კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ფერების თეორია

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

ძალიან საინტერესო ტესტია. უცებ, ბევრი ფიქრის გარეშე, თქვით, რომელია თქვენი პრიორიტეტული ფერი ამ მომენტისთვის და შემდეგ ნახეთ ტესტის პასუხები.
მაშ, ასე..
.
1. ცისფერი – თქვენ ახლა გაურკვევლობაში ხართ. აუცილებლად უნდა დაისახოთ მიზანი, რომელსაც ხანგრძლივი და შეუპოვარი შრომით მიაღწევთ. მთავარია, ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების და დრო უქმად არ დაკარგოთ.
2. თეთრი – თქვენ აღსავსე ხართ ძალითა და ენერგიით. გამოიყენეთ  ეს სასიკეთოდ. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდებათ. თქვენზე კარგად ამის გაკეთება არავის შეუძლია.
3. ღია კრემისფერი – თქვენ გჭირდებათმზრუნველობა და სიმყუდროვე. განწყობის ასამაღლებლად, უყურეთ მხიარულ ფილმებს, ან მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძი. გაანებივრეთ საკუთარი თავი. ამაში ცუდი არაფერია. საკუთარი თავის სიყვარული ნაკლი არაა.
4. წითელი – ძალიან ბევრი აგრესია და ნეგატიური ენერგია დაგგროვებიათ. თუ ამისგან არ გათავისუფლდებით, წინ ვერ წახვალთ. აირჩიეთ აქტიური სპორტი, შოპინგი ან ფიზიკური შრომა. თუ არ გაქვთ, გაიჩინეთ ჰობი.
5. ყვითელი – თავს მარტოსულად გრძნობთ და გჭირდებათ მეგობრული ურთიერთობები. თქვენთან დაპატიჟეთ ახლობლები.  მათთან საუბარი ჭიქა ჩაიზე სულიერი წონასწორობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
6. მწვანე – ძალიან გინდათ, ცვლილებები. შინაგანად მიილტვით ამისკენ. ეცადეთ, კარდინარულად არაფერი შეცვალოთ. უბრალოდ, ვარცხნილობის, ან სტილის შეცვლა, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაიბრუნოთ სულის სიმხნევე, საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა. ასეთს კი წინ ვერაფერი დაგიდგებათ
7. ვარდისფერი – აშკარად ძალიან დაგღალათ ყოფამ და გარემოს შეცვლა, ემოციური გადატვირთვა გჭირდებათ. აიღეთ შვებულება ან რამდენიმე უქმე დღე და გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც დიდი ხანია, გინდოდათ.
8. ნარინჯისფერი – ყურადღება გაკლიათ. ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტი გაქვთ. გართობა დიდ და ხმაურიან კომპანიაში – აი, რა გჭირდებათ ახლა. გაიკეთეთ ლამაზი ვარცხნილობა, ჩაიცვით საყვარელი კაბა და წადით მხიარულ საღამოზე. ასე, ნამდვილად არ დარჩებით ყურადღების გარეშე.
9. შავი – ახლა ძალიან დაღლილი ხართ, გადაღლილიც კი.  გჭირდებათ კარგი დასვენება, გამოძინება და უსარგებლო ინფორმაციისგან გათავისუფლება.
10. იისფერი – რატომ არ აღიარებთ, რომ  დაიღალეთ ხალხთან მუდმივი ურთიერთობებისგან. რაღაც პერიოდით განმარტოვდით და დატკბით სიმშვიდით. ძალიან დამოკიდებული ხართ სხვის აზრზე, ამიტომ უნდა იცხოვროთ ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოთ, რას ლაპარაკობენ ან ფიქრობენ თქვენზე სხვები.
11. რუხი – თქვენ დაღლილი ხართ მკვეთრი ცვლილებებით – მუდმივი აღმაფრენითა და ვარდნით. სცადეთ, ორგანიზება გაუკეთოთ საკუთარ ცხოვრებას და დაგეგმოთ საქმიანად დღეები.  გრაფიკის დაცვა დაგეხმარებათ ცხოვრების რიტმის ნორმალიზებაში.
12. ლურჯი – ახლა თქვენ არჩევნის წინაშე დგახართ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ზოგჯერ საჭიროა პაუზა გააკეთოთ, დაისვენოთ და ისე გააგრძელოთ სვლა საკუთარი მიზნისკენ.
13. სალათისფერი – რატომ ფიქრობთ, რომ ცხოვრება უფერული გახდა?! შეცვალეთ რაღაც, გაემგზავრეთ სამოგზაუროდ ან დაკავდით თქვენთვის უჩვეულო საქმიანობით. მკვეთრი ცვლილებები მძაფრ ემოციებს მოგგვრით, რაც ძალიან მოგეწონებათ.
14. ყავისფერი –  გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებით. სწორედ ახლაა აუცილებელი საყრდენი და მხარში დგომა. აგრძნობინეთ ახლობლებს, რომ მათი დახმარება გჭირდებათ და ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.
ელენე წულუკიძე
скачать dle 11.3