კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ შემოუბრუნდა გერმანულ „ვოისში“ ოთხივე მსაჯი ნათია თოდუას და რა გამონაკლისი დაუშვეს მის გამო

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 ნათია თოდუა ქართველმა მსმენელმა სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. ნიჭიერი გოგონა, საოცარი ხმითა და გამორჩეული გარეგნობით, 2 წლის წინ უკრაინულ „X ფაქტორშიც“ მონაწილეობდა. დღეს ის გერმანიაში ცხოვრობს და გერმანული „ვოისის“ წარმატებული მონაწილეა. ამ ეტაპზე მას  არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს დეტალები და ასევე – კონკურსის რა ეტაპზეა. თუმცა, ყველაფერი ძალიან კარგად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ნათია თოდუა:
2015 წელს ვმონაწილეობდი უკრაინის „X ფაქტორში“ და სწორედ მაშინ ვამბობდი, რომ არარეალურად მიმაჩნდა თბილისში დარჩენა. იმ დროს ჩემი საქმიანობა იყო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის მენეჯმენტზე სწავლა და ბარებში სიმღერა, რადგან სხვა პერსპექტივა არ იყო. ერთადერთი, რაზეც ვორჭოფობდი, ეს ჩემი ოჯახი და ჯგუფი „ვაკის პარკი“ გახლდათ, სადაც ვმღეროდი. რთული იყო მათი დატოვება, მარტო წასვლა სხვა ქვეყანაში. მაგრამ, მივხვდი, რომ ეს ის ასაკია, როცა დრო მაქვს რაღაცის გასარისკად. გერმანიაში წამოვედი შარშან აგვისტოში, „ოპერ“ პროგრამით. ბევრი პრობლემა შემექმნა: პირველი ოჯახი, რომელიც ავირჩიე, აღმოჩნდა ძალიან ცუდი, რთული და ვერ გავუძელი.
– რას გულისხმობ სირთულეებში?
– არა მხოლოდ ენის ბარიერს, არამედ შენგან ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ამ სტატუსით გეკუთვნის. გარდა ამისა, ფაქტობრივად, სწავლისთვის, თვითგანვითარებისთვის, არანაირი დრო არ მრჩებოდა. უბრალოდ, ძიძა უნდა ვყოფილიყავი, ან რაღაც მსგავსი. ამიტომ, გადავწყვიტე, ახალი ოჯახი მომეძებნა, რომელიც ძალიან კარგი, ფანტასტიკური აღმოჩნდა. მათ იცოდნენ ჩემზე ყველაფერი – რომ ვმღეროდი, უკრაინულ „X ფაქტორში“ ვმონაწილეობდი და მქონდა ჩემი სამსახური. ეს რა გავაკეთე? – ამ კითხვას ვუსვამდი თავს და ძალიან შეშინებული ვიყავი, რადგან პასუხი არ მქონდა. ვფიქრობდი, შეცდომა ხომ არ დავუშვი, ხომ არ დავბრუნდე საქართველოში-მეთქი. სწორედ იმ დროს, როცა ახალ შესაძლებლობებს ვეძებდი, ვნახე „გერმანული ახალი ხმის“ რეკლამა. მაინტერესებდა, როდის იწყებოდა და ამ დროს ვკითხულობ: ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მონაწილეობაო. ვიფიქრე: ძალიან კარგი, თუ პრობლემები არ მექმნება ჩემი სტატუსის და ენის ცოდნისა და ვიზიდან გამომდინარე, ვცდი-მეთქი. გავაგზავნე მოკლე ინფორმაცია, ვიდეო, დამირეკეს და მომცეს უფლება, გამევლო პირველი ქასთინგი პროექტის წარმომადგენლებთან. ვიზასთან დაკავშირებით, თავიდანვე შემექმნა პრობლემა. რადგან „ოპერ“ პროგრამის დროს, ერთწლიანი ვიზა გაქვს. ერთი წლის შემდეგ უნდა დაბრუნდე საქართველოში ან გააგრძელო მუშაობა, სხვა ალტერნარივა არ  გაქვს. იმ დროს არანაირი ხელჩასაჭიდი საბუთი არ მქონდა. ამიტომ ორჭოფობდნენ, გამიყვანდნენ თუ არა ჟიურიმდე. რამდენიმე სიმღერა მამღერეს და შემდეგ მითხრეს: ეს ის შემთხვევაა; როცა უნდა ვეცადოთ, შეძლო გერმანიაში დარჩენაო.
