კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 როგორ შეცვალა გუკა რჩეულიშვილის ცხოვრება ციხემ და თავის რა შეცდომებზე საუბრობს ის

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 „ცენტრ-პოინტის“ საქმეში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. გამოჩნდა კომპანია, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ ვალდებულებებს თავის თავზე იღებს და დაზარალებულებს დააკმაყოფილებს, ერთი პირობით – მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. როდის დაკმაყოფილდებიან დაზარალებულები, რა გზა გაიარა გუკა რჩეულიშვილმა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმებისთვის მიეღწია, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ციხეში, რა შეგრძნება იყო მისთვის პატიმრობისას შვილის შეძენა და როგორი გოგოა თრინითი, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
გუკა რჩეულიშვილი:
„ცენტრ-პოინტის“ აღმასვლის პერიოდში, 2003 წლიდან 2008 წლამდე, მშენებლობას რომ ვიწყებდით, ისეთი სისწრაფით იყიდებოდა ბინები და ისეთი ტემპით შემოდიოდა თანხები, იმ თანხების ზრდის შესაბამის სამუშაოებს ვერ ვასწრებდით. ამიტომ, დამატებითი თანხებით, ტყუილად რომ არ გაგვეჩერებინა, ვყიდულობდით მიწებს. პრინციპული პოზიცია გახლდათ, რომ არ შემოგვყავდა ბანკი. ბანკი რომ შემოდის, მის მიმართ ვალდებულება  გაქვს და ის მიწა შეიძლება, დაიპოთეკდეს მის მიერ და დაიკარგოს. „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი მთავარი პლუსი სწორედ  ის იყო, რომ საბანკო სისტემა ამოგდებული გვქონდა და რეალურად, ვიყავით ჩვენ და დაზარალებულები. საბედნიეროდ, ეს მიწები და ზედ აშენებული ქონება დაზარალებულებისაა. მართალია, დროში ცდა მოუწიათ, მაგრამ არასდროს ყოფილა რისკის ქვეშ, რომ შეტანილი თანხა დაიკარგებოდა.  ამ მიდგომამ და სტრატეგიამ მიგვიყვანა დღეს იქამდე, რომ დღემდე კომპანია თავისუფალი იყო და გამოჩნდა კომერციული ინტერესი.  მთავრობამ რამდენიმე შესწორება შეიტანა კანონში და ნორმატიული აქტი დააკანონა, რომლის მიხედვითაც, ვისაც 2008 წლამდე მშენებლობის ნებართვა ჰქონდა აღებული, გადასახადებისგან თავისუფლდებოდა. ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ „ცენტრ-პოინტი“ უკვე მომხიბვლელი გახდა ინვესტორებისთვის, რადგან ყველა ჩვენი ნებართვა აღებული არის 2008 წლამდე. აქედან გამომდინარე, ყველა ობიექტი გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ამ დროს მე და მაია ციხეში ვართ და გამოჩნდნენ  ჯგუფები, რომ ინვესტორის სახით შემოსულიყვნენ კომპანიაში. მაგრამ, თვითონ კომპანია იმდენად დიდი იყო, რომ  გვეუბნებოდნენ, ერთს ან ორ ობიექტს ავიღებთო. რამდენიმე კომპანია ძალიან ცუდად მოიქცა, მოვიდნენ და მერე აღარ გამოჩნდნენ. ამ დროს ჩვენ ციხეში მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. ამ პერიოდში ერთ-ერთ ასეთ მოლაპარაკებაზე მამაჩემი შეხვდა ნოშიკო ნამორაძეს, რომელიც კომპანია „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ მეპატრონეა. ეს არის აპრილი, როცა მე გამოვდივარ ციხიდან. მე კი ვიცოდი, რომ ვახო ცუდად იყო, მაგრამ ისე ცუდად თუ იყო, რომ რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი, არ მეგონა. გამოვედი ციხიდან და ორ კვირაში ვახო გარდაიცვალა... გამოსვლიდან ერთი თვე ყველაფერი გაჩერებული იყო, არც განწყობა მქონდა რამის კეთების და არც დრო. მერე ის ყველაფერი მე და ნოშიკომ გავაგრძელეთ. ამან ძალიან დიდი როლი ითმაშა იმაში, რომ გამოსავალი გვეპოვა. დავსხედით და თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ „ცენტრ-პოინტი”. საბოლოოდ,  დაიდო ასეთი სურათი: კომპანიას 280 ათასი აქვს აქტივი და აქედან 45 ათასი კვადრატული არის დასაკმაყოფილებელი. ესე იგი, კომპანია კომერციულად საინტერესოა.  წლების განმავლობაში, ერთადერთი  იყო მაია, ვისაც ამ სურათის სჯეროდა, მე კი – მაიასი მჯეროდა. მაია ამბობდა, არ ინერვიულოთ, იმ ხალხს კაპიტალიზირებული აქვს თავისი ფული. არავის იპოთეკა და ყადაღა არ შეიძლება, ზევიდან დაედოს, რადგან ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს, უბრალოდ, ახლა ვართ ფინანსური ნაკადის კრიზისში. ის ახალი კომპანია, რომელიც ვალდებულებებს აიღებს, არის ნოშრევანის კომპანია. მერე ეს კომპანია და M2 ერთად აიღებენ ამ ვალდებულებას. რომ ამბობენ, „ცენტრ-პოინტი” იყიდებაო... არა, კომპანია „ცენტრ-პოინტი“ არ იყიდება. იყიდება მისი აქტივები და ვალდებულებები, რომელიც ერთმანეთს კომერციულად ისე ფარავს, რომ საშუამავლო კომპანიაც და M2-ც დაინტერესებულია ამით. არიან ადამიანები, რომლებსაც 200 დოლარად აქვს კვადრატული ნაყიდი 2004-ში, მაგრამ დღეს შვიდასდოლარიანია. მესმის, დავაზარალეთ, ჩვენც დავზარალდით, მაგრამ შევუნარჩუნეთ. კიდევ ერთი თვეა საჭირო, რომ ამ ხალხთან გაფორმდეს ხელშეკრულებები.
