურიდიულ დოკუმენტებში გვექნებოდა დასაყრდენი. დღეს ჩვენი მოწინააღმდეგეები ხშირად აპელირებენ იმით, რომ ავტონომია ჩვენ გავაუქმეთ. ესპანეთი სხვაგვარად მოიქცა, თუმცა ბაზა ერთი და იგივეა, ანუ პარალელების გავლება შეიძლება, ოღონდ მიდგომაა სხვადასხვანაირი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქშიც ასე იყო: მოსახლეობის დიდი ნაწილი პასიურობდა სეპარატიზმის იდეისადმი ან წინააღმდეგი იყო: ქართველები და ბევრი ოსიც. მაგრამ მერე იმუშავა შესაბამისმა ძალებმა. არ მავიწყდება ის კადრი, გახსოვთ, ალბათ, 40 000 კაცი რომ წავიდა სამიტინგოდ ცხინვალში?! ამან გამოიწვია იმ პასიური ოსების კონსოლიდაციაც „ადამონ ნიხასის“, ოსური სეპარატისტული ორგანიზაციის, მიმართ. მომიტინგებს აქედან აცილებდნენ შშ-ს მაღალჩინოსნები, მაგალითად, ვარლამ შადური. ავტობუსებიც იმდროინდელმა ხელისუფლებამ მოიყვანა. სპორტის სასახლის წინ შეიკრიბნენ.
– რატომ ახსენეთ ვარლამ შადური, ანუ წინასწარ იყო გათვლილი, რომ ქართველი კომუნისტები შეასრულებდნენ მოსკოველი კომუნისტების გეგმას? ჩვენ დავუშვებდით შეცდომას და ყველა ცხინვალელ ოსს მოვანდომებდით სეპარატიზმს?
– არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული შეთანხმება იყო მოსკოვთან, იქიდან უთხრეს, ასე და ასე გავაკეთოთო და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებაც ამას დასაკლავი ბატკანივით აჰყვა. და ისე გამოვიდა, რომ ეროვნულ მოძრაობას დაჰყვა ხელისუფლება, მე კი სხვა შთაბეჭდილება მრჩება.
– პროვოკაციაზე წამოაგო ეროვნული მოძრაობა საბჭოთა ხელისუფლებამ?
– დიახ, პროვოცირება გაუკეთეს. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს უნდოდათ, რაც შეიძლება, კარგად გაკეთებულიყო ყველაფერი, მაგრამ გამოვიდა სხვანაირად, სხვა შედეგი მივიღეთ.
– აშკარად გამოიკვეთა ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: ის, რაც არ ერგება კატალონიას, ერგება კოსოვოს.
– დიდ პოლიტიკას ახასიათებს ორმაგი სტანდარტი. ვიდრე აქ კატალონიაზე ვმსჯელობთ, ვნახოთ, რა უქნეს ქურთებს?! ფაქტობრივად, დასავლეთმა თვალი დახუჭა იმაზე, რომ ირანმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ერაყის ტერიტორიაზე ქურთების წინააღმდეგ  და ქალაქი კირკუკი წაართვა, მათი მთავარი სავაჭრო ადგილი. თვითონ ირანის შეიარაღებული ძალები არ ჩანს, მაგრამ ჩანს შიიტური მილიცია, რომელმაც ქალაქი კირკუკი დაიკავა და ამ შიიტური მილიციის შეიარაღებუდი რაზმების უმეტესობა არის ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ჯარისკაცი. ისინი გადაცმულები არიან ადგილობრივი შიიტების ტანსაცმელში. ანუ იქიდან ირანმა დაუბლოკა საზღვარი ქურთებს, აქიდან –  თურქეთმა და, ფაქტობრივად, ბლოკადაში მოაქციეს ერაყის ქურთისტანი და დამატებით, ერაყის სამთავრობო ჯარები უტევენ სამხრეთიდან, ხოლო მსოფლიო გასუსულია. ისინიც კი, რომლებიც მხარს უჭერდნენ ქურთების დამოუკიდებლობას. მართალია, აშკარად მხოლოდ ისრაელი უჭერდა მხარს ქურთებს, მაგრამ სინამდვილეში ამერიკელებიც უჭერდნენ მხარს ქურთების დამოუკიდებლობას. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ, რასაკვირველია, ქურთები მაინც შეინარჩუნებენ თავიანთ განსაკუთრებულ სტატუსს, იმიტომ რომ, მთელი ქურთისტანი ფეხზე დადგა. დაიწყეს სამხედრო მოქმედებები შიიტური მილიციის წანააღმდეგ და რამდენიმე პატარა ქალაქიც დაათმობინეს. ქურთების ჯარი ამერიკელების მიერაა გაწრვთნილი და ისინი ამერიკული იარაღით არიან შეიარაღებულები, ოღონდ მე ახლა ვლაპარაკობ ორმაგ სტანდარტზე. სერბეთის შემთხვევა სხვა იყო დასავლელი პოლიტიკისებისთვის და კოსოვოს შემთხვევა –  სხვა, კატლონიის –  სხვა.
