კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ დაამხეს ქართველმა ერისთავებმა ოსთა მრბეველი მეფე, ოსებისა და სომხების დახმარებით და რატომ აიყვანეს ტახტზე მისი დისწული

თათია ფარესაშვილი გიორგი მახობეშვილი

„ქართლის ცხოვრება“ გვიამბობს, რომ ქართლის მეფე ამაზასპი ყოფილა: „კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქველისა“. „ქართლის ცხოვრებასა“ და „მოქცევაÎ ქართლისაÎს“ მანამდე დასახელებული ჰყავს სხვა, წინამორბედი მეფე ამაზასპი. ანუ, ეს მეფე, რომელზეც გვაქვს საუბარი, ამაზასპ მეორეა.  
მისი მეფობის დროს ოსებმა ქართლის ხელმწიფისთვის შეუმჩნევლად, გადმოვლეს დვალეთის გზა და შემოვიდნენ ქართლში. არაგვის კარი, იგივე დარიალი, ჩაკეტილი ჰქონდათ ქართველ მეფეებს. რამდენიმე საუკუნით ადრე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის შუა ხანებში, ქართლის მეფე მირიან პირველმა, რომელსაც თეიმურაზ ბაგრატიონი ასე ახასიათებს: „მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი, უხვი, მოწყალე და კეთილის-მოყვარე“, ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთში გადასასვლელ ვიწრო უღელტეხილზე ქვითკირის ციხე ააშენა და დვალეთის გადმოსასვლელი, არაგვთა კარი, დარიალი ჩაკეტა. ქართველი მეფეები მუდამ აკონტროლებდნენ ამ სტრატეგიულ გადმოსასვლელს. მაგრამ, რატომღაც, რამდენიმე საუკუნის მერე, ქართლის მეფეს ამაზასპს დროზე ვერ შეუტყვია ოსთა შემოჭრა, სანამ არ გადმოიარეს ოსებმა კავკასიონის ქედი და ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოვიდნენ. ოსებმა, ალბათ, მოულოდნელად, ღალატით მოახერხეს დარიალის კარის გამოვლა, ან სიფხიზლე მოდუნებული ჰქონდათ ქართველებს.
იმ ხანებში, დაახლოებით თვრამეტი საუკუნის წინ, დვალეთის გავლით ოსთა ქართლში გადმოსვლა, კიდევ ერთხელ, მეათასედ ამტკიცებს, რომ ოსები, ყოველთვის ცხოვრობდნენ კავკასიის ქედის ჩრდილოეთ მხარეს და სამხრეთ კავკასიაში, საქართველოში, არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ არასდროს არსებობდა. ოსეთის სამხრეთი, ანუ სამხრეთ ოსეთი, გეოგრაფიულად ჩრდილო კავკასიის ტერიტორია, დვალეთის ჩრდილოეთით (ოღონდ მთლად ისე არა, როგორც დღესაა, ჩრდილოეთ ოსეთი ინგუშურ ტერიტორიებსაც რომ მოიცავს, უკანონოდ). დვალეთი მუდამ საქართველოს ნაწილი იყო და მის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ ოსები ძველად.  
ჩვენს ტერიტორიაზე, ჩრდილო ქართლში შემოჭრილი ოსები რვა დღე დადგნენ ლიახვის სანაპიროზე დასასვენებლად. მარბიელი რაზმები არ გაუშვიათ საძარცვავად, რადგან ემზადებოდნენ დიდი ქალაქის, მცხეთის შესამუსრავად.
შეიტყო თუ არა ამაზასპ მეფემ ოსების შემოჭრის ამბავი, სწრაფად დაიწყო ომისთვის მზადება. მოუწოდა იბერიის სამეფოს ერისთავებს. მეფის ბრძანებაზე გამოცხადდნენ ერისთავები აღმოსავლეთ საქართველოდან: ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა, ერისთავი სამშვილდისა. მოვიდნენ სასპასპეტოს მხედრებიც შიდა ქართლიდან. სანამ დასავლეთ საქართველოდან სხვა ერისთავებიც მოსვლას მოასწრებდნენ, დაიძრნენ ოსები და მიადგნენ ქალაქ მუხნარს (მუხრანს).
