კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (195)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

№43 როგორ დაეხმარა ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე მაია ასათიანს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ახლობლის გარდაცვალების ან მძიმე სტრესის გადატანისას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 დღეს ჩვენს საზოგადოებას სტრესულ გარემოში უწევს ცხოვრება, რასაც ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ხშირად გვიჭირს სტრესის მართვა, რაც, საბოლოოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას იწვევს. როგორ უნდა ვმართოთ სტრესი და როგორ განვიკურნოთ მისგან, ამის შესახებ გვესაუბრება, „სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის“ დამფუძნებელი დირექტორი, ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე.
გუგა სიხარულიძე:
ამა თუ იმ სახის სტრესი ნებისმიერ ქვეყანაშია. სტრესი ძალიან სუბიექტურია – ვიღაცისთვის ერთი რაღაც არასასიამოვნო ფაქტი შეიძლება, იყოს დამთრგუნველი, მეორესთვის კი – ნაკლებად დამთრგუნველი. ასევე, ცხოვრების წესის, პრიორიტეტის საფუძველზე, ვიღაცისთვის სტრესი შეიძლება იყოს საკვები. ვიღაც უსახლკაროა, ვიღაც კი იმაზე ნერვიულობს, როგორ შეიძინოს ძვირფასი ნივთი.
– დღეს საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სოციალურ ქსლებში, სადაც ძალიან ბევრი ნეგატივია დაგროვილი.
– როდესაც ადამიანი სტრესულ მდგომარეობაშია, დაძაბული, გაღიზიანებული, მშფოთვარე, ბუნებრივია, ის ამას არა მხოლოდ სუბიექტურად განიცდის და იტანჯება, მისი ქმედებებიც ხშირ შემთხვევაში, აგრესიული, გაღიზიანებული, ნეგატიური შინაარსისაა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაზეც ვსაუბრობთ, ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ასახვაა. როცა ადამიანი მშვიდი და ბედნიერია, მისი, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური, ფიზიკური კეთილდღეობა მოწესრიგებულია, შესაბამისად, ის ნაკლებად ფიქრობს ნეგატივზე. ნაკლებად გამოხატავს ვერბალურად თუ წერილობით გარშემო მყოფთა მიმართ აგრესიას, ნეგატიურ ქმედებებს. რაც შეეხება საქართველოს, გამიჭირდება იმის თქმა, რომ ჩვენთან სტრესი სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ან დაბალია – ძნელი სათქმელია. ჩემს პირად გამოცდილებას რაც შეეხება და არა – ობიექტურ რეალობას, ბუნებრივია, სტრესები არის. საქართველო მაინც გარდამავალ ეტაპზეა, როცა ჯერ კიდევ რაღაც ყალიბდება, იცვლება ადამიანის მსოფლმხედველობაში და ეს გარდამავალი ეპიზოდები მოსახლეობისთვის უფრო მეტად სტრესულია.
– რამ შეიძლება, ჩააგდოს ადამიანი სტრესში?
– სტრესი არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ერთი, რაღაც უსიამოვნო ფაქტი მოხდება და ამ ფაქტის მერე ჩნდება სტრესთან დაკავშირებული პრობლემები, ისეთი როგორიც არის დეპრესია, შფოთვითი აშლილობები. როგორც იმუნიტეტი შეიძლება, ნელ-ნელა დაქვეითდეს და კრიტიკულ ზღვრამდე მივიდეს, როცა იმუნიტეტი ვეღარ უმკლავდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ასეა ფსიქიკაც. ყოველდღიური რუტინა, პრობლემები, სულ რაღაცაზე ფიქრი, ნელ-ნელა აკუმულირდება და შემდეგ იჩენს თავს. მე ამას ვულკანს ვადარებ: ნეგატიური მუხტი გროვდება, გროვდება  და ერთ დღეს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, რაღაც ფაქტს ემთხვევა და ეს ვულკანი ამოიფრქვევა. ამ დროს მიზეზი შეიძლება, უმნიშვნელო იყოს. არის პრობლემების  მეორე ტიპი, როდესაც არის ძლიერი სტრესი, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. ეს არის პრობლემა, სადაც სტრესი არ არის მაპროვოცირებელი ფაქტორი, არამედ მიზეზად შეიძლება, ჩავთვალოთ ძლიერი სტრესი, რომელიც ადამიანის ფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთი შეიძლება იყოს ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები: წყალდიდობა, ქარიშხალი, ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მძიმე დაავადების დიაგნოსტირება. ესენი მიეკუთვნება განსაკუთრებულად ძლიერ სტრესს, რომელსაც შესწევს უნარი, რეალურ დროში გააჩინოს უშულოდ ამ სტრესთან დაკავშირებული პრობლემები. მაგალითისთვის ავიღებ ომს, საბრძოლო სიტუაციებს. აფეთქების, შეტაკების დროს ადამიანს დაეღუპა მეგობარი ან თვითონ დაზიანდა. ამ დროს ფსიქიკაში ჩნდება ისეთი ფენომენი, როგორიცაა „ფლეშბეკები“, მოგონებები – ხდება სტრესული სიტუაციის წარმოსახვა, გახსენება. პოსტტრავმული სტრესული აშლილობისთვის დამახასიათებელია ამრიდებლური ქცევა. ადამიანს, რომელმაც ომის დროს მიიღო სტრესი, ტელევიზორშიც უჭირს, თუნდაც, ფორმიანი ადამიანის ან ამ სიტუაციასთან ასოცირებული კადრების ნახვა. ზოგჯერ, შეიძლება, გარდაცვლილი მეგობრის ოჯახის წევრის ნახვაც  კი გაუჭირდეს.