– დაზარალებულები თანახმა არიან ამ პირობებზე?
– იქამდე ვართ მისული,  99 პროცენტი მიხვდა, რომ ეს რეალურია, ცუდს არაფერს ვთავაზობთ და მომგებიანია. ალბათ, ის ერთი პროცენტიც მიხვდება, რომ კარგია ეს გარიგება. ეს ყველაფერი რომ შესრულდეს, ამას უკავშირდება მაიას და რუსოს გამოსვლა.  სხვანაირად არ მოხდება, არც ჩვენ არ ვართ თანახმა.
– შენთვის რამდენად რთული გადასატანი იყო ის პერიოდი, როცა თქვენს ოჯახზე ამხელა ნეგატივი და აგრესია მოდიოდა?
– სამყარო ასეა მოწყობილი – სტიგმები, სტერეოტიპები, კლიშეები ჩარჩოებში სვამს ყველაფერს და ამ სტერეოტიპებმა ითამაშა დიდი როლი. კომუნიკაცია ჩვენს ოჯახსა და ხელისუფლებას შორისაც არასწორი იყო და ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რაც მოხდა. გაჭირვებულ ქვეყანაში ძალიან რთულია, იყო წარმატებული. მაინც რაღაც ნეგატივი ჩნდება ასე თუ ისე, თან, თუ მთვარობასთან ხარ ასოცირებული, რამაც ჩემზე პირადად, ძალიან იმოქმედა. 2009 წლიდან ამ წამამდე რეალურად ვწვალობ, მაგრამ დღეს უკვე გამოსავალი ნაპოვნია. ვიცი, რომ მალე ეს ყველაფერი დამთავრდება მაგრამ, ამ დრომდე ძალიანი დამთრგუნველი, რთული, სტრესული იყო.  მქონდა პერიოდი, ვსვამდი, რომ გამოვთიშულიყავი ამ ყველაფრისგან. წარმოიდგინე, ამ ხალხთან ვალდებულება გაქვს და ვერ აკეთებ – უბრალოდ, უნდა აუხსნა, რომ ამ წამს ვერ აკეთებ, მაგრამ ვალდებულებას არ იხსნი. იმ ხალხის კარგად მესმის. მე ახლა ჩემს შვილთან ერთად, სახლი რომ არ მქონდეს, ძალიან გაღიზიანებული ვიქნებოდი და ეს ნორმალურია. უბრალოდ, თუ არის დაზარალებული, უნდა იყოს დამნაშავეც და არ არის ასე. შეიძლება, იყოს დაზარალებული და დამნაშავე იყოს გარემოება და არა – მაია ან გუკა რჩეულიშვილი. დარღვეული კომუნიკაციისა და შექმნილი მდგომარეობის გამო, ძალიან ცუდად განვითარდა მოვლენები – მეც და მაიაც აღმოვჩნდით ციხეში. შეეძლო მთავრობას სხვა გამოსავლის პოვნა, მაგრამ არც იქითა მხრიდან იყო მზაობა და არც აქედან. მაშინდელ მთავრობასთან, ღარიბაშვილის დროს, რთული იყო საუბარი, კვირიკაშვილთან უფრო შედგა კომუნიკაცია.
– ნინომ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ არ ნახულობს დედას და დეიდას. შენ თუ ნახულობ?