ამაზასპ მეფემ მცხეთის ციხეებსა და მის მიმდებარე სიმაგრეებში ჯარი ჩააყენა. მცხეთელი ქვეითები იცავდნენ გზას და სიმაგრეებს. მათ გარდა, რომლებიც ციხე-სიმაგრეებსა და კარებს იცავდნენ, ოცდაათი ათასი ქვეითი გამოიყვანა მეფემ და ათი ათასი მხედარი. განაწესა ამაზასპ მეფემ ქვეითები არაგვის გაღმა-გამოღმა სიმაგრეებში. მხედრებით დადგა ადგილზე, რომელსაც ჰქვია საფურცლე. არაგვის ხეობაში, სადაც ახლა სოფელი ნატახტარია. ზურგიდან მეფეს და მის მეწინავეებს იცავდნენ მცხეთის კარებში მდგარი მეომრები. რადგან მრავალრიცხოვანი იყო ქართლში შემოჭრილი ოსების ჯარი, ამიტომ, ქართლის მეფე დამატებით ძალებს ელოდა, რომლებსაც ჯერ ვერ მოესწროთ მოსვლა.
დაიწყეს ბუმბერაზმა ფალავნებმა ორთაბრძოლები. იმ დროს ეს გავრცელებული პრაქტიკა გახლდათ. გენერალური ბრძოლის წინ, დაპირისპირებული ჯარების მეომრები ერთი-ერთზე ერკინებოდნენ ერთმანეთს. ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასეთ შერკინებაში გამარჯვებას. გამოვიდა ამაზასპი მშვილდით. თავისი მაგარი მკლავით ესროდა გულფიცხელი მეფე მტერს ისრებს. ისე შორს ისროდა, რომ მის პირდაპირ მდგარი ოსები ვერც კი ხედავდნენ, ხელში ეკავა თუ არა მშვილდი და თუ ესროდა მათ. ისეთი სიძლიერით მიფრინავდა მეფის მიერ ნასროლი ისრები, რომ მტრის ჯავშანი ვერ უძლებდა. იმ დღეს ამაზასპმა დახოცა თხუთმეტი რჩეული ოსი მეომარი და მრავალს ცხენიც მოუკლა. ამაზასპის სხვა მეომრებმაც უამრავი ოსი მეომარი მოკლეს. დიდი ზიანი მიადგა ოსების ლაშქარს.
შებინდებისას ამაზასპ მეფე შევიდა ქალაქში მხედრებთან ერთად, ქვეითები კი იდგნენ იმავე ადგილებზე და იცავდნენ ციხის კარს. ღამით მოემატა ქართველთა ჯარს მხედრები, რომლებმაც მანამდე, სიჩქარის გამო ვერ მიასწრეს მოსვლა, ერისთავთა ლაშქართან ერთად.
მეორე დღეს, ამაზასპ მეფე ჰოროლებით (შუბებით) შეიარაღებული გავიდა მინდორში. მასთან შესაჭიდებლად გამოვიდა ოსი მებრძოლი, რომელსაც ერქვა ხუანსუა. ის რჩეული მეომარი ყოფილა ოსთა ჯარში. ყვირილით დაიძრნენ ამაზასპი და ხუანსუა ერთმანეთის შესატევად. პირველსავე შეტევაზე ჰოროლი სტყორცნა ჩვენმა მეფემ. გახვრიტა ოსი ხუანსუა მეფის შუბმა და უსულოდ დაეცა მიწაზე. ამოიღო ხმალი მეფემ და მიეტევა იქვე ახლოს მყოფ ოს მეომრებს, უმალ მოკლა ორი სხვა მებრძოლი ოსიც. შემობრუნდა და შევიდა ქალაქში მხედრებთან ერთად.
ქვეითები კვლავ ქალაქის კარებს დარაჯობდნენ. იმ ღამითაც მოემატა ქართველთა მეფეს მხედრები.
