კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ოკუპანტური ლოგიკა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მზეს რატომ გვიჩრდილავთო


რაკი ეს ჩვენი ოკუპანტი თავის ამპლუაშია, აწ უკვე მერამდენედ მოგვიწოდებს, რაც შეიძლება, საჩქაროდ მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას, აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიასადმი“ ძალის გამოუყენებლობის შესახებ (ცხადია, სოხუმთან და ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებთან).
ამჯერად გასულ კვირას ეს ამბავი რფ-ის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ შეგვახსენა, თბილისის იმ განაცხადის საპასუხოდ, რის მიხედვითაც, სწორედ რუსეთი და მხოლოდ რუსეთი აფერხებს რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას.
ხსენებული ზახაროვას აზრით, თბილისის მიერ გაცხადებული ბევრ კითხვას ბადებს მოსკოვში. მომყავს ციტატა: „თბილისში შესანიშნავად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების მექანიზმები დიდი ხანია, შექმნილია. აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ „ხელისუფლებების“ მოწვევით, საერთაშორისო ნორმების საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე განლაგებულია  რფ-ის სასაზღვრო და შეიარაღებული ძალები. ამის წყალობით შესაძლებელი ხდება, თავიდან ავიცილოთ და ადეკვატურად ვირეაგიროთ სხვადასხვა ინციდენტზე“.
იმის გათვალისწინებით, რომ არც საერთაშორისო საზოგადოება და არც საერთაშორისო სამართალი არ ცნობს საქართველოს რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებულ ამ ორ სეპარატისტულ რეგიონს და, რაც მთავარია, აფასებს ოკუპაციად, რთული სათქმელია, რომელ საერთაშორისო საფუძველს გულისხმობს ქ-ნი ზახაროვა.
მეორე მხრივ, რფ-ელმა დიპლომატებმა თითქოს ვერ გაიგონეს თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაეროს ასამბლეაზე ნათქვამი (სტაბილურობას რეგიონში საფრთხეს უქმნის საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის რღვევაო), იმიტომ რომ, თურქეთი დიდია?!
შესაბამისად, თუ ზახაროვას პათოსს გავიხსენებთ და, ზედაც, დავამატებთ, რფ-ის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომ „საქართველოს დეოკუპაციისკენ მოწოდება“ საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას, არც ისაა გამორიცხული, უახლოეს ხანში სეპარატისტების არაღიარებაც წაგვიყენონ ბრალად. –
скачать dle 11.3