კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რა ავადმყოფობათა მიზეზია ბილწსიტყვაობა და ღორმუცელობა, რომლისგანაც აბანო გიხსნით და როდისაა ყავა იღბლიანობის ნიშანი, ჩაი კი – მაცდუნებელი, განსაკუთრებით, გოგონებისთვის

თათია ფარესაშვილი ნანა წერეთელი

 კარგი აბანო, მით უმეტეს გოგირდის, ქართველებს რომ არ გვიკვირს და ძველისაც და თანამედროვე თბილისის, ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, ეს ყველამ იცის... ისიც, რომ ძველად სტუმარ-მასპინძლიანად თავშეყრისა და ქეიფის; ქალებისთვის კი – რეცხვა-დასუფთავებისა და სალაყბოს გარდა, საპატარძლოს გადანახულების ადგილიც გახლდათ, არც ესაა უცხო ჩვენთვის. მაგრამ, რამდენი გადმოცემა და ცრურწმენა უკავშირდება, ზოგადად, აბანოსა და მის წესებს, ალბათ, ბევრმა არ უწყის. ამას თუ, კაი ნაბანავებზე, სურნელოვან ჩაის ან ყავასაც დააყოლებთ, იმის გათვალისწინებით, რა მინიშნებებიც მათი სმის რიტუალს ეხება, ბევრ ისეთ რამეს შეიტყობთ, რისი გათვალისწინებაც საგრძნობლად გაგიადვილებთ ცხოვრებას. ამ ყველაფრის შესახებ, გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი გიული.
– მართალია, აბანოს ახლა იშვიათად მივმართავთ, რადგან თითქმის ყველას საკუთარი აქვს სახლში, მაგრამ მინიშნებებს მის შესახებ, ალბათ, იგივე მნიშვნელობა ექნება...
– აბანოსა და ბანაობაზე, უძველეს დროიდან უამრავი ცრურწმენა ვრცელდება. უმთავრესად, ის უწმინდურ ადგილად მიაჩნდათ, სადაც შავბნელი ძალები ბინადრობდნენ. ადამინები კი იქ ჭუჭყსა და ცოდვებს განიბანდნენ და თუ ასე არ მოიქცეოდნენ, ცოდვად ჩაეთვლებოდათ. ავადმყოფობა კი, როგორც მათ სწამდათ, ცოდვის შედეგი გახლდათ და ადამიანს ის ორგანო სტკიოდა, რითაც შესცოდა. მაგალითად, ყელის ტკივილის მიზეზი ღვთის გმობა და ბილწსიტყვაობა იყო; ნაღვლის ბუშტის პრობლმებისა კი – ღორმუცელობა. ამიტომ, ავადმყოფი მოსარჩენად, უპირველესად, აბანოში მიჰყავდათ. აბანო ჩამორეცხდა მას ცოდვებს და შეჰმატებდა ძალას გამოსაჯანმრთლებლად. როგორც იცით, ძველთაგანვე ქალს უწმინდურ არსებად მიიჩნევდნენ. ალბათ, აქედანაც მოდის გადმოცემა, რომ პირველად მამაკაცმა უნდა იბანაოს, შემდეგ – ბავშვებმა და ბოლოს – ქალმა. მხოლოდ ასე და არავითარ შემთხვევაში, სხვანაირად, თორემ, თუ ქალი დაიბანს პირველი, მისი ყველა ცოდვა და შესაბამისად, ავადმყოფობა, შეიძლება, მასზე გადავიდეს, ვინც მას შემდეგ შევა აბანოში. არ შეიძლება, აბანოში ღამით მისვლა, რადგან იქ აბანოს სული ბინადრობს, რომელსაც სწორედ ღამით, ათასი ჯურის უწმინდური აკითხავს. ჩვენი იქ მისვლა კი, იგივეა, ნაშუაღამევს სახლში დაუპატიჟებელი