კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 თავისებურად ლეგიტიმური

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ „თუ ამომრჩევლის სისხლი არ გადაივლე, რაა არჩევნები?!“


სანამ პარტიის თავკაცი და სულისჩამდგმელი (და მერე რა, რომ ამჟამად უკრაინელი პოლიტიკოსი) უკრაინულ კარავშია, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მართალია, მოტივად პოლიტიკურად ამაღლებული მიზეზები სახელდება (ამომრჩევლის შანტაჟი, დაშინება და მოსყიდვაო!), თუმცა, რეალურად, გადაწყვეტილება მეტად მერკანტილურია: იმ მიზეზით, რომ პირველ ადგილას გასული კანდიდატების პროცენტები მეორე ადგილა ს გასულებზე მაღალია, ანუ დამარცხება გარდაუვალია (იმიტომაც რომ ენმ-ს ერთგული ამ ეტაპზე „კენჭიც კი არსად არია”), მეორე ტური კი დამატებითი ხარჯია (და მხოლოდ შლეგი თუ დახარჯავს ფულს დამასარცხებლად), ამიტომაც ცხადზე უცხადესია, რომ გადაწყვეტილება ფრიად და ფრიად რაციონალურია.
მეორე მხრივ, თუ სახელდობრ ენმ-ს შანტაჟ-დაშინების მეთოდებს გავიხსენებთ, სავარაუდოდ, მათი ლოგიკით, თუ ამომრჩევლის სისხლი არ გადაივლე ხელებზე, ისეთ არჩევნებს რა ფასი აქვს?!
უფრო მეტიც, მაგალითად, ქუთაისის მერობის კანდადატმა (ენმ-დან) და მრავალგზის ნამინისტრალმა გრიგოლ ვაშაძემ (მან ამომრჩეველთა ხმების 27,04 პროცენტი მიიღო, განაცხადა, რომ (მომყავს ციტატა): „ვითომ არჩევნებით ამ ეგრეთ წოდებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაციის ნატამალიც კი დაკარგა.“
ხოლო, თუ ზემოთ გახსენებულს იმასაც დავამატებთ, რომ ბ-ნ ვაშაძეს (გრიგოლი), მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში და შემდგომაც (როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ) ჯიბეში რფ-ის პასპორტი ედო (ანუ, ოფიციალურად, რფ-ის თავდაცვის მინისტრს, მობილიზაციას თუ გამოაცხადებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მისი ომში გაწვევაც შეეძლო), როგორც ჩანს, ლეგიტიმაციასა და ეგრეთ წოდებულობაზე მეტად უცნაური წარმოდგენა ჰქონია. –

скачать dle 11.3