კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 ვინ გადაიღო ფილმი „8 წუთი“, რომელიც, პირველად საქართველოს ისტორიაში, მანჰეტენის კინოფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ახლა უკვე „ოსკარისთვის“ იბრძოლებს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ცოტა ხნის წინ ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა: ქართულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „8 წუთი“, მანჰეტენის კინოფესტივალზე გაიმარჯვა. ფილმი სხვადასხვა ქვეყნის 100 ათასზე მეტმა მაყურებელმა ნახა და ამის შემდეგ გახდა ის გამარჯვებული. მანჰეტენის ფესტივალის მოგების მერე „8 წუთმა“ „ოსკარზე“ მონაწილეობის ლიცენზიაც მიიღო. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ „8 წუთი“ პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ამ ფესტივალზე მონაწილეობდა. ის, ასევე, ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის Sibler Films-ის პირველი სადებიუტო ნამუშევარია. ფილმის რეჟისორები არიან: გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი; პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი; სცენარისტები: ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური. ფილმი კიდევ არაერთ ფესტივალს მოივლის. მთელ გუნდს ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას და ვუსრუვებთ მათი მთავარი ჩანაფიქრი – სრულმეტრაჟიანი ფილმი „ინგა“, გადაიღონ იგივე წარმატებით.
– როგორ გაჩნდა „8 წუთის“ გადაღების იდეა?
დათო აბრამიშვილი (ფილმის რეჟისორი): ჯერ გაჩნდა ადამიანების ჯგუფი და ერთ კომპანიაში Sibler Films-ში გავერთიანდით. გვქონდა, სრუმეტრაჟიანი ფილმის, „ინგას“ გადაღების იდეა. დაიწერა სცენარი, რომელიც წარვადგინეთ ბათუმის კინოფესტივალზე. ფესტივალმა შარშან დაამატა ძალიან საინტერესო პლატფორმა – „ალტერნატიული ტალღა“: ბაზარზე არსებული, საინტერესო სცენარები უნდა შეერჩიათ და შეეფასებინათ უცხოელ სცენარისტს და პროდიუსერს. მათ გადაწყვიტეს, რომ იმ ეტაპზე ჩვენი სცენარი საუკეთესო იყო და გავიმარჯვეთ. ეს კი გულისხმობდა, რომ ფილმის გადაღებისას უფასოდ გვექნებოდა ტექნიკა. თუმცა, ფილმის გადასაღებად მხოლოდ ტექნიკა არ არის საკმარისი, საჭიროა სახსრებიც. ამიტომ, გავაკეთეთ პროექტი, რომელიც შევიტანეთ „კინოცენტრში“ და მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიუჯეტი შემცირდა, „კინოცენტრის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ახალი კონკურსი დაბალბიუჯეტიანი ფილმებისთვის და ისევ „ინგამ“ გაიმარჯვა. ამრიგად, გარკვეული თანხის მობილიზებაც შევძელით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი თანხა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღებად. პროდიუსერებთან საუბრისას „კანზე“, „ბერლინალეზე“ გვითხრეს: კარგია სცენარი, კარგია პროექტი, მაგრამ იმისთვის, რომ  ფული ჩავდოთ, რეალობაზე ვისაუბროთ – გვჭირდება დავინახოთ, რას აკეთებთ თქვენო. მოკლედ, აუცილებლობამ მოიტანა, რომ გვეჩვენებინა, რას ვაკეთებთ. შეგვექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ჩვენი ბიუჟეტიდან, ასე ვთქვათ, ჩვენი ჯიბიდან გაკეთდა და ეს არის „8 წუთი“. ფილმის იდეა ეკუთვნით: გიორგი გოგიჩაიშვილსა და ზაზა კოშკაძეს. თუმცა, მუშაობის პროცესში ყველა ჩავერთეთ. სამი დღე იყო გადასაღებად, რადგან არც ფული იყო და აქედან გამომდინარე, არც – დრო.

– დაახლოებით, რა დაჯდა „8 წუთი“, რომელიც დღეს ასეთი წარმატებულია?
– ზუსტად არ მინდა, თანხის დასახელება, მაგრამ რაც ასეთი ფილმი ჯდება, იგივე „კინოცენტრის“ ბიუჯეტიდან გამომდინარე, იმაზე სამჯერ ნაკლები. შესაბამისად, თანხაზე იყო მორგებული სცენარიც, მსახიობები, რაც პროდიუსერების დამსახურება გახლდათ. თუმცა, თავიდან ყველა მკაცრად შევთანხმდით, რომ ეს არ უნდა დასტყობოდა ხარისხს. ჩვენთვის, ყველასთვის, საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო – საკუთარი თავისთვის უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. გარდა ამისა, ეს იყო „ინგამდე“ მისასვლელი გზა.
– ფილმის თემა არის აპოკალიფსი. ქართულმა აპოკალიფსმა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის მოწონება დიმსახურა.
