კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 იმიტირებული მკვლელობა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი


მეგრე იმ დღეს ისვენებდა, მისი ბიჭები ერთი ფინანსური მაქინაციებით განთქმული თაღლითის ასაყვანად უნდა წასულიყვნენ მონმარტრის 116 ნომერში, მაგრამ ვერ გაჩერდა კაბინეტში. შესცივდა კიდეც და როცა ლუკასი დაინახა, თითქოს გაუხარდა, რომ მის გარეშე ვერაფერი გააკეთეს.
– რა მოხდა, ლუკას, დააპატიმრეთ დამნაშავე?
– არა, შეფ, ოსკარ ლაჟე იქ არ დაგვხვდა. მისმა თანაშემწემ გვითხრა, ოთხი საათისთვის მოვაო.
– მეც წამოგყვებით, თორემ ამ გაყინულ კაბინეტში მოვიწყინე. ვინ არის?
– თაღლითიაო, ამბობენ... დიდი ოფისი აქვს და უამრავი კრედიტორი ელოდებოდა.
– კარგი, წამოვალ ოთხი საათისთვის.
ანუ, მეგრე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, ერთი შეხედვით, უინტერესო საქმეში, რომელმაც მოულოდნელი მიმართულება მიიღო. ოფისში რომ მივიდნენ, მისაღებში ლაჟეს თანაშემწე დაუხვდათ, ვინმე ერნსტ დეშარნო, რომელიც კონვერტებზე მარკებს აწებებდა. იქვე, მოსაცდელში რამდენიმე ადამიანი იჯდა.
– მოვიდა ოსკარ ლაჟე? – ჰკითხა მეგრემ, თან ჩიბუხს ეწეოდა და თანაშემწეს, საბრალო გამომეტყველება რომ ჰქონდა, ყურადღებით აკვირდებოდა.
ერნსტმა გამომძიებელს შეხედა და კარისკენ გაიხედა.
– მგონი, მოდის. კიბეზე მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე. თითქოს კაბინეტის კარიც მიიხურა. მოიცადეთ, ახლავე ვნახავ, – ის იყო კაცმა ასადგომად წამოიწია, რომ ოფისში გასროლის ხმა გაისმა.
– არავინ გაინძრეს! – იყვირა მეგრემ, – ლუკას გამომყევი.
ვიწრო დერეფნის ბოლოს კაბინეტის კარი ოდნავ იყო შეღებული. დიდ, მოჩუქურთმებულ მაგიდას ზორბა მამაკაცი უჯდა. საფეთქელი ტყვიით ჰქონდა გახვრეტილი და ზედ სისხლი შემხმარიყო. იატაკზე, მამაკაცის ხელის ქვეშ, პისტოლეტი ეგდო.
– ეს ოსკარ ლაჟეა? – მიუბრუნდა მეგრე თანაშემწეს, რომელიც მის ზურგს უკან იდგა.
– დიახ. ეს, ეს თვითმკვლელობაა?
– ვნახოთ, – მეგრეს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ აქ, რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, – პოლიციაში დარეკეთ, უთხარით, რომ აქ გვამია. ჯგუფი გამოგზავნონ, ოფისიდან არავინ გავიდეს, ყველა პირადად უნდა დავკითხო... ეი, ვინ იმალება მანდ, ფარდის უკან? – მეგრემ სქელი, ხავერდის ფარდა გადასწია და პოლიციელებმა ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი ქალი დაინახეს.
– მე მისის ლაჟე ვარ და გეფიცები, როცა ოთაში შემოვედი, ჩემი ქმარი უკვე მკვდარი იყო. მერე თქვენც შემოცვივდით და შემეშინდა, ამიტომაც დავიმალე ფარდის უკან.
– კაბინეტში როგორ აღმოჩნდით?
– მე ყოველთვის სათადარიგო შემოსასვლელით ვსარგებლობ. ჩემი კაბინეტი კი, აქვეა, ამ ოთახის გვერდით. საქმეებზე ვიყავი გასული და რომ დავბრუნდი, ქმარს შემოვუარე. ის კი ამ მდგომარეობაში დამხვდა.
– გასროლის ხმა არ გაგიგონიათ? – მეგრემ კეფა მოიქექა.
– არა, – თავი გააქნია ქალმა, – ხომ გითხარით შემოვედი, ქმარი კი მკვდარი დამხვდა, ზუსტად ამ მდგომარეობაში. დაყვირებაც კი ვერ მოვასწარი. ნაბიჯების ხმა გავიგონე. შემეშინდა და ფარდის უკან დავიმალე. ახლა რას იზამთ, დამაპატიმრებთ? გეუბნებით, ქმარი მე არ მომიკლავს. ძალიან მიყვარდა, ყველა სურვილს მისრულებდა.
მეგრემ ქალს ხელი მოჰკიდა, კაბინეტიდან გაიყვანა და ლუკასს სთხოვა, წყალი მიეტანა მისთვის. შემდეგ ექსპერტის მუშაობას აკვირდებოდა. იარაღზე მხოლოდ მფლობელის, ლაჟეს ნათითურები აღმოჩნდა.
– თვითმკვლელობაა... – თქვა ექსპერტმა და რამდენიმე პოლიციელმა თავი დაუქნია. მაგრამ, მეგრეს თავისი ეჭვები ჰქონდა.
