კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

№42 რატომ იყო შოთო სიხარულიძის გამო საგანგებო სიტუაცია გამოცხადებული და მფარველობს თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

შოთო სიხარულიძე 11 წელია, რაც ქართველი ემიგრანტებისთვის არაერთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ამიტომაც მათი მხრიდან მუდმივად უდიდეს სიყვარულს გრძნობს. ხშირად შოთო ქართველი ემიგრანტების ერთადერთი იმედია და ამიტომაც ბოლო დროს უცხოეთში მომხდარი არაერთი ტრაგიკული შემთხვევისას, ქართველი ემიგრანტები სწორედ პირველად შოთოს უკავშირდებიან და დახმარებას სთხოვენ.
შოთო სიხარულიძე:
2007 წლის 19 იანვარს შოთო სიხარულიძეს აზრად მოუვიდა, რომ კასეტებიდან დისკებზე გადაეტანა ფანოღური სიმღერები. ქართველი ემიგრანტები ქართულ „მარშრუტკულ“ სიმღერებს ძალიან მონატრებულები არიან. ამიტომ, გადავწყვიტე, ამეტვირთა ისინი ინტერნეტში. შევქმენი „იუ თუბიზე“ ჩემი გვერდი და ნამდვილად არ მეგონა, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. თან, თავიდან მხოლოდ სიმღერებს ვტვირთავდი. მაშინ შოუები და ცნობილი პროექტები არც იყო დაწყებული. ბავშვობიდან ვფიქრობდი: მე რომ საქართველოში არ ვიყო, უცხოეთში ვცხოვრობდე, როგორ მომენატრებოდა ქვეყანა. სულ მაინტერესებდა, სად მიდიოდნენ ემიგრანტები. ბოლოს მეც გავაცნობიერე, რომ ემიგრანტი ნიშნავდა, სამშობლოსგან შორს მყოფ ადამიანს და მომინდა, თითოეული მათგანის ტკივილი გამეზიარებინა ჩემს  პირად „ფეისბუქ-გვერდზე”. ჯგუფიც გვქონდა „შოთო სიხარულიძე – ქართველი ემიგრანტების დახმარების ცენტრი“, სადაც 980 ათასი ადამიანი იყო გაწევრიანებული. 2016 წლის 8 მარტს, კიბერშეტევის შედეგად, გატეხეს ჩემი კომპიუტერი, გვერდები და წაიშალა ყველაფერი ის, რასაც 10 წელი ვაგროვებდი. საბერძნეთიდანაც დამიკავშირდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან ამ საქმეში და პლუს, დახმარებასაც შემპირდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი ისე დასრულდა, თითქოს არც ყოფილა. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი ჩემთვისაც და ემიგრანტებისთვისაც. რამდენიმე დღე რომ არ გამოვჩნდი, ამას მოჰყვა ერთი ამბავი: მესიჯები, ხომ მშვიდობაა?! საგანგებო სიტუაცია იყო ჩემს საიტზე გამოცხადებული: შოთო, გეძებთ, გეძებთ. ვხუმრობდი კიდეც, ოპერაცია „ენვერი“ ჩაატარეს-მეთქი. შემდეგ ლაივ-ჩართვა გავაკეთე, სადაც ემიგრანტის დაწერილი ლექსიც წავიკითხე, ბოლოს ამეტირა და დავემშვიდობე ემიგრანტებს. ინტერნეტ-პორტალებმა ამოჭრეს ჩემი ატირების კადრი და გაავრცელეს საშინელი ტექსტებით: გამოვიდა ამხელა კაცი, შეგნებულად გააუქმა ეს საიტი, რომ ემიგრანტებს ფული გამოსძალოს და რამდენიმე ათასი ევრო გადმოარიცხინოსო.
– ხშირად ვრცელდება ჭორები, რომ შოთო სიხარულიძეს ემიგრანტები ფულს ურიცხავენ, ძვირად ღირებულ ავტომობილებს ჩუქნიან და ასე შემდეგ.
– სხვადასხვა საიტი ცდილობს ჩემი სახელით გააპიაროს თავისი გვერდები. ძირითადად, უნიჭოდ დადგმული სცენებია და მეც ვცდილობ, არ ავყვე პროვოკაციებს. 11 წელია, ბულინგი გრძელდება ჩემი მისამართით. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ის იყო, როდესაც დაწერეს, რომ მე თითქოს „მერსედესი“ მაჩუქეს; თბილისში დაცვით დავდივარ და ფულს ვძალავ ემიგრანტებს. ცოტა ხნის წინ დედაჩემს მისწერა ვიღაც ადვოკატმა, ორი ქალია ჩემთან მოსული, შენმა შვილმა 1 000 ევრო გამოსძალაო. ძალიან გავბრაზდი, პირდაპირ ეთერში ჩავერთე, ვიბილწსიტყვე, რისთვისაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. მაგრამ, ძალიან გავბრაზდი და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართე, გადაამოწმონ ჩემი ფულადი გზავნილები – რამდენი ბინა მაქვს ბათუმში და საქართველოდან რამდნეჯერ ვარ გასული. ეს ყველაფერი უკვე პიკი იყო, განსაკუთრებით, როცა მეგრელების ბაზარში ჩამოვიარე, თან პირდაპირ ეთერში ვიყავი. ერთ-ერთმა ქალბატონმა პირდაპირ ლაივში მითხრა: შენზე წავიკითხე, ბიძინა ივანიშვილი გმფარველობსო და თან, გამლანძღა.
–  მართლა გმფარველობს?
