კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მიწის ქურდები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „მკვდარი მკვდარს აეკიდაო“?!

იმ მარტივი მიზეზით, ქურდს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიწისას) რა უნდა და ბნელი ღამეო (ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმიო), „იუჟნაია ოსეტიას“ თვით „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი მედოევი გასულ კვირას მცირე ხნით კატალონიას ეწვია.
ეს ამბავი „იუჟნაია ოსეტიას“ „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ პრესსამსახურმა გვაცნობა და გვარწმუნებენ, რომ ხსენებულმა მედოევმა კატალონიაში მცხოვრები თანამემამულეები მოინახულა (უდიდესი წვლილი შეაქვთ „იუჟნაია ოსეტიას“ შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაშიო) და იმავდროულად, ბარსელონაში კატალონიის ოფისიც გაუხსნიათ.
მაგრამ მიწის ქურდი რის მიწის ქურდი იქნებოდა, სხვისი ქურდობა არ განემტკიცებინა. ამიტომაც თანამემამულეებთან შეხვედრით გულაჩუყებულ მედოევს განუცხადებია (მომყავს ციტატა): „იუჟნაია ოსეტიას“ მოსახლეობის ყურადღება ახლა კატალონიისკენ არის მიპყრობილი, რადგან 26 წლის წინათ ჩვენმა ხალხმა თავად გაიარა გზა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ“, ოღონდ ის აღარ დაუზუსტებია, რა როლი შეასრულა ამ „გზაში“ რუსულმა ტანკებმა.
თავის მხრივ, მადრიდმა ეს ჩვენი მიწის ქურდი მედოევი რფ-ის დაზვერვის აგენტად გამოაცხადა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ხსენებული დმ. მედოევი კატალონიაში თანამემამულეებს შეხვდა, ისინი კი სხვისი კუთვნილის მითვისებაში არიან გაწაფულნი, არა მხოლოდ მადრიდს, ვფიქრობ, სავიშვიშოდ საქმე ბარსელონასაც აქვს: მეორე რეფერენდუმი არ გამოუცხონ, პათოსით: კატალონიური მიწა ისტორიულად „იუჟნაია ოსეტიურიაო“. –
გვერდები მოამზადა
ნინო ხაჩიძემ
скачать dle 11.3