კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№43 როდის იყო გადადებული გიორგი ყიფშიძე და რატომ აქვს მას ცხოვრებიდან გარკვეული პერიოდი ამოჭრილი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 6 ოქტომბერს „იმედის“ ეთერში „ნიჭიერის“ ახალი სეზონი დაიწყო. როგორც წინა წლებში, ახლაც, პროექტის ერთ-ერთი წამყვანი გიორგი ყიფშიძეა, რომელიც მონაწილეებს, ვანიკო თარხნიშვილთან ერთად, კულისებიდან ამხნევებს. გიორგი ცოტა ხნის წინ, ანრი ჯოხაძის ახალ კლიპშიც გადაიღეს, სადაც პატიმრის როლის შესრულება მოუწია.
გიორგი ყიფშიძე:
ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს. მე და ნანკა კალატოზიშვილი ვთამაშობთ მშობლების როლს. შვილის როლში კი ჩემი პატარა შვილი – ალექსანდრეა. ისეთი მაგარი რაღაცები გააკეთა, რომ დამაკომპლექსა: ვეღარ ვთამაშობდი – ამაზე მაგრად როგორ უნდა ვითამაშო-მეთქი. „ჩახია“ ყველაფერი, ასეთი ნაღდი არავინ ყოფილა. ქალთა ციხეში გვქონდა გადაღება და იმ დროს დაემთხვა პრეზიდენტის შეწყალებაც. ჩვენ თვალწინ 15 ქალს რამდენიმე წელი, რამდენიმე თვე აჩუქეს და გაუშვეს. ისეთი წივილ-კივილი, საოცარი ემოციები იყო.
– როგორი შეგრძნება გქონდა, როცა ციხეში აღმოჩნდი?
– ციხეა რა, დაძაბული ხარ. ქალთა ციხე კი ცოტა „გალაითებულია“, მაგრამ მაინც ციხეა. მაჩვენეს ბლოკი, სადაც მკვლელი ქალები სხედან, შვილები რომ ჰყავთ დაჩეხილი, უბედურებები რომ აქვთ გაკეთებული. მგონი, პირჯვარს იწერენ და ისე შედიან მათთან ბადრაგები.
– შენ ვის როლს თამაშობ?
– მოკლედ, ეს არის ნამდვილი ამბავი: დაიჭირეს მამა, ანუ მიჭერენ მე. ბავშვი იმ დროს პატარა იყო და მამას ციხიდან გამოსვლისას დახვდა დედასთან ერთად. ვერ გაიგო, რატომ ეხვეოდა დედა ვიღაც ბიძიას, რადგან მამა არ ახსოვდა. იეჭვიანა მამაზე. ალექსანდრემ მართლა იეჭვიანა ნანკაზე, ქაჩვა დამიწყო: ნუ კოცნიო. სახლში რომ მოვედით, ჩემს ცოლს უთხრა: გაბრაზებული, ნაწყენი ვარ მამაზე, ვიღაც ქალს აკოცაო. არ მელაპარაკებოდა. ანა მოკვდა სიცილით: არა, შვილი, სამსახურია, მეგობარი. ნანკა მეგობარია, აბა, რა არის, ერთად გავიზარდეთ.
– ისე, შენს ცოლს ეჭვიანობის მომენტი ჰქონია?
– საქმესთან დაკავშირებით, არა, რა სისულელეა. 15 წელია, ერთად ვართ და ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით, ეჭვიანობის მომენტი რომ ჰქონოდა, ერთად ვერ ვიქნებოდით.
– პროფესიაზე არა, სხვა ქალზე უეჭვიანია?
– ზოგადად, როცა ადამიანი გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. რომ არ ეეჭვიანა, მე ვიეჭვიანებდი: რატომ არ ეჭვიანობ-მეთქი. გინახავს ურთიერთობა, სადაც ეჭვიანობა არ არის?! თუ არ ეჭვიანობს, ესე იგი, არ აინტერესებს შენი ასავალ-დასავალი. როგორ შეიძლება, ჩემი ცოლი მთელი დღის განმავლობაში სადღაც იყოს წასული და მე არ დამაინტერესოს: სად არის და ვისთან ერთად.