– თუ თვითმკვლელობა იყო, ქალბატონმა რატომ ვერ გაიგონა გასროლის ხმა? ან სისხლი რატომ შედედდა ასე მალე. ახლა ფანჯრის ამბავიც განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ოთახში ფანჯარა ღია იყო. შეიძლება, რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც ღია იყო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სტაჟიანი მწეველი ვარ. როგორც კი ოთახში შემოვედი, ეგრევე აღმოვაჩინე, რომ დენთის სუნი არ იდგა. როგორ ფიქრობთ, ამ კაცმა ჯერ ფანჯარა გააღო, თავი მოიკლა და მერე, მკვდარმა დახურა?
– მაშინ მკვლელი ცოლი გამოდის, – ვარაუდი გამოთქვა ლუკასმა.
– არა მგონია, ძალიან დამფრთხალი იყო. თან, მას რომ მოეკლა, ფარდის უკან კი არ დაიმალებოდა, გამოვიდოდა ოთახიდან და თავის კაბინეტში შევიდოდა. არც იმის მტკიცებას დაიწყებდა, გასროლის ხმა არ გამიგონიაო. ეს თვითმკვლელობის იმიტაციის შექმნის მცდელობას ეწინააღმდეგება. ლოგიკას ეწინააღმდეგება, რატომ ვერ ხვდებით?
– მაშინ, ვინ არის მკვლელი? მისი რომელი კრედიტორი?
– ცოტა მადროვეთ, მისი თანაშემწე უნდა დავკითხო – დეშარნო. რა ვიცით მის შესახებ?
– გადამდგარი ოფიცერია. სამხედრო სამსახური მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიზნესი ჩაუვარდა და ცოლი მოუკვდა. სხვათა შორის, ოსკარ ლაჟე სწორედ სამხედრო სამსახურის დროს გაიცნო. მისი ახალწვეული იყო. ლაჟეს, ალბათ, შეეცოდა უსახსროდ დარჩენილი ყოფილი ოფიცერი და თავისთან, ოფისში აიყვანა.
მეგრემ გამომცდელი მზერა მიაპყრო მის წინ მდგომ თავდახრილ მამაკაცს, საკუთარ ხელებს რომ ჩაშტერებოდა.
– მაშ ასე, მოსიე დეშარნო, თქვენს შეფს მტრები ჰყავდა?
– არ ვიცი, სერ. კრედიტორები აკითხავდნენ, თანხების დაბრუნებას სთხოვდნენ.
– ფინანსურად უჭირდა?
– როგორც ვიცი, არა, სერ. შამპანში დიდებულ ვილას იშენებდა. ქალბატონსაც ყოველთვის ძვირფასად ეცვა და იშვიათი სამკაულები ეკეთა.
– თქვენ კარგად გიხდიდათ?
დეშარნომ მხრები აიჩეჩა.
– როგორ გითხრათ, ზოგჯერ კეთილი იყო და ფულს მაჩუქებდა ხოლმე, თუმცა ეს იშვიათად ხდეოდა.
– რას აკეთებდით დღეს ორიდან ოთხ საათამდე?
– მაგიდასთან ვიჯექი და წერილებს ვამზადებდი გასაგზავნად.
– მაგიდიდან არ ამდგარხართ?
– მხოლოდ ერთხელ, შეფის ოთახში ტელეფონმა დარეკა და რადგან მნიშვნელოვან ზარს ველოდით, შევედი, მაგრამ ტელეფონი გათიშული დამხვდა.
მეგრემ დეშარნო ოთახში დატოვა და ქალბატონთან დაბრუნდა.
– მითხარით მადამ, თქვენს ქმარს დღისით წაძინების ჩვევა თუ ჰქონდა.
– დიახ, – თავი დაუქნია ქალმა, – გათენებამდე კონიაკს სვამდა და ბრიჯს თამაშობდა. ამიტომ, დღისით კაბინეტში თვლემდა ხოლმე.
– თანაშემწის ოთახსა და თქვენი ქმრის კაბინეტს შორის დამაკავშირებელი ხაზი არის?
– დიახ, რა თქმა უნდა, სპეციალური ზარი, ღილაკით. დეშარნო ჩემს ქმარს აფრთხილებდა, როცა არასასურველი ვიზიტორი მოდიოდა ოფისში.
– მეგრეს სახე გაუბრწყინდა.
– ასე... მკვლელი დეშარნოა. მან მაყუჩიანი პისტოლეტით მოკლა მძინარე. შემდეგ, დამაკავშირებელ ხაზზე პეტარდი დაამაგრა. დაგველოდა, პოლიცია როდის მოვიდოდა და ღილაკის საშუალებით გაისროლა...  ეს ხმა გავიგონეთ ჩვენ... ლაჟე კი საათზე მეტის გარდაცვლილი იყო.
– მოტივი? – იკითხა ლუკასმა.
– შური და ბოღმა, ჩემო კარგო. მას, ოფიცერს, ყოველდღე უწევდა ჩვეულებრივი რიგითის ბრძანებების შესრულება. ამას დაუმატეთ ლაჟეს ლამაზი ცოლი და მოტივიც სახეზეა.
скачать dle 11.3