– ეს არის 8 წუთი – დრო, როდესაც მზის სხივის სიჩქარე აღწევს დედამიწამდე. ანუ მზიდან მომავალ ბოლო ნათებას სჭირდება ეს დრო, რომ ჩაქრეს. ჯერ იყო იდეა და შემდეგ კვანძის გახსნა. ეს არის გლობალური იდეა, რომელსაც დიდი ბიუჯეტი სჭირდება. მაგრამ შემდეგ გაჩნდა მამა-შვილის ურთიერთობა, რომელიც დიდი იდეის გამყარებაა – გარკვეული ამოცანა, რომელსაც ვერ გავამხელ. სანამ ფილმი კინოფესტივალებს არ მოივლის, არ გვაქვს უფლება, საჯარო ჩვენება მოვაწყოთ. მამებისა და შვილების ურთიერთობა ჰოლივუდში ძალიან აქტუალურია. მამა ყოველთვის არის გმირი, მაგრამ ჩვენს ფილმში რა ელოდება მაყურებელს, რას შესთავაზებენ გიორგი შარვაშიძისა და სლავა ნათენაძის გმირები – მამა-შვილი, ჯერჯერობით არ ვიტყვი, ვერ გავხსნი კვანძს. ფილმში, ასევე, თამაშობს ანი ბებია, რომელიც „ინგაში“ მთავარი როლის შემსრულებელი იქნება. „8 წუთი“, ასევე, მიიღეს „კოტბუსის“ კინოფესტივალზე, რომელიც გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანია, „ბერლინალესა“ და „მიუნხენის“ კინოფესტივალების შემდეგ და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის კინოზეა ორიენტირებული. საკმაოდ დიდი ფორუმია, დაახლოებით 300-დან 500-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრება ხოლმე. ფესტივალი ნოემბრის დასაწყისში გაიმართება და ჩვენი ფილმი უკვე ძირითად ნომინაციაზე წარდგება. ფილმი ასევე, მიწვეულია ფესტივალებზე: თურქეთში, მექსიკაში, ისლანდიაში, პორტუგალიაში, იტალიაში. გაგზავნილი გვაქვს და ველოდებით პასუხს „როტერდამიდან“, „სანდენსიდან“. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფილმი ცუდ დროს ჩაერთო საფესტივალო ცხოვრებაში. ზოგადად, წლის დასაწყისიდან სექტემბრამდეა ხოლმე მნიშვნელოვანი ფესტივალები და ჩვენ ამ დროს საფესტივალო თანხის ძიებაში ვიყავით. დიდი მადლობა „აჭარა ნეტს“ და „თიბისი ბანკს“, რომლებმაც ფილმის საფესტივალო ცხოვრება დააფინანსეს, სხვა შემთხვევაში, ფილმი თაროზე იდებოდა.

– ფილმმა მანჰეტენის კინოფესტივალზე ოქროს მედალი აიღო. თუ ელოდებოდით ასეთ წარმატებას და რატომ აირჩიეთ სწორედ ეს ფესტივალი?
– მანჰეტენის კინოფესტივალმა იმიტომ გამოიწვია ჩვენი დაინტერესება, რომ სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, საკმაოდ არაორდინარულია, სადაც არ არსებობს ჟიური. ფესტივალის ხელმძღვანელობა, ყველა კონტინენტზე ქირაობს 300-მდე კინოთეატრს და ირჩევენ ათ საუკეთესო ფილმს, რომლებიც ერთ ფილმად იკვრება: ერთი დასრულდება, მეორე იწყება  და უშვებენ  ერთი კვირის განმავლობაში. მაყურებელი ბილეთის დახმარებით ქულებს უწერს ფილმს და ტოვებს იმ კონკრეტულ კინოთეატრში, სადაც ნახა. ეს კინოთეატრები ბილეთებს აგზავნიან მანჰეტენის ფესტივალზე. ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს ქულების დათვლა და ვლინდება, თუ რომელ ფილმს ირჩევს მთელი მსოფლიო. 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს ფილმი. გარდა იმისა, რომ ფილმმა გაიმარჯვა და მაყურებლის ყველაზე მეტი ხმა დააგროვა, ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა მსახიობმა სლავა ნათენაძემ, რომელიც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ძალიან ცოტა ხმა დააკლდა გამარჯვებისთვის. როცა სამი-ოთხი ადამიანი არ წყვეტს და ხალხი გაფასებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როცა ფესტივალზე ფილმს აგზავნი, ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორში, ძირითად ბადეში იქნები, ან 10, 5 საუკეთესოში. ჯერ გავიგეთ, რომ ფესტივალზე 1 615 ფილმი იყო წარდგენილი, საიდანაც 10-ში მოვხვდით და ეს უკვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, საბოლოოდ, ფილმმა გაიმარჯვა და ოქროს მედალი აიღო.
– ამ ფესტივალზე გამარჯვებით ფილმმა „ოსკარის“  ლიცენზია მიიღო.
ამ თემას მინდოდა, შევხებოდი, რადგან ბევრმა ეს არასწორად გაიგო. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე მაღალი დონის ფესტივალი, სადაც ფილმს, მონაწილეობის ან გამარჯვების შემთხვევაში, „ოსკარის“ ლიცენზია ეძლევა. რა თქმა უნდა, ეს არ არის იმის გარანტი, რომ „ოსკარზე“ მოხვდები. მანჰეტენის კინოფესტივალზე არჩეულ ათ ფილმს მიეცა ლიცენზია, რომ ჩაერთოს „ოსკარის“ „შორტში“ მოსახვედრად. ჯერ არ მოხვედრილა, მაგრამ ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. თვალებს ვერ ვუჯერებდით, როცა ამერიკის კინოაკადემიის მიერ გადმოგზავნილ საკვალიფიკაციო ფურცელს ვავსებდით. ფილმი საქართველოდან იქნება „ოსკარზე“ წარდგენილი, მაგრამ მერე რა მოხდება, ამას ჟიური გადაწყვეტს, სხვადასხვა ეტაპის გავლის შემდეგ. მოკლემეტრაჟიანების ბედი „ოსკარზე“ ყველაზე ადრე ირკვევა ხოლმე და ჩვენც ველოდებით.
скачать dle 11.3