– ამ 15 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობაში, იყო კრიზისები, სირთულეები...
– ყველას აქვს კრიზისები: ზოგს 2 წელიწადში, ზოგს 5 წელიწადში – ასე ამბობენ ხოლმე. წინა ცოლთან, კრისტისთან, 5 წელი ვიყავით ერთად. მაშინ ციფრები არ „წავიდა“ – სხვანაირად ვიყავით. კრიზისები დგება, შენც იზრდები, ისიც იზრდება. ყველა ასაკში ხომ იცვლები და შენი შეცვლა, იმის შეცვლა ზოგჯერ სხვადასხვა მიმართულებით მიდის. ამიტომ, „აბდეითი“ გჭირდება, რომ ეს ყველაფერი ისე დაკავშირდეს, როგორც მანამდე იყო – რის გამოც გახდით ცოლ-ქმარი. დასაკავშირებელი ძაფები ისევ საპოვნია.
– ვინ პოულობს ამ ძაფებს?
– ორივე. მე რაღაცას ვთმობ, ის რაღაცას თმობს და ეს ხდება საერთო მიზნისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ურთიერთობა.
– მეუღლე მუდმივად გიდგას გვერდში.
– ასეთი მაგარი გოგო, მე  არ ვიცი. ის არის ერთადერთი ადამიანი პლანეტაზე, რომელიც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო და იმედია, ისიც ასე ფიქრობს ჩემზე: მე ვარ მისი მეორე ნაწილი, რომელიც იპოვა.
– არ გიკითხავს?
– არ მიკითხავს, ვგრძნობ. ცოტა კითხვის დასმისაც მეშინია, ემანდ არ მითხრას: ეგრე არ არისო.
– შენი აზრით, ოჯახი რაზე უნდა იყოს დაფუძნებული?
– ძალიან ბევრი კომპონენტის, ნიუანსისგან შედგება. ერთი, რაღაც კონკრეტული კომპონენტი, არ არსებობს, რომ ამაზე დგას ოჯახი – ნდობა და გვერდში დგომა აუცილებელია – ცხოვრება ძალიან დანძ..ლი რომ გაქვს და ზუსტად იცი, გვერდში გიდგას. ძმაკაცს არ სცალია, ის კი ყოველთვის შენ გვერდითაა. ის არ არის ნათესავი, რომელიც ღმერთმა დაადგინა შენს ნათესავად. შენ და იმ ადამიანმა გადაწყვიტეთ, რომ ერთად იყოთ, ერთად გაუმკლავდეთ პრობლემებს, ერთად გაგიხარდეთ. გვერდში დგომა ცოლქმრულ ურთიერთობაში, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ინტიმურ რაღაცებზე აღარ მაქვს საუბარი. ინტიმი თუ არ არის ჩამოყალიბებული „ჰაი კლასში”, დანარჩენი ყველაფერი ინგრევა, რადგან ფიზიოლოგიას მაინც თავისი ადგილი აქვს.
– თქვენი ინტიმი „ჰაი კლასშია“?
– ერთ-ერთ პირველ სამეულში გადის. აუცილებელი პირობების პირველ სამეულშია სექსუალური ურთიერთობა.
– ერთი პერიოდი, ცალ-ცალკე მოგიწიათ ცხოვრება.
