კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 მამაკაცმა ცოლის პარტნიორი დაბადების დღეზე მოკლა

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე

49 წლის ნოდარ ნ-ძე სამართალდამცველებმა 39 წლის ილია ფ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ნოდარ ნ-ძემ ილია ფ-ძეს ყელის არეში ბოთლით სამი  ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი მიყენებული დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ნოდარ ნ-ძემ დანაშაულის ადგილი, ანუ მეუღლის სამუშაო კაბინეტი, მკვლელობის ჩადენის შემდეგ დატოვა. მისი დაკავება მის საცხოვრებელ ბინასთან ახლოს მოხდა.
 როგორც საამართალადამცეველბისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობის მიზეზი ნოდარ ნ-ძესა და ილია ფ-ძეს შორის არსებული დაპირისპირება აღმოჩნდა. ილია ფ-ძე  დანაშაულში ბრალდებულის ცოლის, ქეთი ნ-შვილის საქმიანი პარტნიორი გახლდათ და ბოლო სამი წლის განმავლობაში, მასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. მათ ერთად სამაკლერო კომპანია ჰქონდათ გახსნილი,  რომლის ფუნქციონირებისთვის ოფისს ქირაობდნენ. ნოდარ ნ-ძე ცოლს სამსახურში საღამოობით ხშირად აკითხავდა და  ილია ფ-ძესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გამოძიებამ დაკითხა ნოდარ ნ-ძესა და ილია ფ-ძესთან დაახლოებული ადამიანები. მათი ჩვენების მიხედვით, მამაკაცებს ერთმანეთთან კონფლიქტი არასდროს მოსვლიათ. ერთ-ერთის ჩვენებით, ერთხელ საქმიან ნიადაგზე ილიასა და ქეთის შორის გაურკვევლობა მოხდა. თუმცა, ნოდარი მათ საქმეში იმ დროსაც არ ჩარეულა და ეს მამაკაცების ურთიერთობაზე არ ასახულა. რა მოხდა მკვლელობის საღამოს ოფისში და რატომ მოკლა მამაკაცმა ცოლის საქმიანი პარტნიორი, ყველასთვის გაურკვეველი იყო.
ნოდარ ნ-ძემ ილია ფ-ძე სასტიკად მოკლა.  მამაკაცმა მას გატეხილი ბოთლით ყელი გამოსჭრა და თითქმის უკვე გარდაცვლილს, ყელში კიდევ ორი ჭრილობა მიაყენა. მკვლელობა  ქეთევან ნ-შვილი და კიდევ ერთი მამაკაცი შეესწრო. პირველი ჩვენება, რომლითაც ნოდარ ნ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურდა, სწორედ მათ მისცეს გამოძიებას. ამონაწერი ქეთევან ნ-შვილის ჩვენებიდან: „მე და ილიას სამი წელია, საბროკერო ფირმა გვაქვს გახსნილი. თანხა საქმეში  თავიდანვე ილიამ ჩადო, იმის მიუხედავად, რომ მე უფრო მეტი შრომა მიწევდა, ვიდრე მას,  საქმეს ერთად მაინც ვაგრძელებდით. ილია ნოდარს მე გავაცანი და მათ შორის თავიდანვე ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ნოდარმა ილიაზე ეჭვიანობა დაიწყო, რის გამოც რამდენჯერმე კონფლიქტიც გვქონდა. ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა და მწყონდა, რომ ქმარი ღალატში მადანაშაულებდა. მე ილიაც ძალიან მიყვარდა და ქმარს, რომელიც მთხოვდა, რომ საქმისთვის თავი დამენებებინა და მარტოს გამეგრძელებინა ეს, წინააღმდეგობას ვუწევდი. ილიას არ ჩამოვშორდი. იმის მიუხედავად, რომ ნოდარი ეჭვიანობას ჩემთან გამოხატავდა, ილიასთან სხვანაირად იქცეოდა. ერთად ქეიფიც უწევდათ ხოლმე და მასთან არასდროს იმჩნევდა, რომ ეჭვიანობდა. თუმცა, ილიამ ამის შესახებ ჩემგან იცოდა. იმ დღეს, ეს ამბავი რომ მოხდა, ასეთი დანაშაულის ჩადენის წინაპირობა არ ჰქონია.  ნოდარი ცოტა გაღიზიანებული იყო, მაგრამ მის აღელვებას იმას ვაბრალებდი, რომ დილით მეზობელთან კამათი მოუხდა. იმ დღეს ილიას დაბადების დღე იყო,  რესტორანში წასვლა ვერ მოვახერხეთ და პატარა სუფრა კაბინეტშივე გავშალეთ.  სუფრასთან  ვიყავით მე, ნოდარი, ილია და ჩვენი მეზობელი ოფისის წარმომადგენელი  ვასიკო.  