– პროცენტულად ქალებს უფრო ხშირად ემართებათ დეპრესია, თუ კაცებს? შეუძლია ადამიანს სტრესის მართვა დამოუკიდებლად?
– ქალებში დეპრესია უფრო ხშირია, მაგრამ კაცებში – უფრო მძიმე. სტრესი გრძელდება თუ არის მიმდინარე პრობლემები, ან თუ ამოიწურა, ამისთვის ზოგადი რჩევა ნაკლებად გამოგვადგება. ფსიქოლოგთან ურთიერთობა, ფსიქოთერაპიული კურსის გავლა აუცილებელია. განსაკუთრებით, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის, რომლის მიზანია, აამაღლოს ადამიანის სტრესმედეგობა და კონკრეტულმა ადამიანმა იცოდეს თავისი ფსიქიკის თავისებურებების შესახებ:  ისწავლოს, როგორ შეუძლია, მას ამ ყველაფრის გადალახვა. ადამიანი ფსიქოლოგთან ერთად სწავლობს, როგორც გაუმკლავდეს სტრესს. მკურნალობა იმას მოიცავს, რომ შეიძლება, სტრესი  გრძელდებოდეს, მაგრამ ადამიანის მდგომარეობა მაინც დაუბრუნდეს ნორმას. ადამიანმა, მიუხედავად სტრესისს ხანგრძლივობისა, თავი იგრძნოს კარგად. მთავარია ერთი რამ: როცა ადამიანი ხვდება, რომ მას აქვს პრობლემა, უნდა გადალახოს ბარიერი, სტიგმა და რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მიიღებს კვალიფიციურ დახმარებას, უფრო ადვილად, ნაკლები ძალისხმევით მოხდება ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევა. თუმცა არსებობს ზოგადი კანონზომიერებები, რომელიც ყველაზე ვრცელდება. ადამიანს, რაც უფრო მრვალფეროვანი ინტერესი აქვს, მრავალფეროვან ცხოვრებას ეწევა, ნაკლებია შანსი მას სტრესთან დაკავშირებული პრობლემები დაემართოს: დეპრესია, შფოთვა, ნერვული აშლილობა.
– ანუ, სტრესისგან გათავისუფლება შესაძლებელია.
– რა თქმა უნდა.
– ადამიანებს აქვთ ფობიები. რაღაც მოვლენისადმი, საგნისადმი, ან ცხოველისადმი შიში შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი?
– შიშები და ფობიები, ძირითადად, ჩნდება ბავშვობის, ან გარდატეხის, თინეიჯერობის ასაკში. ის ხშირად უკავშირდება ბავშვობაში გადატანილ სიტუაციას, რომელიც შეიძლება, ჩვენს მეხსიერებაში არც იყოს. მნიშვნელოვანია ისიც,  ადამიანს ამ შიშთან რამდენად აქვს შეხება. მაგალითად,  ადამიანს აქვს დახურული სივრცის შიში,  ცხოვრობს მაღალ სართულზე და მისთვის აღნიშნული შიში აქტუალურია, რადგან ყოველდღე უწევს მასთან შეხება. ამ ფობიამ შეიძლება, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური და ასევე, სოციალური პრობლემები შეუქმნას. ფობიებს მედიკამენტებით ვერ მოიხსნი. მათი მოხსნა ხდება კონკრეტული ფსიქოთერაპიული მეთოდით, რომელიც ჩვენს ცენტრში გვაქვს დანერგილი.
– სტრესი, თუნდაც შიშები, ხშირად აგდებს ადამიანს პანიკაში.