– კი, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში მოგვიწია ცალ-ცალკე ყოფნა: ჭორები იყო, რაღაცები. ორივე შვილთან ასეთი რაღაც დამემართა. პირველი 2 წლის იყო, როცა ოჯახი დამენგრა. ახლაც, ალექსანდრე 2 წლის იყო, როცა ეს დაგვემართა. ალბათ, ის მომენტი ემთხვევა, როცა ქალი 2 წლის ასაკამდე შვილზეა გადაფოფრილი, სხვა ურთიერთობები კი მივიწყებას მიეცემა ხოლმე. ამიტომ, რაღაცები ინგრევა. ვეღარ გითმობენ სათანადო ყურადღებას, შენც ეჭვიანობ შვილთან მიმართებაში და მერე ინგრევა ურთიერთობა, რასაც თავიდან უნდა დალაგება. აქაც აგვერია და ძალიან ცუდად ვიყავი – დისკომფორტში, უცხო მდგომარეობაში. პაპები რომ აკეთებდნენ ხოლმე, მეც ჩემი ძმაკაცები წავიყვანე და აივანთან ვუმღერეთ. გამოვიდა, ჩამოვიდა, ოღონდ ისე: რა სირობებს, რა გოიმობებს მიკეთებ, ჯანდაბას, ხვალ დაგირეკავო.
– იმუშავა სერენადამ?
–  კი, ეს ყოველთვის მუშაობს. გინდა, ასე შეხედოს, გინდა – ისე. შეიძლება, არ გაჩვენოს, მაგრამ მაინც სიამოვნებს ქალს ასეთი რაღაცები.
– ნატალია უკვე დიდი გოგონაა, დამოუკიდებელი, თავისი ინდივიდუალური ხასიათით. მასთან ურთიერთობაში გაქვს სირთულეები?
– რაღაცებზე მეშლება მეც ნერვები. მამისთვის, ხომ იცი, გოგო როგორი სუსტი წერტილია. 15 წლის გოგოს „კუპალნიკში“ ფოტო რატომ უნდა გედოს, რა დებილობაა. ის მეუბნება: შენ სხვანაირად უყურებ ამას – ჩვეულებრივი ფოტოა, არ აქვს მნიშვნელობაო. როგორ არ აქვს-მეთქი – ეს ვერ შევაგნებინე. იმ ასაკშია, რასაც ეუბნები, იმის საწინააღმდეგოს რომ აკეთებს. ვეუბნები: არ გბოჭავ, არც ბორკილებს გადებ, რჩევებს გაძლევ-მეთქი. მაგ ასაკში მეც მქონია მშობელთან კონფლიქტი და ეს ჩვეულებრივია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავისი აზრი უნდა გააჩნდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პრინციპული წინააღმდეგობა მშობელთან. რაღაც ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს და უნდა მესმოდეს, რაში მეწინააღმდეგები. აქ ხანდახან არ მესმის ხოლმე, დაფრინავს თავში ოფოფები. მეც ვიყავი მაგ ასაკში, მეც იგივენაირად მემართებოდა, უბრალოდ, გოგოა და ვღელავ.
– რაზე ღელავ კიდევ, ნატალიასთან დაკავშირებით?
– ლენუკას ეუბნებოდა მამაჩემი: დროზე ადრე ნუ დამაწყებინებ ხაჭაპურების ცხობასო. ანუ, ნუ გათხოვდები დროზე ადრე, საკუთარი თავის განვითარებას დაუთმე მეტი დროო. მეც არ მინდა ხაჭაპურების ცხობა დავიწყო ნაადრევად, მინდა, ჩამოყალიბდეს, იპოვოს, ზუსტად რა უნდა. ხან ჟურნალისტი და ხან გამომძიებელი ჟურნალისტი უნდა, რომ იყოს.
– მსახიობობაც უნდა.
– კლიპში რომ გადაგიღებენ და მსახიობობა მოგინდება  –  ეს ისეთი თემაა, ყველას იზიდავს. ზოგჯერ უნდა. თუმცა, მართლა რომ უნდოდეს, სხვანაირად მოიქცეოდა, სხვა სიტუაციაში იქნებოდა და მეგობრების სხვა წრე ეყოლებოდა. ახლა „ხიპობას“ „აწვება“.
– მამამისიც ხომ „აწვებოდა“ მაგ ასაკში „ხიპობას“?
– მამამისი ახლაც „ხიპია“, ბაბუა ხომ ბებერი „ხიპია“.