– არა. ადრე ბერას ვიდეოებს ვტვირთავდი ხოლმე. მერე ოზურგეთში კონცერტზე ვიყავი, იქ დამაფიქსირეს კამერებმა და შემრაცხეს „ქოცად“. საქართველოს არცხვენსო და რას აღარ ამბობდნენ. მე არავისთვის არაფერი დამიშავებია. თუ რამე სკანდალურია და მე მეხება, ყოველთვის მაღალი რეიტინგი აქვს. ამიტომაც ავრცელებენ ინტერნეტ-პორტალები ასეთ რაღაცებს. არადა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, თუმცა, როგორც გია სურამელაშვილი მეუბნება: შოთი, შენ უკვე ბრენდი ხარო. ერთი ჭორი იყო, თითქოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიწექი ნერვული შეტევით. იმ დროს ქალაქგარეთ ვიყავი, ვისვენებდი. მერე თითქოს ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში ვარ. არ ვიცი, უკვე როგორ ვებრძოლო. ბოლო სკანდალი იყო საშინელება. თურქეთში გარდაცვლილი ქალბატონის ნათესავმა, მოგვარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი თურქეთში უნდა დამარხულიყო, რადგან შვილმა და სიძემ ჩამოსვენებაზე უარი თქვეს. საბოლოოდ, ყველაფერი მე დამბრალდა და ისიც მომწერეს, რომ მისი შვილი აპირებს გიჩივლოსო. მე ამაზე არ გამიკეთებია კომენტარი, ხალხს მივანდობ ყველაფერს.
–  ბოლო პერიოდში არაერთი ემიგრანტი მოკლეს უცხოეთში და ხშირ შემთხვევაში, სწორედ შენ ხარ პირველი, ვინც მათ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
– თავად ემიგრანტები მაწვდიან ინფორმაციას და მე მხოლოდ მათ დასახმარებლად ვწერ ამ ყველაფერს. მაგალითად, ხათუნა მაჩაიძეს გარდაეცვალა ძმა – თურქეთში მოკლეს და თავად ხათუნამ მომაწოდა ეს ინფორმაცია. როდესაც ინფორმაციას მაწვდიან, ყოველთვის ვცდილობ, გადავამოწმო, გავესაუბრო მომწოდებელს და გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ დავდო.
–  დაკითხვებზეც ხომ არ გიბარებენ?
–  არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი მითხრა: შინაგან საქმეთა სამინისტროშიც არ იციან ეს ამბავი და თქვენგან გავიგეთო. ჩემი მეგობრები ხშირად ხუმრობენ შოთო სიხარულიძე არა მხოლოდ პიარ-მენეჯერი და პროგრამისტია – ადვოკატიც, მოსამართლეც და გამომძიებელიცო. ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო 33 წლის ელენე გოქაძის მკვლელობის ამბავი, რომელიც თურქმა ყრუ-მუნჯმა სასტიკად აწამა. მისი ფოტოები ვნახე და იმდენად იყო ნაწამები, ნერვული შეტევა დამეწყო. თვე-ნახევარი წამლებს ვსვამდი. არც დედა ჰყავდა, არც მამა. ძმა ჰყავდა ობლობაში გაზრდილი და ოჯახისთვის წავიდა უცხოეთში სამუშაოდ. იქ კი ასე სასტიკად აწამეს და მოკლეს. მისი დაქალი, თათია, არ მიწყენს, თუ ვიტყვი: მკვლელმა აღიარა, რომ გადაიღო ვიდეო, თუ როგორ აწამებდა. მეორე ადამიანიც იმყოფებოდა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. ელენე გახვეული ჰყავდათ ხალიჩაში, უნდა გადაეგდოთ. ჩანთაში ჰქონდა 2 500 ლირა და ძარცვის მიზნით, უსასტიკესად აწამეს და მოკლეს, ენაც კი ჰქონდა ამოჭრილი.
– ემიგრანტები ხშირად საჩუქრებითაც განებივრებენ.
– საჩუქრები ნამდვილად არის. ერთ-ერთი გახლდათ ხის ხატი, – ემიგრანტმა ქალბატონმა გამომიგზავნა, რომელსაც  ნათლული ვაპოვნინე. მიგზავნიან ტკბილეულებს, ტანსაცმელს, სათვალეს. უკვე ჩემი ლექსიკონითაც საუბრობენ. ჩემთვის ძვირფას ადამიანებს „ტკბილ ფორთოხალს“ ვეძახი და ამბობენ ხოლმე, იმდენი ტკბილი ფორთოხალი ჰყავს შოთო სიხარულიძეს, პლანტაციას გააკეთებსო.
– ერთ-ერთი შენი „ტკბილი ფორთოხალი“ და ემიგრანტების ბულბული გიორგი გაბოძეა, რომელთან ერთადაც, დეკემბერში, საბერძნეთში კონცერტის ჩასატარებლად მიდიხარ.
– ჩემს მეგობარს, გიორგი გაბოძეს, რომელსაც „ემიგრანტების ბულბული“ ჰქვია ლაივებში, ხშირად ვეძახი „ტკბილ ფორთოხალს“. ულამაზესი და ძალიან ტკბილი ხმა აქვს. გიორგი და თემო გიორგობიანი ძალიან უყვართ ემიგრანტებს. ჩვენ გავაკეთეთ ჯგუფი, რომელსაც „ემიგრანტები“ ჰქვია და დეკემბერში მივდივართ საბერძნეთში. გიორგი და თემო იმღერებენ ემიგრანტების წინაშე. მადლობა მინდა, გადავუხადო ქეთი-ჯერი ჭარელიშვილს, რომელიც ჩემი მენეჯერია და ნათია სალაძეს, კონცერტების მენეჯერს. ყველანი  ამ კონცერტისთვის ვემზადებით და მეც გული მიჩქარდება, რომ ადამიანებს რეალურად შევხვდები: გამიცნობენ, გაიგებენ, ადამიანი ვარ თუ რობოტი.
скачать dle 11.3