კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№43 ჩეხოვის ქართული საარჩევნო ვერსია

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მანქურთების დაბადების ადგილი უცნობია


მართალია, ანტონ ჩეხოვის ვერსიით, თუ პირველ მოქმედებაში იარაღი კედელზე კიდია, მეორეში ის აუცილებლად გაისვრის, მაგრამ, ქართული პოლიტიკური ვერსიის მიხედვით, როგორც წესი, იარაღი არჩევნების წინ ისვრის და, ჩვეულებისამებარ, ჩვენი ეთნიკურად არაქართველი თანამოქალაქეებით დასახლებულ საარჩევნო ოლქებში  (რაც ბადებს ეჭვს, რომ ჩვენში, პოლიტიკოსობის მსურველები მძარცველ-მკვლელებზე არამზადები არიან?!).
გამონაკლისი არც წლევანდელი არჩევნები ყოფილა და არჩევნებამდე სამიოდ დღით ადრე, სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან, პარტიის წევრებს თავს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ.
რის შედეგადაც პარტიის ხუთი წევრი დაიჭრა, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატიც. თუმცა საქმე აღიძრა, მაგრამ ჯერჯერობით არც თავდასხმის მოტივია ცნობილი და არც თავდამსხმელთა ვინაობა.
რაკი შსს-სთვის ფაქტებია მნიშვნელოვანი, ჩემთვის კი ლოგიკაც სავსებით საკმარისია, ამიტომაც თავს უფლებას მივცემ, ვივარაუდო, რომ მოტივი არეულობის მცდელობაა და არც ისაა გამორიცხული (საუკეთესო ვერსიით), უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ხელიც ერიოს, ოღონდ შემსრულებელი, ნებისმიერ ვარიანტში, ჩვენებურია (ანუ საქართველოს მოქალაქე). უარესი ვერსიით კი, ეს უბრალოდ, ამღვრეულ წყალში (ანუ არეულ საქართველოში) პოლიტიკური თევზის დაჭერის ვარიანტიცაა (ოღონდ სკამი იყოს ანდა ფული და ქვეყანას სულ ცეცხლში ვაბურთავებთო).
ამდენად, იბადება საბედისწერო კითხვა: მაინც სად იბადებიან და იზრდებიან ქართველთ ვინ ჩივის, საქართველომოძულე მანქურთები?! –
скачать dle 11.3