ილიაც და ნოდარიც ნასვამები იყვნენ, როდესაც მე და ვასიკოს, ალბათ, 20-25 წუთის განმავლოაბში ოფისიდან მოგვიწია გასვლა. როცა დავბრუნდით, ოთახში საშინელი სურათი დაგვხვდა. ილია ყელგამოჭრილი იატაკზე ეგდო, ნოდარი კი იქვე ახლოს ოჯდა და სიგარეტს ეწეოდა. უკვე გარდაცვლილ  ილიას, ყელში გატეხილი ბოთლი ჰქონდა ჩარჭობილი. ამის დანახვაზე კივილი ავტეხე. ხმაურზე ჩვენ გვერდით, ავტომობილების ნაწილების მაღაზიიდან შემოცვივდნენ კაცები, რომლებმაც თქვეს, რომ ხმაური არ გაუგიათ. ნოდარმა პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე დატოვა იქაურობა. შემთხვევის ადგილს ჩემზე მუქარით გაერიდა – შემდეგი შენ იქნებიო.“
   მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცველებმა ნოდარ ნ-ძე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.  მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და მკვლელობა ეჭვიანობის მიზეზით ახსნა, რაც დაადასტურა სასამართლო პროცესზეც.  ამონაწერი ნოდარ ნ-ძის ჩვენებიდან:  „მას შემდეგ, რაც ჩემმა ცოლმა ილია გამაცნო, მოსვენება დავკარგე. ოთხი წელი ვეჭვობდი, რომ ამ კაცს, ჩემს ცოლთან რომანი ჰქონდა. ძალიან ბევრჯერ შევუსწარი ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩემი ეჭვი უფრო და უფრო განმტკიცდა. ქეთიც ისე მექცეოდა – აბუჩად მიგდებდა და ყველაფერში ილიას მადარებდა. მეუბნებოდა, რომ მე ცხოვრების შნო არ მქონდა და ილიასთვის უნდა მიმებაძა.  ერთხელ, ისე რომ ქეთის არ გაუგია, ილიას შევხვდი და კაცურად დაველაპარაკე. ყველაფერი უარყო – შენს ცოლთან არაფერი მაკავშირებსო. ქეთი შემოგვესწრო და მითხრა, მერე გავაგრძელოთ ამაზე ლაპარაკიო.  ვგრძნობდი, რომ ეს კაცი ჩემი ცოლისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ერთხელ არჩევნის წინაშეც  დავაყენე, მაგრამ მითხრა, ილიას არ მივატოვებ, შენ წადი ჩემი ცხოვრებიდანო. ამ კაცის მიმართ ისეთ ზიზღს  ვგრძნობდი, რომ სულ შურისძიებაზე ვფიქრობდი. სულ მზად ვიყავი, მომეკლა, მაგრამ არ ვიცი, რატომ ვიკავებდი თავს. იმ დღეს ჩემი განზრახვა სისრულეში მოვიყვანე.  ილიას დაბადების დღეს ოფისში აღვნიშნავდით, მეც და ილიაც ნასვამები ვიყავით. მთელი სამი საათი საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ უყურებდა ჩემს ცოლს. მივხვდი, რომ ეს ის დღე იყო, როცა ყველაფერი უნდა დამესრულებინა. ალბათ, ორი საათი მაინც ვფიქრობდი, როგორ მომეკლა. როდესაც ქეთი და ვასიკო ოფისიდან გავიდნენ, ჩემი გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე. ტუალეტში შევედი, სადაც არყის ბოთლი მეტლახზე გავტეხე. ოთახში რომ დავბრუნდი, ილია ტელეფონზე საუბრობდა  და ჩემი შემოსვლა არ გაუგია.   ზურგიდან მივეპარე და ბოთლი პირდაპირ არტერიაში დავარტყი. მაშინვე სკამიდან  გადავარდა.  მე დავიხარე, ბოთლი ამოვაძვრე და კიდევ ორჯერ დავარტყი. თითქმის უკვე გარდაცვლილი იყო, ყველაფერი სისხლით მოისვარა, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, ვერ ვჩერდებოდი – უკვე გარდაცვლილს ბოთლს კიდევ ვურტყამდი. როცა დავრწმუნდი, რომ მკვდარი იყო, იქვე, ახლოს ჩამოვჯექი და ქეთის მოსვლას დაველოდე.  გაქცევა არც მიფიქრია. ყველაფერი განზრახ გავაკეთე, რომ ჩემი  ცოლისთვის ტკივილი მიმეყენებინა.”
სასამართლომ ნოდარ ნ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ  ბრალდებაში და14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დაზარალებული მხარე, გარდაცვლილის მეუღლის, ქეთევან ნ-შვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვდა.  მას ქმრის თანამზრახველობასა და   მკვლელობისთვის წაქეზებაში ადანაშაულებდა. თუმცა, გამოძიების მიერ ნოდარ ნ-ძის  ჩადენილ მკვლელობაში  ქეთევან ნ-შვილის მონაწილეობა არ დადასტურდა.    

скачать dle 11.3