კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ოჰ, ეს ქალი...

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



თანამედროვე სამყაროში სწრაფად დამკვიდრდა თანამედროვე ქალის  განსაზღვრების ათასგვარი სტერეოტიპი,  სინამდვილეში, თავისი არსით, ყველა ქალი უნიკალურია და არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს. ამ თემაზე ხშირად მსჯელობენ ფსიქოლოგები. მათ ნამდვილი ქალის „10 მცნება“ ჩამოაყალიბეს. გაეცანით, ძალიან საინტერესოა.
ნამდვილი ქალი არ დასდევს ბედნიერებას – ბედნიერების დევნა ყველაზე პოპულარული და იმავდროულად, ყველაზე უაზრო „სპორტული ღონისძიებაა“. ყოველთვის რაღაცას მივდევთ – ნათელ მომავალს, ხვალინდელ დღეს, მომავალ წელს და   ასე, დაუსრულებლად. ნამდვილ ქალს არასდროს იტაცებს „სპორტის“ ამგვარი სახეობა. ის მსუბუქად დაფრინავს და ტკბება თითოეული დღით.
ნამდვილი ქალის გეგმები ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია – რა თქმა უნდა, მას აქვს სამომავლო გეგმები, მაგრამ არ უყვარს მისი ხვალისთვის გადადება. არ ელოდება, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა წონაში დაიკლებს, როცა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი მოვა ან როცა შესაფერისი დრო და ამინდი იქნება – ნამდვილი ქალი ყოველთვის აწმყოთი ცხოვრობს.
მან იცის, რომ იყო ქალი დიდი პრივილეგიაა – ის აცნობიერებს, რომ ქალად დაიბადა და ამაში მხოლოდ პოზიტივს ხედავს. ნამდვილი ქალი წინ წამოწევს საკუთარ ქალურობას, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად.
ნამდვილ ქალს საკუთარი ტემპი აქვს და იმით ცხოვრობს – ყველას არსებობის საკუთარი ტემპი აქვს. ნამდვილი ქალი კი, ზუსტად გრძნობს და ყოველთვის ახერხებს, ფეხი აუწყოს არჩეულ ტემპს – აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას და არაა დამოკიდებული გარემოზე. მის ქმედებებში მთავარი ზუსტი გათვლა და იმის გაცნობიერებაა, თუ რას აკეთებს და რისთვის.
ნამდვილი ქალისთვის საკუთარი თავი ყოველთვის მნიშვნელოვანია – ეს არ ნიშნავს, რომ ის ეგოისტი, უგრძნობი, გულგრილი ან ცინიკურია. უბრალოდ,  არასდროს კარგავს პირადი სივრცის შეგრძნებას. თუმცა, ყოველთვის მზადაა თანადგომისთვის, დახმარებისა და სხვათა ცხოვრებაში მონაწილეობისთვის.
ნამდვილ ქალს ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი – მისთვის სულერთია, საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპები. ნამდვილ ქალს საკუთარი ორიენტირები აქვს, რომლებსაც თვითონ იგონებს, თვითონვე ახორციელებს და არასდროს ინტერესდება, შეესაბამება თუ არა ის სხვების სტანდარტებს.
ნამდვილ ქალს არასდროს უნდა ემჩნეოდეს, რომ ის ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის – დღისით და ღამით მუშაობს, შოულობს ფულს, მასზეა საშინაო მეურნეობა, უვლის ქმარს და ბავშვებს. ნამდვილი ქალი ყოველთვის მოძებნის დროს საკუთარი თავისთვის და არასდროს დაემსგავსება მსხვერპლს.
ნამდვილ ქალს უყვარს საკუთარი ასაკი – ის ყოველთვის რეალური ასაკით ცხოვრობს და მისი ყველა უპირატესობით სარგებლობს, არასდროს წუწუნებს: „ჩემს ასაკში უკვე გვიანაა“ ან, პირიქით, „ჯერ ძალიან ადრეა“. ნამდვილი ქალისთვის შეიძლება, ყველაფერი ნებისმიერ ასაკში. ამიტომ, ის არასდროს ნანობს, რომ რაღაც ვერ მოასწრო. ეს არ ნიშნავს, რომ ქალი არ უვლის საკუთარ თავს ან არ აინტერესებს, როგორ გამოიყურება. უბრალოდ, ის არ ცდილობს, თავის ძალით გაახალგაზრდავებას და მუდმივად 20 წლის გოგონას როლის თამაშს. ნამდვილმა ქალმა იცის, რომ ყველა ასაკს თავისი სილამაზე, სექსუალურობა და ხიბლი აქვს.