– გაზაფხულზე შენ და ზურას დაგეძაბათ ურთიერთობა, როცა მასზე საჯაროდ დაიწყე საუბარი. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ახლა, ამ ეტაპზე, მე და ზურას რომ ურთიერთობა გვაქვს, ასეთი ახლო, თბილი, კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია. ასაკში დაწყნარდა და მომენდო, მანამდე უფრო დასჯითი მიდგომა ჰქონდა, როგორც ბავშვთან. 40 წლის კაცი კიდევ უნდა დამსაჯო, სახლში რატომ მოხვედი გვიან – 40 წლის ვარ უკვე-მეთქი. დაოკდა, დაწყნარდა და ჯიგრული ურთიერთობა გვაქვს, ვძმაკაცობთ.
– ახლა გადავიდეთ „ნიჭიერის“ თემაზე.
– ახლა სწორედ „ნიჭიერის“ გადაღებაზე მივდივართ (ინტერვიუ ჩაწერილია გზაში, ავტომობილით გადაადგილებისას – ავტორი). მაგრამ მართვის მოწმობა არ მაქვს და მივდივარ ფრთხილად – ხომ ხედავ, ყველაფერს გიყვები.
– არ დავწერო ეს?
– თუ გინდა, დაწერე.
– რატომ არ გაქვს?
– 10 წლის წინ წამართვეს, 4-წლიანი „ლიშენია“ მქონდა, ის 4 წელი გავიდა. მაგრამ, თავიდან რომ ავიღო, უნდა მოვშარდო. რომ მოვშარდო, სისხლი უნდა მქონდეს სუფთა. ვინაიდან და რადგანაც, თრიაქი მიყვარს ძალიან, ის მომენტი, რომ ერთი კვირა ჩემი სისხლი სუფთა იყოს, არ დადგა 8 წლის განმავლობაში. ყოველდღე არ ვეწევი, მაგრამ ერთი თვის განმავლობაში რჩება სისხლში და კვირაში ერთ ნაფაზსაც რომ დაარტყამ, ვეღარ მოშარდავ.
– რატომ ეწევი ასე სისტემატურად?
ბევრ რამეში მეხმარება: დამშვიდებაში, არევაში, დალაგებაში, რეპეტიციებზე. არაჩვეულებრივად გეხმარება – სხვა კარს გიხსნის. მსჯელობა, ფანტაზია გეხსნება და სხვა რამეებს პოულობ. თუნდაც როლის თამაშში – „ტვორჩესკი“ ნარკოტიკია თრიაქი, ამაზე თავს დავდებ. რა თქმა უნდა, მარიხუანას ვგულისხმობ, სუფთა ბალახს და არა ქიმიას.
– ადრე შენს ცხოვრებაში იყო უფრო მძიმე ნარკოტიკები.
– იყო ყველანაირი რთული რაღაცა, გადადებული ვიყავი. ის წლები არ მახსოვს, ამოჭრილია ჩემი ცხოვრებიდან. ყველაფერი შესაძლებელია, თუ ადამიანს გინდა. ჩემი ცოლისა და დედაჩემისგან ძალიან დიდი სტიმული იყო. მამაჩემმა ერთი პერიოდი ხელიც ჩაიქნია: არ არსებობს, არ მინახავს გადარჩენილი და ამ სიტუაციიდან გამომძვრალი კაციო. დაგიმტკიცებ-მეთქი და დავუმტკიცე.
– „იმედში“ გადასვლას ბევრი მითქმა-მოთქმა, დაპირისპირება მოჰყვა.
– დღემდე ვერ ვხვდები, რატომ არის ეს მითქმა-მოთქმა. ეს არის ცალკე „პონტი“, რომელიც „რუსთავი 2-ზე“ გადიოდა, მერე მოხდა რაღაც და უფროსობამ გადაწყვიტა, გადავსულიყავით „იმედზე“. რატომ ვარ მოღალატე, ვის ან რას ვუღალატე? – ამიხსნას ვინმემ. „იმედზე“ ვარ გახსნის დღიდან – გახსნაზე ვარ ნამყოფი.

скачать dle 11.3