– გამონაკლისი დაუშვეს შენ გამო.
– სასწაულები გააკეთეს. შემდეგ მომცეს დრო, რომ მომეძებნა ისეთი შესაძლებლობა, რის დახმარებითაც დავრჩებოდი გერმანიაში. სწორედ იმ დროს მომწერა ქალბატონმა ნათია მხეიძემ, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და გერმანელი მეუღლე ჰყავს. როცა საქართველოში ჩამოდიოდნენ, რამდენჯერმე შევხვდით იმ პაბში, სადაც „ვაკის პარკთან“ ერთად ვმღეროდი. როდესაც მომწერა, მეც ვუთხარი, რომ ვაპირებდი გერმანიის „ახალ ხმაში“ მონაწილეობას და ამისთვის მჭირდებოდა ვიზა. ქალბატონი ნათია არც კი დაფიქრებულა, მეუღლესთან ერთად წამიყვანა საკონსულოში და ძალიან მარტივად დამეხმარნენ ამ საკითხის მოგვარებაში.
– როგორ ჩაიარა ჟიურის წინაშე პირველმა გამოსვლამ?
– არ შემიძლია ვთქვა, პროექტის რა ეტაპზე ვიმყოფები, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ გადასული ვარ პროექტში და ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, კარგ ეტაპამდე ვარ მისული. მობილიზებული ვარ და დროს ვუთმობ ენის კურსებს, პროექტს და ასევე, ვემზადები გამოცდებისთვის, რომ ჩავაბარო გერმანიის ერთადერთ უფასო უნივერსიტეტში, „მომღერალ-კომპოზიტორის“ სპეციალობაზე. რაც შეეხება ჟიურის წინაშე ჩემს გამოსვლას, მათი შემადგნელობა უცვლელია. ესენი არიან ძალიან ცნობილი მუსიკოსები, რომელებივ თავის შემოქმედებას ევროპის მასშტაბით ყიდიან. მათ წინაშე გასვლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. სიმღერის დაწყებიდან მალევე, ხალხს ისეთი ემოცია ჰქონდა, რომ საერთოდ აღარ მახსოვდა, ვინმეს თუ უნდა შევეფასებინე და შემობრუნებულიყო. ზუსტად წამებში, ჟიურის ოთხივე წევრი მიყოლებით შემოტრიალდა და მერე უკვე, აღარაფერი მახსოვს. როდესაც ოთხივე შემობრუნდა, მე ის ავირჩიე, ვისი არჩევაც თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი. ჟიურის ყველა წევრმა აღნიშნა, რომ მაქვს  განსაკუთრებული ჟანრის ხმა, რომელიც ბევრს არ აქვს. სანამ შემოტრიალდებოდნენ, ჩემი ხმიდან გამომდინარე, შავკანიანი ვეგონე.
– პირველი ქართველი ხარ, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს?
– როგორც თვითონ მითხრეს, ვარ ერთადერთი ქართველი, რომელიც ამ პროექტში მონაწილეობს. ეს მათთვის ძალიან საინტერესოა. ყოველ ინტერვიუზე, შეხვედრაზე, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობ, მერე მოდის უამრავი კითხვა ჩვენი ქვეყნის შესახებ. მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ეს ყველაფერი ავუხსნა, ვაჩვენო და გავაცნო საქართველო.
– რამდენჯერმე მოგიწია ცხოვრების თავიდან დაწყება. ჯერ იყო აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვლა, სადაც დაიბადე, გაიზარდე, შემდეგ უკვე საქართველოს დატოვება და გერმანიაში გადასვლა. ეს იყო ერთგვარი გაქცევა?