სტუმრები რომ მოგადგნენ – გაგიხარდებათ? ასეა აბანოს განმრიგეც, მიაჩნია, რომ უდროო დროს მისულ სტუმარს ჭკუა უნდა ასწავლოს და „ეხუმრება”, რაშიც ამფსონებიც ეხმარებიან. მათი განწყობიდან გამომდინარე კი ასეთი „ხუმრობა” შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს ადამიანისთვის. გამონაკლისია მკითხაობა, რადგან ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ის სწორედ ღამით უნდა ჩატარებულიყო, რათა აბანოს სულსა და სხვა შავბნელ ძალებსაც მიეღოთ მასში მონაწილეობა. აბანოსთან დაკავშირებული რიტუალებიდან, განსაკუთრებულად გამოვყოფდი 31 დეკემბერს. დაბანა ამ დროს უძველესი წეს-ჩვეულებაა და კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის საწინდრად მიიჩნევა. ყველას გვახსოვს, ან კი რა დაგვავიწყებს, ფილმს, რომლის გარეშეც, თითქმის, უკვე ნახევარი საუკუნეა, ახალი წელი არ დგებოდა მთელ საბჭოეთში. ჰოდა, თუ მანამდე არაფერი ვიცოდით ამ ტრადიციის შესახებ, ხსენებული ფილმიდან შევიტყვეთ: როცა მისი გმირები, ახალი წლის დადგომამდე, ჯერ აბანოში უსურვებდნენ ერთმანეთს: „გაამოს” და... მერე, რაც მოხდა, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ თავად ტრადიცია გვასწავლის, რომ: ახალ წელს მხოლოდ სხეულით სუფთა კი არ უნდა შეხვდე, აბანოში ავადმყოფობისგანაც (ცოდვებისგან) უნდა განიწმინდო. აბანოში წასვლამდე კი: უნდა მიალაგოთ სახლი; გაწმინდოთ ის ძველი, მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ენერგიისგან და სივრცე ახლისთვის გაათავისუფლოთ. ახალი წელი რომ კარგად, სუფთა ენერგიით დაიწყოს, რაც აბანოში განახლებულ ადამიანს ჯანმრთელობასა და ცხოვრებაში წარმატებას მოუტანს – სუფთა სახლში, სუფთა ტანსაცმლით უნდა მივიდეს.
– ახალდაბანილზე მართლაც სასიამოვნოა სურნელოვანი ჩაი ან ყავა...
– დავიწყოთ ჩაით, რადგან ჩვენთან ის უფრო ადრე შემოვიდა, ვიდრე ყავა და თავდაპირველად, მას მხოლოდ მდიდრები მიირთმევდნენ... კარგად იბანავეთ, ჩაის აყოლებთ და ამ დროს დაგექცათ? – არ შეგრცხვეთ თქვენი მოუხერხებლობის, რადგან იღბალმა გაგიღიმათ: ამიერიდან სიღარიბე აღარ შეგაწუხებთ. ეს თქვენი უზრუნეველი ცხოვრების დასაწყისია. თუ გოგონას დაექცა ჩაი და თანაც, მასვე გადაესხა – მალე გათხოვდება. ყმაწვილი კაცისთვის კი, იგივე შემთხვევას, ორაზროვანი მნიშვნელობა აქვს – ცოლად მსხვილტუჩება გოგოს შეირთავს და მისი გადასაწყვეტია: კარგის მაუწყებელია ეს, თუ ცუდის. აქაფქაფებული ჩაი ფინჯანში – ფულად შემოსავალს ნიშნავს, ბუშტუკები კი – კოცნას. მით უმეტეს, თუ ეს ბუშტუკები გოგონას ფინჯანშია, რომელსაც ჩაი სიმპათიურმა