კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ვისთან არის გიჟი და გადარეული ნუკა ყარალაშვილი და თხოვდება თუ არა ის ქართველ ბიზნესმენზე

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

„მის საქართველო“ ნუკა ყარალაშვილი სულ მალე თავის ტიტულს ახალ „მის საქართველოს“ გადაულოცავს. ნუკა წლებია, ამ სფეროში ტრიალებს და სამოდელო ასპარეზზე არაერთი წარმატება ჰქონდა. თუმცა, სამომავლოდაც არაერთ აქტიურობას გეგმავს.
ნუკა ყარალაშვილი:
ჩემ შემდეგ არავინ ყოფილა „მის საქართველო”, გამიხანგრძლივდა. გოგონები მეუბნებიან, იმდენად კარგად მოირგე გვირგვინი, მგონი, აღარც გადასცემ გამარჯვებულს და გამოიქცევიო. რა თქმა უნდა, არ იქნება ასე. წელს ძალიან ლამაზი გოგონები გვყავს, რომლებიც დღითი დღე იხვეწებიან. დარწმუნებული ვარ, ღირსეული დაიდგამს გვირგვინს.
– ორი წელია, რაც გვირგვინს ატარებ, რადგან შენ შემდეგ „მის საქართველო”  არ ჩატარებულა. როგორი იყო ეს 2 წელი შენთვის?
– საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. ხალხმა გამიცნო და ჩემთვის ხალხის სიყვარული ყველაზე პრიორიტეტულია. რა თქმა უნდა, უარყოფითი რაღაცებიც იყო, მაგრამ მცირე დოზით. დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. დადებითი უფრო სასიხარული და დასაფასებელია.
– როცა უარყოფითი კომენტარებია, ან კრიტიკა იწერება შენზე, როგორ რეაგირებ?
– დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. თუ რაღაც არ მესიამოვნა, ჩემი მეგობრების არმია უტევს. თან, იმდენად, რომ ბოდიშებს იხდიან: უკაცრავად, ხმას აღარ ამოვიღებთ, აღარაფერს დავწერთო. როცა ვინმე რაღაც უარყოფითს წერს, არასამართლიანად, რა თქმა უნდა, იმას პასუხი უნდა მოეთხოვოს რაღაც დონეზე.
– შენც გქონია შემთხვევა, როცა შენი მეგობარი დაგიცვია ხმამაღლა, საჯაროდ?
– რა თქმა უნდა. კონკრეტული შემთხვევა არ მახსოვს, მაგრამ ყოფილა. ასეთ დროს ვცდილობ, ემოციები გავაკონტროლო და შეურაცხადი არ ვიყო – პირდაპირ რქებით არ წავიდე. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც რქებით გამომდის.
– ასაკი ახსენე. რამდენიმე წლის წინ გამოჩნდი საზოგადოების წინაშე. რა სხვაობაა მაშინდელ ნუკასა და ახლანდელს შორის?
– რაღაც პერიოდი სულ ვჩანდი. მერე დიდი დოზით იყო, როცა „მის საქართველოზე” გამოვედი. შემდეგ, უცებ წავედი მილანში და ეს იმ დროს ისეთი იშვიათი იყო, ძალიან გახმაურდა. ამის მერე მქონდა პაუზა და მერე იყო ისევ „მის საქართველო”. ახლა ვხვდები, რომ გავიზარდე. გამოცდილება ბევრ რამეში მომემატა. პოდიუმს არ ვგულისხმობ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვამბობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის უნარი და ვალდებულების გრძნობა, ადამიანს შინაგანად აქვს. ერთია, ისწავლო, მაგრამ მეორე, როცა ეს ყველაფერი შინაგანად გაქვს. ვფიქრობ, ასეთი ვიყავი, უბრალოდ, ყურადღებას არ ვაქცევდი. როცა საქმეში გამოვცადე საკუთარი თავი. მაგალითად, შეხვედრაზე რომ მივდიოდი და მაგვიანდებოდა, ძალიან განვიცდიდი. არ მეგონა, ასეთი თუ ვიყავი. ეს ერთგვარი აღმოჩენა იყო ჩემთვის.
– კიდევ რა აღმოაჩინე საკუთარ თავში?
– მივხვდი, რომ ყველაფერი შემძლებია. აზიაში რომ ვიყავი 6 თვე, იქ ისეთი სამუშაო გრაფიკი მქონდა, რაღა უნდა იყოს, რომ ვერ შევძლო. ჩემთვის შეუძლებელი არაფერია: 12-15 საათი მიმუშავია, ძალიან ცოტა შესვენებებით.