– ისევე, როგორც რუსეთისთვის გროზნოს მიწასთან გასწორება –  მისი კონსტიტუციური უფლება, საქართველოს მიერ ცხინვალზე შეტევა –  ერთა თვითგამორკვევის წინააღმდეგ აგრესია.
– რასაკვირველია. ძალიან საინტერესო შემთხვევას წავაწყდი ერთ-ერთ რუსულ ეთერში, კოსაჩოვმა, ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა, მიწასთან გაასწორა უკრაინის ხელისუფლება, იმიტომ რომ, თავიანთ საგანმანათლებლო დაწესებულებში აკრძალეს სხვა ენაზე სწავლება უკრაინულის გარდა. უცებ გამოვიდა რუსი პოლიტიკოსი, რომელიც კრემლის პოზიციას იცავდა და უთხრა: მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნუ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი სატელიტები – აფხაზები და ოსები კრძალავენ ადგილობრივ სკოლებში ქართული ენის შესწავლას. ეს ორმაგი სტანდარტიაო. სხვათა შორის, კოსაჩოვი დაიბნა და თქვა, მე არ ვიცოდი, რასაც თქვენ ამბობთო.
– საწყალი, არ იცოდა, თურმე!
– ახალგორში რა ხდება, შეიძლება, არც იცოდა. მაგრამ შევესწარი კლასიკური ორმაგი სტანდარტის დემონსტრირებას.
– ევროპა არ მოქმედებდა ასეთი ორმაგი სტანდარტით თავის სივრცეში. ახლა უკვე იქაც გაჩნდა ორმაგი სტანდარტის პრეცედენტი, რადგან სერბეთი, უნდა თუ არა ვინმეს, გეოგრაფიულად ევროპაა.
– შეცდომა დაუშვეს ამერიკელებმა, როდესაც ევროპას თავს მოახვიეს თავიანთი გადაწყვეტილება კოსოვოს შესახებ. კოსოვოს პრეცედენტმა შექმნა სეპარატიზმის ის ტალღა, რომელიც დღეს ევროპაშია. კოსოვოს პრეცედენტმა გამოიწვია ის, რაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. თავისი მოკავშირე სერბეთის დაჩაგვრის გამო რუსეთმა სამაგიერო გადაუხადა დასავლეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებით. შევთანხმდეთ, რომ პატარა ქვეყნები დიდი ქვეყნების ინტერესებსა და ურთიერთქიშპს ეწირებიან. ეს ფაქტია.
– როდესაც კატალონიის შემთხვევამ აშკარა გახადა ევროპის ორმაგი სტანდარტი, ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარების საფრთხე გაიზარდა? ხომ მხოლოდ აშშ-ისა და ევროკავშირის სიტყვიერი აღიარებაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი?
–   როგორ არა?! მთელი რიგი ევროპული სტრუქტურები თანამშრომლობენ აფხაზებთანაც და ოსებთანაც, მიუხედავად იმისა, რომ მათთან პოლიტიკური თანამშრომლობა ევროკავშირისა და გაეროს დოკუმენტებით აკრძალულია. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. აი, ამ წუთებში „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაცია იმყოფება იტალიაში და სხვადასხვა ქალაქთან რაღაც ხელშეკრულებებს აფორმებს. გასაგებია, ფული დახარჯეს ამისთვის რუსებმა, თორემ პატარა იტალიური ქალაქის ხელმძღვანელობას რაში აინტერესებს უმნიშვნელო ცხინვალთან ხელშეკრულების დადება?! ასეთი მეთოდით მუშაობენ რუსები. ევროპელების რაღაც ნაწილიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას უკვე უყურებს ლოიალურად. ჩვენც ხომ გვქონდა ასეთი შემთხვევები იმ ევროპელი დიპლომატების მხრიდან, რომლებიც საქართველოში არსებულ ევროპულ მისიებში მუშაობენ?! დასავლური სტრუქტურების პოზიციაა, რომ საქართველოს, რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიები, არ აღიარონ, მაგრამ რუსეთი აქტიურად მუშაობს, ევროკავშირს კი მუშაობა ხანდახან ეზარება ან თითებს შორის უყურებენ, რაც ხდება. ამერიკელებსა და ჩვენს მთავრობას კი კბილებით უჭირავს სიტუაცია, რომ ხელიდან არ გაიქცეს.
скачать dle 11.3