კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№43 როგორ შეიცვალა გიორგი ღვინიაშვილის ქონება სახელმწიფო სამსახურში დასაქმების შემდეგ და რა სამეწარმეო საქმიანობას ეწევა მისი ქალიშვილი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობიდან“, აწ კი „ევროპული საქართველოს“ წევრი და თვით ფრაქცია „ევროპული საქართველო – რეგიონების“ თავმჯდომარე, გიორგი ღვინიაშვილი 1969 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და სპეციალობით სამართალმცოდნეა. გიორგი ღვინიაშვილის შრომითი ბიოგრაფია 1986 წელს დაიწყო „საქაგრომშენში”, სადაც 1987 წლამდე იმუშავა შემკეთებლად; 1987 წელს პროკურატურის კურიერი გახდა, შემდგომ – ინსპექტორი, 1988 წელს ჯარში წავიდა და ორწლიანი სავალდებულო სამსახური მოიხადა. 1990-1991 წლებში საბურთალოს „რაისაკვების ტრესტის” საწყობის მუშად მუშაობდა. 1992 წელს პროკურატურაში დაიწყო მუშაობა: წლების მიხედვით, 2002 წლამდე იყო თანაშემწე, სტაჟიორი, გამომძიებელი, გენინსპექციის პროკურორი, პროკურორი. 2002-ში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსად დაინიშნა.  2004 წელს საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი იყო და იმავე წელს კვლავ პროკურატურაში დაბრუნდა: წლების მიხედვით, 2008 წლამდე პროკურატურის სამმართველოს უფროსად, დეპარტამენტის უფროსად, თბილისის პროკურორად. 2008 წელს საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა (სულ რაღაც, 5 თვით), რის შემდეგაც 2012 წლამდე კახეთის გუბერნატორად მუშაობდა. 2012 წელს საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, 2016 წელს – კი მეცხრესიც.
გიორგი ღვინიაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2002 წლით თარიღდება, როგორც გენინსპექციის უფროსის, ის ოჯახთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და იმხანად მათი უძრავი-მოძრავი ქონება იყო: ბინა თბილისში, სახლი გურჯაანში და ავტომანქანა. თუმცა ნაღდ  ფულად დეკლარაციის შევსების მომენტში, გიორგი ღვინიაშვილის მამას 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა. გიორგი ღვინიაშვილის წლიური შემოსავალი კი (2002 წლის) 4 234 ლარს შეადგენდა (ოჯახში მხოლოდ ის იყო დასაქმებული).
გიორგი ღვინიაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლის მაისით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე ანა ნუცუბიძე, ორი შვილი – მარიამი და ილია და დედა – ქ-ნი ნუნუ.
ოჯახის ქონება ამჯერად შემდეგნაირია: ანა ნუცუბიძის საკუთრებაა 2016 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში (1 786 კვ. მ.) და 2009 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში (3 733 კვ. მ.); გიორგი ღვინიაშვილს კი ეკუთვნის 2013 წელს მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი (150 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი (950 კვ. მ.) გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში და მემკვიდრეობითვე მიღებული ბინა თბილისში, საირმის ქუჩაზე (120 კვ. მ.).
დეკლარაციის შევსების მომენტში ნუნუ ღვინიაშვილს ნაღდ ფულად 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა, ანა ნუცუბიძეს – 15 000 აშშ დოლარი.
ოჯახში სამეწარმეო საქმიანობას უფროსი ქალიშვილი ეწევა, 1993 წელს დაბადებული მარიამ ღვინიაშვილი, რომელიც არის 2013 წელს დაფუძნებული იურიდიული კომპანია „გს და ადვოკატების“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი (გიორგი სიბაშვილთან ერთად).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2016 წლის განმავლობაში გიორგი ღვინიაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 62 422 ლარი აიღო, ხოლო მარიამ ღვინიაშვილმა, როგორც შპს „არჩილ მჭედლიძის იურიდიული კომპანიის“ იურისტმა, 3 000 ლარი.
2016 წლის განმავლობაში გიორგი ღვინიაშვილს საბანკო სესხების მომსახურება, საერთო ჯამში, 27 040 ლარი დაუჯდა.скачать dle 11.3