– ეს იყო გარდატეხა  შენს ცხოვრებაში?
– ასე ვერ ვიტყვი და ვერც იმას, რომ გავიზარდე. ვფიქრობ, ეს უფრო გამოცდილებაა – ზრდაში გამოცდილების მატებას ვგულისხმობ. 16 წლის როგორიც ვიყავი, ახლაც ისეთივე ვარ და მგონია, რომ ადამიანები არ იცვლებიან. როგორი გიჟი და გადარეულიც ვიყავი, ასეთი ვარ ახლაც. უბრალოდ, ამ ენერგიას ახლა ვინახავ. სახლშიც ასეთი ვარ, მეგობრებშიც. თუმცა, ხალხში ზედმეტად ცანცარი და თავის გამოდება არ მიყვარს. გააჩნია სიატუაციას – თავს როგორც ვგრძნობ, ისე ვიქცევი.
– რა გიქმნის კომფორტს?
– ზამთარში რომ თბილად ვარ. არის სიტუაციები, სადაც ცუდ აურას ვგრძნობ. ადამიანები ენერგიას მაცლიან და ამიტომ, ვცდილობ, იქიდან წავიდე. ეს ს
ახეზეც მემჩნევა. მოვიმიზეზებ რაღაცას და აუცილებლად წამოვალ, რადგან თავს ვეღარ ვაკონტროლებ ხოლმე, ისე ვარ.
– ადვილად გამოდიხარ წყობიდან?
– ძირითადად კი, რადგან ემოციური ვარ. თემასაც გააჩნია. როცა რელიგიას ეხებიან ცუდად, ვცდილობ, თავი გავაკონტროლო, მაგრამ ყველაზე მეტად, მაშინ ვერ ვახერხებ ამას. რქები გამომდის ხოლმე და უნდა გამაკავონ – გავყავარ ვინმეს. თან, რომ იცი, აზრი არ აქვს შენს ნათქვამს, მაგრამ მაინც ცდილობ, დაუმტკიცო. კიდევ, არ მიყვარს პოლიტიკაზე კამათი. ბოლოს სწორედ რელიგიურ თემაზე ვიჩხუბე.
– შენზე გავიგე, თხოვდებაო და მისი საქმრო ქართველი ბიზნესმენიაო?
– არა, რა თქმა უნდა, არ არის მართალი. სიმართლე რომ იყოს, თვითონვე ვიტყოდი.
– აქვს შენთვის მნიშვნელობა მამაკაცის მატერიალურ მდგომარეობას?
– ადამიანი თუ 25-26-27 წლის ასაკში შეუმდგარია, ცოტა რთულია მასზე იფიქრო. შეიძლება, შეუმდგარი იყოს, მაგრამ რამის კეთების ინტერესი და მოთხოვნილება ჰქონდეს. ასეთი ადამიანი, მშობლებსაც რომ ჰქონდეთ ბევრი ფული, მაინც ვერ იქნება დასაყრდენი. მეც უკვე დიდი ხანია, ჩემი შემოსავალი მაქვს და მგონია, რომ ქალსაც და კაცსაც, თავისი საქმე უნდა ჰქონდეთ. არავის მოუნდება გვერდით, შეუმდგარი ადამიანი.
– რამე განსაკუთრებული მოთხოვნები გაქვს მამაკაცების მიმართ?
– ვფიქრობ, ყველას ჰყავს თავისი მეორე ნახევარი და როცა შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ამას მიხვდები. მე ჯერ არ შევხვედრივარ ჩემს მეორე ნახევარს და როგორც კი ეს მოხდება, ყველას გაგაგებინებთ.
– ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
– თოვლის ბაბუის მჯერა და მგონი, მაგისაც მჯერა.
– პრინცების არსებობისაც გჯერა?
– ჩემი მეორე ნახევარი ავტომატურად პრინცი იქნება, მე ხომ პრინცესა ვარ. წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. თუმცა, ოჯახი ისეთი პასუხისმგებლობა, სერიოზულად უნდა მიუდგე. ოჯახს რომ ქმნი, ეს სერიოზული ვალდებულობა და პასუხისმგებლობაა. მე ჯერ მაგ ჭკუაზე არ ვარ. როცა  შენს მეორე ნახევარს შეხვდები და შეგიყვარდება,  მერე მიხვდები, ალბათ, ამას. ზოგადად, ვისურვებდი, მყარი ოჯახი მქონდეს და ყველას ამას ვუსურვებ.
скачать dle 11.3