ყმაწვილმა დაუსხა. მაგრამ, გაფრთხილდით, გოგონებო, გრძნობებს ნუ აჰყვებით, ყმაწვილი მატყუარაა!.. შეიძლება, ჩაიში არასასურველი „ინგრედინტიც” მოხვდეს. გადმოცემების მიხედვით, მათგან ყველაზე სასურველი, ბუზია, რადგან იღბლიანობას ნიშნავს. თან, არც მისი გადაყლაპვაა საჭირო. ჭიქა კარგად გამორეცხეთ ან სულაც, გამოცვალეთ. ცუდის ნიშანია ჩაის კოვზით დალევა. განსაკუთრებით კაცებს არ ვურჩევ, რადგან ბანკროტი და ფინანსური წარუმატებლობა მოსდევს; ქალებიდან კი, გაუთხოვარს – შინაბერობას, გათხოვილს კი, უშვილობას უქადის. არც, ჩაის დალევის შემდეგ, უნდა დატოვოთ ცარიელ ჭიქაში კოვზი – უსიამოვნების მოუწყებელია, ასევე, თუ ჩაის ფერის დაყენებისას მოურევთ ჭურჭელს. როცა ქალი და მამაკაცი ერთდროულად დაისხამენ ჩაის, ან ერთმანეთს დაუსხამენ, მალე მშობლები გახდებიან. თუ, ძველებური წესით, შაქრის ნატეხის მიყოლებით სვამთ ჩაის – სარფიანი საქმე გამოგიჩნდებათ. ვინც სისტემატურად ისე ავსებს ფინჯანს ჩაით, რომ ეღვრება – ცხოვრებაში ვერასდროს იგრძნობს, რა არის ფინანსური პრობლემები; ხოლო, ვინც, არასდროს ივსებს ჭიქას ბოლომდე – მთელი ცხოვრება გაჭირვებიდან ვერ ამოვა. თუ ჩაის ფერის ნაწილაკები ფინჯანშიც მოხვდა, საჩუქარს ელოდეთ.
– არ მეგონა, ყავის ნალექზე მკითხაობის გარდა, მისი სმის პროცესიც თუ რამეზე მიგვანიშნებდა...
– მკითხაობა იქით იყოს და ფინჯანი ყავა დილით, იღბლიანი დღის დასაწყისია. ეს მუქი სასმელი მთელ ორგანიზმს ასტიმულირებს – გონებასაც ააქტიურებს, კონცენტრირების უნარსაც და უფრო ენერგიულსა და მიზანმიმართულს გვხდის, რაც სამუშაოზეც აისახება. შესაბამისად, იღბალიც თავისთავად გვივარდება ხელში. მაგრამ, თუ მოხარშვამდე, დაფქული ყავა მაგიდაზე დაგეყარათ, ამას ოჯახში ჩხუბი მოჰყვება. იგივე ვრცელდება იატაკზე დაყრის შემთხვევაშიც – საყვარელ ადამიანს დაშორდებით. ოღონდ, განშორება მხოლოდ შეყვარებულებსა თუ საყვარლებს ეხება და არა დაქორწინებულ წყვილს. როგორც ჩანს, ასეთი „ზარალი” ოჯახს ვერ დაანგრევს... ამ ყველაფერს გადაურჩით და უდანკარგოდ მოხარშეთ ყავა? მაშინ დალევისას უნდა გამოიჩინოთ ყურადღება. იცოდეთ, თუ მაგიდაზე ყავა დაგეღვარათ, ახლობელი იმედს გაგიცრუებთ. ეს კი იცით, რატომ ხდება? საერთოდ, როცა რამე მოულოდნელად ფუჭდება – ამ შემთხვევაში კი, ყავა დაგვექცა, ინსტინქტურად: ფუი, ეშმაკსო! – მივაყოლებთ. ჰოდა, ეშმაკიც იქვეა ჩასაფრებული და ათას ოინს გვიწყობს. უპირველესად კი, ეს ახლობლებზე ვრცელდება. ისინი ისეთები აღარ არიან, ადრე რომ იყვნენ, რასაც, თავისთავად, იმედგაცრუება მოჰყვება. ასე რომ, ფრთხილად, ეშმაკს არ სძინავს!
скачать dle 11.3