კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს ბავშვებში ტკბილეულმა და როგორ გადავაჩვიოთ ისინი დიდი რაოდენობით ნუგბარს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

იშვიათად მოიძებნება ბავშვი, რომელმაც შეიძლება, ტკბილეულზე უარი თქვას და ხილი ან ბოსტნეული აირჩიოს. ბავშვის შაქრით გატაცება მხოლოდ არასწორ კვებას არ უკავშირდება. მოზარდის ორგანიზმი ზღვა ენერგიას მოითხოვს, რაც მხოლოდ გლუკოზამ შეიძლება მისცეს. ამ ნივთიერების წყარო კი, შაქრის შემცველი პროდუქტებია. შაქარი ტვინში, ეგრეთ წოდებული, ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინისა და სეროტონინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს. მიაჩნიათ, რომ  ტკბილეული მავნებელია და ბავშვებს მისი მიღება უნდა დავუშალოთ. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა; რომელი ტკბილეული პროდუქტია ბავშვისთვის სასარგებლო და რომელი – მავნებელი; გვესაუბრება ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგთა გაერთიანების წევრი, პედიატრიული „პრივატკლინიკის“ ბავშვთა გასტროენტეროლოგი –  ნათია ცირდავა.
ნათია ცირდავა:
ბავშვის ორგანიზმისთვის ენერგიის  წყარო ნახშირწყლებია, რაც ტკბილეულის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. 2 წლის ზემოთ, ბავშვის საკვები რაციონის კალორიულობის 50-60 პროცენტი, სწორედ ნახშირწყლებზე მოდის. თუმცა, აუცილებელია, ეს კალორიულობა შეივსოს ბავშვისთვის სასარგებლო ნახშირწყლებით და არა შაქრით გამდიდრებული მაღალკალორიული საკვებით. ნახშირწყლები იყოფა ორ ჯგუფად, მარტივი ნახშირწყლები (ეგრეთ წოდებული შაქარი) – ფრუქტოზა, გლუკოზა და ლაქტოზა ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. დიდი რაოდენობით მათი მიღება სისხლში შაქრის დონის მომატების (ჰიპერგლიკემიის) მიზეზი ხდება. რთული ნახშირწყლები (სახამებელი), ძირითადად,  გვხვდება სახამებლის შემცველ ბოსტნეულში: ბრინჯში, პურში, მარცვლეულში. ორგანიზმის მიერ ძნელად იშლება მარტივ ნახშირწყლებად, ნელ-ნელა შეიწოვება და შესაბამისად, ორგანიზმისთვის ბევრად სასარგებლოა. დაუმუშავებელი მარცვლეული შედგება სამი ნაწილისგან და ეს არის ქატო, ბუტკო, ენდოსპერმა, მაშინ, როცა დამუშავებული (რაფინირებული) მარცვლეული შეიცავს მხოლოდ ენდოსპერმას. ამიტომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაუმუშავებელი ნახშირწყლების მონელებას დიდი დრო სჭირდება, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმს სისხლში გლუკოზის დონის რეგულირების საშუალებას აძლევს. შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც აძლიერებს ნაწლავების მოტორიკას და ამცირებს ყაბზობის განვითარების რისკს ბავშვებში.  წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების წყაროს: დაუმუშავებელი მარცვლეული შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალებს, როგორიცაა: B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი და რკინა.
– რომელი ნახშირწყალი მიიჩნევა „ცუდ ნახშირწყლებად“ და „კარგ ნახშირწყლებად“?
– ცუდ ნახშირწყლებს მიეკუთვნება, ეგრეთ წოდებული, მარტივი ნახშირწყლები, რომლის  წყაროა: გაზიანი სასმელები, ნაყიდი ნატურალური წვენები, შაქარი, ფუნთუშა, ტკბილეული და შაქრით გამდიდრებული უამრავი პროდუქტი. ჩვენდა სამწუხაროდ,  ხშირად ბავშვების საკვები რაციონი მდიდარია აღნიშნული პროდუქტებით.  ეს  საკვები პროდუქტები გამოირჩევა  მაღალი კალორიულობით და დაბალი საკვები ღირებულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მარტივი ნახშირწყალი ორგანიზმისთვის მავნებელია. მაგალითად, ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტებიც მარტივი ნახშირწყლების წყაროა, თუმცა მდიდარია არა მხოლოდ ნახშირწყლებით, არამედ ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ეს კი თავის მხრივ, აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. სასარგებლო ნახშირწყლებს მიეკუთვნება დაუმუშავებული მარცვლეული პროდუქტები, რომელიც შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, მაგალითად: ყავისფერი ბრინჯი, შვრია, მარცვლეულის პური და ბურღულეული. ასეთი პროდუქტები, საკვებ რაციონში ბავშვს იცავს დიაბეტის და გულის სხვადსხვა დაავადებისგან.
– რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს მარტივმა ნახშირწყლებმა?
