კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ატაროს თილისმა, იმიტომ რომ ის კარგად აქვს დაცდილი?
პასუხი:
ქრისტიანობა თილისმების რწმენას უარყოფს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის რწმენა მაგიისა, თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ლითონებსა და ძვირფას ქვებს, რომელთაც ადამიანები ატარებენ, ორგანიზმზე გარკვეული ზემოქმედების უნარი აქვთ. ეს იცოდა უძველესმა მედიცინამ. ამიტომ უნდა გავარჩიოთ, ერთი მხრივ, თილისმა და მეორე მხრივ, მინერალებისა და ლითონების ზემოქმედება ადამიანზე. მაგრამ თილისმებისა და ასტრალური ნიშნების ტარება, რაც ასე გახშირდა, კატეგორიულად მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის.
კითხვა: რატომ ატარებენ მართლმადიდებელი მღვდლები წვერს?
პასუხი:
წვერის ტარება ბიბლიური ტრადიციაა – ძველი აღთქმის დროინდელი ღვთისმსახურნიც წვერს ატარებდნენ და მართლმადიდებელი სასულიერო მოღვაწენიც მათი მემკვიდრეები არიან. ღმერთმა წვერს განსაკუთრებული მისტიკური დატვირთვა და ძალა მისცა. ამიტომაც შემთხვევითი არ იყო, რომ ჩვენი წინაპრები წვერ-ულვაშს სინდისის სიმბოლოდ აღიქვამდნენ.
კითხვა: ვფიქრობ, რომ არ ვარ ხშირი ზიარების ღირსი და ამიტომ წელიწადში ერთხელ ვეზიარები. არასწორად ხომ არ ვიქცევი?
პასუხი:
ვართ თუ არა წმიდა ზიარების ღირსნი, ამის მსაჯულად დადგენილები არიან მღვდელმსახურები აღსარების საიდუმლოს პროცესში. ვინც თვითნებურად აყენებს თავს ზიარების მიღმა, არასწორად იქცევა და წარმართს ემსგავსება.
კითხვა: ხშირად, ლოცვის დროს გონებიდან ვერ ვიშორებ ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ პრობლემებს. შეიწირავს თუ არა ასეთ ლოცვას უფალი?
პასუხი:
მორწმუნემ ლოცვა გონებითა და გულით უნდა წაიკითხოს – მხოლოდ ასეთ ლოცვას შეიწირავს უფალი. ლოცვის დროს სათანადო განწყობა გმართებთ, რათა ამსოფლიურ ვნებებს განეშოროთ.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ურწმუნო ადამიანის შესვლას ქრისტიანულ ტაძარში?
პასუხი:
მიწიერ ცხოვრებაში მაცხოვართან უამრავი ადამიანი მიდიოდა, რჩევას სთხოვდა, ხელით ეხებოდა და კურნებას იღებდა. ტაძარი ხომ უფლის სხეულია და იქ შესვლას უფლება ყველას აქვს, რადგან ყოველ ადამიანს მიეცეს ქრისტესთან მიახლოების უფლება, რათა შეიცნოს უფლის სიდიადე. ასევე, შეუძლიათ ურწმუნოებს მართლმადიდებელი მოძღვრების ქადაგების მოსმენა. თუმცა, ამ ადამიანებს ეკრძალებათ საეკლესიო წესებში მონაწილეობა და ტაძარში ყოფნისას მოეთხოვებათ მოკრძალება და პატივისცემა, როგორც ეკლესიის, ასევე, მის მსახურთა მიმართ.
კითხვა: რა შეიძლება ჩაითვალოს ცოდვად, მართლმადიდებელი ეკლესიის შეფასებით?
პასუხი:
ყოველი ქმედება თუ საქმე, რაც აზიანებს როგორც ადამიანს, ასევე ადამიანურ ურთიერთობებს, ღვთის საწინააღმდეგო ყოველგვარი მოქმედება არის ცოდვა და ეს კარგად უნდა გაიაზროს ყოველმა ქრისტიანმა.скачать dle 11.3