ოსებმა თავდასხმა განიზრახეს. მაგრამ, ქართველებს სამხედრო ხელოვნებაში მოულოდნელი დარტყმის ეფექტი კარგად ჰქონდათ დამუშავებული. დაასწრო ოსებს ამაზასპ მეფემ, გამთენიისას მხედრობითა და ქვეითთა ნაწილებით თავს დაესხა მტრის ბანაკს, მოკლა ოსთა მეფე. დახოცეს უამრავი ოსი ჯარისკაცი ჩვენმა წინაპრებმა. ნაწილი გაიქცა.
ეს არ აკმარა თავხედ ოსებს ამაზასპ მეფემ. შემდეგ წელს კვლავ შეკრიბა ლაშქარი, მოიხმო თავისი სიძის, სომეხთა პართიული წარმოშობის მეფის ჯარიც, გადალახა კავკასიის ქედი, შეიჭრა ოსთა მხარეში, მოარბია და გამარჯვებული დაბრუნდა შინ.
მაგრამ, ამის შემდეგ ვითარება გართულდა ქართლში. მემატიანის სიტყვით, მეფეს ხასიათი შეეცვალა, ამპარტავანი გახდა და დაიწყო ადამიანების დასჯა. მოკლა მრავალი წარჩინებული. ამის გამო, მოიძულეს ის ქართველებმა. მემატიანის სიტყვით, მეფემ სომხებსაც მტრობა დაუწყო და შეიყვარა სპარსები.
განუდგა ამაზასპს დასავლეთ საქართველოს ხუთი ერისთავი: ორივე ერისთავი ეგრისისა, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. გადაწყვიტეს, ახალი მეფე აეყვანათ ტახტზე. მოელაპარაკნენ სომეხთა მეფეს და სთხოვეს მას მისი ძე, დისწული ამაზასპისი, მეფედ. მეფე სომეხთა, მრავალრიცხოვანი არმიით გამოემართა ქართლისკენ, დახმარებისთვის მოუწვევიათ ბერძნებიც (ალბათ, რომაელები), ასევე, სხვებიც. ამაზასპის მტრები ოსებსაც გაურიგდნენ. ოსები სიხარულით გამოემართნენ საქართველოსკენ. მათ ხომ ამაზასპი სძულდათ, რადგან მათი მეფე, მრავალი მეომარი და თანამემემულე ჰყავდა დახოცილი. გადმოვლეს დვალეთი ოსებმა, ალბათ, ისევ ღალატით, მერე თაკვერის გზით ეგრისის ერისთავებს შეუერთდნენ.
ამაზასპმა მოუწოდა სპარსელებს დახმარებისთვის და შეკრიბა ლაშქარი  ქართველთაგან, ვინც ჯერ კიდევ ემორჩილებოდა. აქ ჩანს, რომ ქართლის ტახტისთვის მებრძოლი მხარეები სხვადასხვა ძალებს უხმობდნენ დასახმარებლად.
ოსებმა და მეგრებმა გადმოვლეს ლიხის მთა. შეუერთდნენ ამაზასპისგან გამდგარ ქართველ ერისთავებს და ერთად მივიდნენ სომეხთა პართიული წარმოშობის მბრძანებელთან.
ამაზასპი გულადი ყოფილა, არ შეუშინდა უცხოელი მტრებისა და მისი მოღალატეების სიმრავლეს. მიეგება მათ გუთისხევთან. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. ვერავინ აღმოჩნდა სომეხთა, ბერძენთა, ოსთა, მეგრთა და ქართლელთა შორის ისეთი, რომელსაც შეეძლო, შებრძოლებოდა ამაზასპს პირისპირ. მაგრამ, დამარცხდა ამაზასპის ჯარი და გაიქცა. ამაზასპ მეფე მოკლეს ბრძოლაში. გამარჯვებულებმა ქართლში მეფედ დასვეს სომეხთა მეფის ვაჟი, ამაზასპ მეფის დისწული, რომელსაც ერქვა რევი. ახალ მეფეს რევ მართალი უწოდეს ქართველებმა, თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა.  
скачать dle 11.3