– ჩემი პოზიცია იყო გაქცევა და არა საქართველოს ჩემი სურვილით დატოვება. აფხაზეთიდან წამოსვლა თბილისში, რომ თავისუფლად მესწავლა, ესეც გაქცევა იყო და არა ჩემი სურვილი. მე დღესაც დიდი სიხარულით ვისწავლიდი სოხუმში, დიდი სიამოვნებით დავტკბებოდი იმ ქალაქში ცხოვრებით, მაგრამ შეზღუდული ვიქნებოდი. ასეთივე შეზღუდული აღმოვჩნდი საქართველოში, არა მხოლოდ სწავლის მხრივ, არამედ ზოგადად, ცხოვრების მხრივ. მივხვდი, რომ ჩემი მომავალი, როგორც მომღერლის, ვერ განხორციელდებოდა. ამიტომ, იძულებული გავხდი, როგორც ერთ დროს გალიდან თბილისში გადმოვედი, ასევე საქართველოდან გერმანიაში გადავსულიყავი.
– რა გახსოვს ყველაზე მკაფიოდ აფხაზეთში ცხოვრებიდან?
– აფხაზეთში ცხოვრების დროს გაბრაზებული ვიყავი ყველასა და ყველაფერზე. სულ ვამბობდი: რით დავიმსახურე, რომ ვიყო ამ პრობლემებში ოჯახთან ერთად; რომ ქართველებს გვეკრძალება რაღაცები, რადგან აფზახეთი ოკუპირებულია. ერთი სული მქონდა, გადავსულიყავი თბილისში, მქონოდა თავისუფალი ცხოვრება ჯარისა და ბევრი რამის გარეშე. მაგრამ, თბილისში რომ ჩამოვედი, სხვა პრობლემები შეიქმნა: არათავისუფლების შეგრძნება, შეზღუდვები, სტერეოტიპები – რომ ის ვიღაც სხვა არის და მას შეუძლია წინ წავიდეს, შენ უკან დარჩე. ეს არასამართლიანი ურთიერთობები, რომელიც მე დავინახე, იყო პიკი. აღარ შემეძლო, სხვა გზა უნდა მომენახა. გერმანიაში რომ ჩამოვედი და უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, მივხვდი: ყველაფერი, რაც გამოვიარე, ყველა ის ეტაპი –  საწუწუნო ცხოვრება და სხვა სირთულეები რომ არ გამომევლო, ვერ შევძლებდი, მარტოს ამეტანა ის, რაც გერმანიაში გადამხდა. ვერასდროს დავივიწყებ იმას, რასაც გამოვექეცი და ამ ყველაფერმა იმდენად ძლიერ პიროვნებად ჩამომაყალიბა, რომ 21 წლის ვარ და ვახერხებ, ვიარო, არ გავჩერდე და ვიბრძოლო მიზნის მისაღწევად უკვე გერმანიაში.
– გერმანიაში თუ იციან შენი ისტორია?
– კი, რამდენიმე ინტერვიუც მქონდა გაზეთში და დიდი ინტერესი გამოიჩინეს, მესაუბრა აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე. მომიწია ისეთ თემებზე მესაუბრა, ძალიან რომ მინდოდა: რას ნიშნავს საკუთარ ქვეყანაშივე იყო დევნილი. ეს კონკურსი მომცემს საშუალებას, სწავლასთან ერთად, გავხდე ცნობილი და მოთხოვნადი მომღერალი გერმანიაში. რაც მთავარია, მივიღებ იმ გამოცდილებას, რასაც ველოდებოდი კონკურსებში როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და ვერ მივიღე. ჩემი შესაძლებლობები ამ პროექტში ევროპული, ამერიკული მასშტაბებითაა შეფასებული და ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ მე საქართველოში ვერ ვიქნებოდი გაყიდვადი მომღერალი. ჩემი ჟანრი არ არის ის, რაც გაყიდვადია საქართველოში. აქ კი ჩემი შესაძლებლობები მალე დაფასდა და ეს ყველაფერი დიდ იმედს მაძლევს.
скачать dle 11.3