ამინდი სახლში

ცოლების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ყოველი მამაკაცის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, „სხვა“ ქალი ჩნდება.  ისიც ცნობილია, რომ განსაკუთრებით საშიში 40-დან 50 წლამდე პერიოდია. ამ დროს ყველაზე ერთგული ქმრებიც კი, სასიყვარულო თავგადასავლისთვის არიან მომართული. არსებობს მამაკაცთა ისეთი ტიპი, შთაბეჭდილებების მუდმივი ცვლის გარეშე ცხოვრება რომ  არ შეუძლიათ. მათგან ერთგულებას არ უნდა მოელოდეთ.
თუ ქალი ასეთ მამაკაცს ცოლად იმ იმედით გაჰყვება, რომ ქორწინების შემდეგ გამოასწორებს, დიდ შეცდომას დაუშვებს. არსებობს ოჯახური ცხოვრების ოქროს კანონი – მამაკაცში ვაფასებთ არა მის ღირსებებს, არამედ ნაკლოვანებებს, რასთანაც შეგუება შეგვიძლია.
თუ თქვენი ქმარი „საშუალო ასაკის კრიზისს“ მძაფრად განიცდის, მაგრამ მასთან ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრება გქონდათ, ერთი კონკრეტული ფაქტის გამო, ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ამას ისე მიუდექით, როგორც მის დროებით სიგიჟეს.  არ დაისახოთ მიზნად, რომ, რადაც უნდა დაგიჯდეთ, მოღალატე ქმარი დასაჯოთ. თქვენი ამოცანაა, ოჯახი შეინარჩუნოთ. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა აჩუქოთ ვიღაც ქალს ის, რაც თქვენთვის ძვირფასია.
გახსოვდეთ, თუ ქმრის გატაცება ორდღიანი ინტრიგაა, ბრძენ სარდლად უნდა იქცეთ. ბრძოლას კი იგებენ არა ემოციურობით, არამედ გონივრული და წინდახედული გათვლით.
არ დაიწყოთ ჭურჭლის მსხვრევა და ყვირილი: ეცადეთ, გაიგოთ, რა აკლდა სახლში. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ ატმოსფეროს.
ინტიმური ურთიერთობა თქვენთვის მთავარ როლს აღარ ასრულებს? ძალიან ცუდია. ქმარს გაეპრანჭეთ.
მას, ალბათ, ჯერ კიდევ უყვარხართ. მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, შეუძლიათ, ერთდროულად ორი ქალი უყვარდეთ, მაგრამ...  განსხვავებული სიყვარულით: ცოლი – როგორც ცხოვრების თანამგზავრი, მისი შვილების დედა, ოჯახის დიასახლისი; საყვარელი – ვნებიანად. მაგრამ, სრულიად რეალურია ის, რომ ქმარი მალე დაიღალოს ახალგაზრდა საყვარლით, რომელიც მისგან ბევრს მოითხოვს და თავისი პრეტენზიებით გულს უწყალებს.
იფიქრეთ, რა შეიძლება, გააკეთოთ ისეთი, რითაც ქმარს აღაფრთოვანებთ. აეჭვიანეთ. ეჭვიანობა ძლიერი და ძალიან ეფექტური იარაღია, მაგრამ საჭიროა, ზომიერების დაცვა.
ჩვენს საზოგადოებაში ღალატთან დაკავშირებული – ორმაგი სტანდარტი ჯერ კიდევ მოქმედებს. მამაკაცის თვალში ცოლის ღალატი ასჯერ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე საკუთარი. ამიტომ, ეჭვიანობა, როგორც ოჯახური დრამის სამკურნალო წამალი, მცირე დოზებით გამოიყენეთ.
შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, სილამაზის სალონს ეწვიეთ, მსუბუქი ფლირტი გონებამახვილურად გაითამაშეთ. როცა ნაცნობები კომპლიმენტებს მოგიძღვნიან, არ შეიძლება, ქმარმა ამას ყურადღება არ მიაქციოს.
დაბოლოს, თქვენთვის ყველაზე მძიმე სიტუაციაში, არ დაგავიწყდეთ ერთი უბრალო ჭეშმარიტება: მამაკაცები ბუნებით კონსერვატორები არიან. ამიტომ, ნებისმიერ დანაკარგს, ან ცხოვრებისეულ გლობალურ ცვლილებებს, მტკივნეულად და ძნელად აღიქვამენ. თუ მაინც გადაწყვეტენ „სხვა ქალთან“ წასვლას, მიდიან არა ცოლისგან, არამედ მძიმე, გაორებული, აუტანელი სიტუაციისგან, რომელიც სახლში სუფევდა. მართალია, ამგვარი სიტუაციის მიზეზი მამაკაცის ღალატი იყო, მაგრამ „ამინდი სახლში“ ქალზეა დამოკიდებული.
скачать dle 11.3