– არსებობს შფთოვა ანუ უსაგნო შიში – კონკრეტულად, არაფრის გვეშინია, მაგრამ იგივე შეგრძნება გვაქვს, როგორც შიშის დროს.  შიში კი იგივე შფოთვაა, ოღონდ არსებობს ობიექტი, რისიც გვეშინია. პანიკა უკვე რეგისტრია – სიმძიმის ხარისხი. თუ შფთოვის ან შიშის შეგრძნების ამპლიტუდა მაღალი, ძალიან ძლიერია, ამ დროს ადამიანს ემართება პანიკა. პანიკაში მყოფს იმდენად ძლიერი აქვს შიში და შფოთვა, რომ თითქოს გონებაც ებინდება. გამოუვალი მდგომარეობა დგება მისთვის და არ იცის, მოცემულ სიტუაციაში, რა გააკეთოს. შეიძლება, არაადეკვატურადაც მოიქცეს, აქტიურად ითხოვდეს შველას.
– როგორ უნდა შეძლოს ამ დროს საკუთარი თავის მართვა?
– ასეთ დროს ხშირად ახლობლები ეუბნებიან. რად გინდა ექიმი, მედიკამენტები, თავი ხელში აიყვანე. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად, რთული. ზუსტად, საკუთარი თავი რომ ვერ აიყვანა ხელში, ფსიქიკას გამოელია დამცველობითი რესურსი, იმიტომ დაემართა შფოთი, დეპრესია. ამიტომ მედიკამენტებიც, ფსიქოთერაპიაც იმისთვისაა, რომ დავეხმაროთ ადამიანს,  ეს გადალახოს.
– ხშირ შემთხვევაში, ადამიანს საკუთარი კაპრიზების, მოთხოვნების შეუსრულებლობა უქმნის პრობლემებს. ეს შეიძლება, გახდეს სტრესის მიზეზი?
– ფსიქიკური პრობლემები რამდენიმე დიდ ჯგუფად იყოფა. პირველი ჯგუფი – ეს არის სტრესი და სტრესთან ასოცირებული, როგორიც არის: შფოთვითი აშლილობები, პანიკური აშლილობები, სხვადასხვა სახის ფობია. მეორეა აფექტური სპექტრის – გუნება-განწყობის, როგორიც არის დეპრესია, მანია და ასე შემდეგ. არის ასევე, ერთი ჯგუფი:  ქარაქტეროლოგიური, ანუ ხასიათობრივი თავისებურებები. ადრე ამას ფსიქოპათია ერქვა და ახლა ჰქვია პიროვრული აშლილობები. ეს არის ხასიათის უკიდურესი თავისებურება – ჩვენი ხასიათობრივი ნიშნები, ცოტა ისტერიკულობა, ეგოცენტრიზმი. როცა ეს ნიშნები მკვეთრადაა გამოხატული, ხელს გვიშლის გარკვეულ სოციალურ ადაპტაციაში. პრეტენზიული ხასიათის ადამიანი, ისტერიკული, ეგოცენტრული – ეს სწორედ ხასიათის პათოლოგიაა და ფსიქოპათი, ანუ ადამიანი პიროვნული აშლილობით, პრობლემებს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს.
– როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ხართ ის ექიმი, რომელიც მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების შემდეგ დაეხმარა ამ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლაში.
– კი და მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რაც მაიამ გაასაჯაროვა. მე მაშინაც აღვნიშნე გადაცემაში და ახლაც ვამბობ, რომ როდესაც რაღაც ტრაგედია მოხდება, ოჯახის წევრი გარდაიცვლება, ადამიანებმა თავი არ უნდა აარიდონ ამაზე საუბარს. გულში კი არ უნდა ჩაიკლან, პირიქით, უნდა ილაპარაკონ, უნდა მოიგონონ ის ადამიანი. უნდა გაიხსენონ ის კარგი დღეები, ფაქტები, რაც მასთან ერთად მომხდარა. თუმცა, ყველაფერს სჭირდება ზომიერება, მათ შორის, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, სტერსში და ემოციების მართვაშიც. მაია ძალიან ძლიერია და მიხარია, რომ მან ყველაფერი ბრწყინვალედ, სწორად გააკეთა. ეს აბსოლუტურად მისი დამსახურებაა.
– როგორც ვიცი, ნანუკა ჟორჟოლიანიც თქვენი პაციენტი იყო და ზოგადად, ბევრ ცნობილ ადამიანს დაეხმარეთ.
– ყველანი ადამიანები ვართ, შესაბამისად, არავინაა გამონაკლისი. ყველას შეიძლება დაემართოს ნევროზი, დეპრესია, ნებისმიერი ფსიქიკური პრობლემა. რაც მთავარია, ეს არ არის სირცხვილი, სისუსტე. ყველა ადამიანს აქვს პრობლემა, აქვს სტრესი და მას სჭირდება მკურნალობა.

скачать dle 11.3