  ნინო არ ნახულობს, არ ვიცი, ალბათ, უჭირს მათი იმ მდგომარეობაში ნახვა. მე კვირაში ერთხელ ორივეს ვნახულობ. ყოჩაღად არიან, იმ მხრივ, რომ, როცა მართალი ხარ, ძლიერიც ხარ. იქ დრო ჰქონდათ, რომ გადაეხარშათ და თავის შეცდომებიც ეღიარებინათ საკუთარ თავთან. მთავარია, მიხვდე და შენს თავთან აღიარო შეცდომებიც და ის დადებითიც, რაც გაგიკეთებია. მაგ მხრივ, მაიამ იცის, რომ ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული და ის ცოტა შეცდომაც გაიაზრა, რაც იყო. ორივე ძალიან მაგარია, არავის მიმართ არ არიან გაბოროტებული. მაიასთვის რა მძიმეა, წარმოიდგინე, ციხეშია, გამოვა და ვახო აღარ დახვდება, მაგრამ რეალობა რეალობაა. მოხდა. ძალიან რთულია ცხოვრება, ვახო არ დახვდება, მაგრამ ჩემი შვილი – თრინითი დახვდება, რომელიც მანამდე არ იყო.
– შეცდომები ახსენე, რა შეცდომები იყო თქვენი მხრიდან დაშვებული?
– მაიას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ძირითადად ნდობაში, რომელიც გამოიხატებოდა ორმხრივად: ერთი – რომ ენდობოდა და ძალიან ბევრი ფულს იპარავდა და მეორე – ენდობოდა, რომ საქმეს კარგად გააკეთებდნენ და ისე ვერ აკეთებდნენ. ერთი ქალისთვის ამხელა ორგანიზაციის მართვა  რთული გახდა და აქ იყო ის შეცდომები, რამაც საბოლოოდ, ძალიან ცუდი როლი ითამაშა. თორემ, თვითონ მაია, როგორც დეველოპერი, იმ გარიგებით, რაც მოხდა, დღესაც დადასტურდა, რომ ძალიან სწორად თვლიდა ყველაფერს. მეც მქონდა შეცდომები, ვერ გავაკონტროლე ბუღალტერი და ჩემი ბრალია, ვაღიარებ ამას. მაგრამ, ეს სამოქალაქო მხარეა და არა  თაღლითობა.
– რა შეცვალა შენში ციხეში ყოფნამ და როგორი შეგრძნებაა, როცა პატიმარი ხდები მამა?
ძალიან სტრესული და ამავე დროს, ძალიან საინტერესოა. მარტივად გეტყვი – რეალურად მივხვდი, თავისუფლება რა არის. სანამ ადამიანი ციხეში  არ მჯდარა, თავისუფლება ჰგონია რაღაც მოცემულობა, რომელიც შენია. რეალურად, რასაც ვერავინ წაგართმევს, ეს შინაგანი თავისუფლებაა, თორემ არის თავისუფლება, რომელსაც წაგართმევენ. მაგრამ ესეც საინტერესოა, რადგან რეალურად, საკუთარ თავთან მარტო რჩები და ძალიან ბევრი დრო გაქვს თავი შეიცნო. იმდენი ვწერე, რამდენიმე წიგნის მასალა მაქვს. ციხეში გავიგე მეუღლის ორსულობაც და ყველაფერი. ციხეში დავარქვი ბავშვს თრინითი. ეს სახელი ნიშნავს სამებას. პირველად ფილმ „მატრიცადან“ მახსოვს, იქ ჰქვია გოგოს. მე ჩემს ფილოსოფიურ რაღაცებსაც ვწერ და  ვაპირებ გამოქვეყნებას. იქ კარგად მიწერია, რომ საერთოდ, სამების ფენომენს დიდი როლი აქვს რელიგიაშიც, თეოლოგიაში, მეცნიერებაშიც.  კოლეჯი „ტრინიტი“ არის კემბრიჯშიც, სადაც სწავლობდა ფრენსის ბეკონი; ასწავლიდა ნიუტონი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო, სადაც დღევანდელი კაცობრიობის ჰუმანურობამ მიიღო ფორმა. ციხიდან რომ დავრეკე, თრინითი ზუსტად ორი წუთის გაჩენილი იყო. ძალიან უცნაურია, როცა  შვილი გიჩნდება ციხეში. რეალურად, ადამიანის აღქმა შედგება მგრძნობელობის რეცეპტორებისგან. მე თრინითის მხოლოდ ერთი ფოტო მქონდა და ვიზუალურად აღვიქვი, რომ შვილი გამიჩნდა. დანარჩენი აღქმის რეცეპტორებით არ ვიცოდი არც მისი სუნი, არც სიმძიმე, არც ხმა... რომ გამოვედი, ერთი თვის იყო, მაგრამ პირველი ერთი თვე ჰქონდა რაღაც შეგრძნებები. მამა განსაკუთრებით უყვარს. ძალიან საყვარელი გოგოა, არცერთხელ არ უტირია. მხოლოდ მაშინ იტირა, როდესაც კრაზანამ უკბინა  რაჭაში. სულ გაღიმებულია. ახლა კატოც საქართველოშია. დამეგობრდნენ და ძალიან უვლის თავის დას.
скачать dle 11.3