–  მარტივი ნახშირწყლების დიდ შემცველობას ბავშვის საკვებ რაციონში სხვადასხვა გვერდითი ეფექტი აქვს. ცდებით დადგინდა, რომ ტკბილეული იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, მადის დაქვეითებას (მაღალი კალორიულობის გამო), სიმსუქნეს, კბილების კარიესს, აღგზნებას და ასე შემდეგ. აღნიშნული საკვები გამოირჩევა მაღალი კალორიულობითა და დაბალი საკვები ღირებულებით. თუმცა, ისეთი საკვები, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, რომლებიც ასევე მდიდარია მარტივი ნახშირწყლებით, ბავშვის საკვები რაციონის აუცილებელ, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების გამო, ხელს უწყობს ბავშვის ზრდა-განვითარებას, იმუნიტეტის გაძლიერებას.
– რას გვეტყვით ფერად შოკოლადზე, კანფეტებზე? „ჩუპა-ჩუპსი”, „ჟელი-ბონი“, საღეჭი რეზინი – რამდენად რეკომენდებულია მათი მიღება?
– შაქარყინულის კანფეტები, „ჟელი-ბონი“, „ჩუპა-ჩუპსი“ და ასე შემდეგ – ასეთი კანფეტები ყოველ მეორე ბავშვს უჭირავს ხელში, რაც ძალიან ცუდია. ეს არის მთლიანად ხელოვნური ნაერთებისგან შექმნილი პროდუქტი, რომელიც საღებავებითა და ქიმიური ნივთიერებებითაა გაჯერებული. „ჟელი-ბონის“ გამოყენება ბავშვთა ასაკში იწვევს მადის დაქვეითებას, კარიესს, სიმსუქნეს. ამასთან, ძნელად მოსანელებელი პროდუქტია.
ამის შემდეგ მოდის ტკბილი, გაზიანი სასმელები, რომელიც მიჩვევას იწვევს. ამ ტიპის სასმელი უარყოფით ნივთიერებებს აგროვებს ორგანიზმში და არავინ იცის, დროთა განმავლობაში, როგორ იმოქმედებს ჯანმრთელობაზე. ეს სასმელები სინთეზური ნივთიერებებისგანაა დამზადებული. რაც შეეხება საღეჭ რეზინს, სრულ სინთეტიკასთან გვაქვს საქმე. დიდი ხნით კევის ღეჭვა ბავშვებში იწვევს ჯირკვლის სისტემურ გაღიზიანებას და კუჭის წვენის გამოყოფის გააქტიურებას. თუ ამას ქიმიურ ნივთიერებებს დავუმატებთ, რომლებსაც კევი შეიცავს, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ჩვენს პატარებს ეს ნამდვილად არ სჭირდებათ. შოკოლადი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში საერთოდ აკრძალულია. შემდეგ ასაკში შეიძლება, თეთრი შოკოლადის გამოყენება, თუმცა, რადგან მაღალკალორიულია და საკვებად ნაკლებღირებული (ნაკლებია ვიტამინები და მინერალები), მისი მიღება არ არის რეკომენდებული. ამასთან, იწვევს სიმსუქნეს და კარიესს. შავი შოკოლადი შაქართან ერთად  შეიცავს კოფეინსაც, რაც ბავშვთა ასაკში არ არის რეკომენდებული.
– აღნიშნული ტკბილეულის საერთოდ აკრძალვა ბავშვისთვის ან ხილით ჩანაცვლება, შეუძლებელია. როგორ განვსაზღვროთ ასეთი ტკბილეულის რაოდენობა და შევამციროთ ის ბავშვების რაციონში?
– ბავშვის საკვები კალორიულობის 10 პროცენტი შეიძლება მოდიოდეს, ეგრეთ წოდებულ, თავისუფალ შაქარზე (ეს არის სხვადასხვა პროდუქტში მწარმოებლის მიერ დამატებული ნახშირწყლები). მაგალითად, 7-10 წლის ბავშვის დღიურ ნორმას წარმოადგენს 24 გრამი თავისუფალი შაქარი, რაც 6 კუბიკი შაქრის ექვივალენტია. 4-6 წლის – მხოლოდ 19 გრამი, 5 კუბიკი შაქარი, ხოლო 4 წლამდე ასაკის ბავშვებში თავისუფალი შაქრით გამდიდრებული სასმელებისა და საკვების მიღება არ არის რეკომენდებული.  აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი პატარა ბოთლი გაზიანი სასმლის შემადგენლობაში შემავალი თავისუფალი შაქრის შემცველობა არის 9 კუბიკ შაქარზე მეტი. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. უმჯობესია, პატარას არ გავასინჯოთ ასეთი პროდუქტები. შეჩვევის შემთხვევაში, ჩავანაცვლოთ სახლში დაწურული ნატურალური წვენებით, ჩვეულებრივი რძით, წყლით. შევთავაზოთ ხილი და თუ არ უყვარს, ხშირად, წახალისებით დავაინტერესოთ. მაგალითად, თუ ხილს შეჭამ – საჩუქარს მიიღებ ან რაიმეს უყურებ და ასე შემდეგ. აკრძალვა, ხშირად, უკურეაქციას იწვევს. ამიტომ, ჯობია, თამაშისა და წახალისების მხრივ მიუდგეთ და რაც მთავარია, მშობელი არ უნდა ჭამდეს აღნიშნული სახის ტკბილეულს.
скачать dle 11.3