კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ევროსიყვარული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ არა – პლატონურ სიყვარულს!


ეს ჩვენი არა მხოლოდ პარტნიორ-მეგობარი (იმედი და მხსნელი საოკუპაციო კლანჭებიდან, ვინაიდან ამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი მხოლოდ ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდამჭერი განცხადებებია) ევროკავშირი 2016 წლიდან მოყოლებული სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში ყოველწლიურად გამოკითხვებს ატარებს.
რისთვის? იმის გასაგებად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ევროკავშირისადმი.
სულ ბოლო კვლევა საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2017 წლის მარტიდან მაისამდე ჩატარდა და გაირკვა, რომ, შარშანდელთან შედარებით, მოსახლეობის მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 6 პროცენტით გაზრდილა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ანუ ზემოჩამოთვლილ) ქვეყნებს შორის ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (და მათ საშუალო მაჩვენებელსაც, 61 პროცენტსაც, საგრძნობლად აღემატება!).
კერძოდ, საქართველოს მოქალაქეთა 83 პროცენტის აზრით, საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს; მოქალაქეთა 66 პროცენტი ევროკავშირს ენდობა (უფრო მეტადაც კი, ვიდრე გაეროსა და „ნატოს“), მოქალაქეთა მესამედი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ეფექტიანად გვიჭერს მხარს.
ამ შედეგით, ჩვენც კმაყოფილები ვართ და, იმედია, ევროკავშირლებიც, რადგან, თუ ორმხრივი არ იქნა, ისეც შეიძლება, მოხდეს, რომ ჩვენ სხვა (ანუ ევროკავშირი) გვიყვარდეს და რუსეთი კი გვიპყრობდეს. –
скачать dle 11.3