კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№42 რატომ უწევს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში თვეში ორჯერ მისვლა გიორგი გურგულიას და როგორ ხვდება ის წინასწარ ახლობლის გარდაცვალებას

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

მსახიობი და კინორეჟისორი გიორგი გურგულია, თავისი სახასიათო როლებიდან გამომდინარე, უმეტესობაში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. მიაჩნია, რომ სამსახიობო კარიერის გზაზე, რთული პერიოდი შეხვდა და ამის გამო, თავისი შესაძლებლოებებისა და ნიჭის ბოლომდე რეალიზება ვერ მოახდინა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გიორგის უცნაური ნიჭი აქვს, ის ახლობელი ადამიანების უბედურ შემთხვევებს წინასწარ გრძნობს. წინათგრძნობების ხარჯზე კი, ბევრი ხიფათი აიცილა თვიდან.
გიორგი გურგულია:
ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიარე და ამ გადმოსახედიდან, საოცრად საინტერესო და ტკივილით სავსე ცხოვრება მქონდა. წვალებით, ტკივილებითა და სიხარულით მოვედი დღემდე. ბევრი მეგობარი დავკარგე. უახლოესი ძმაკაცების 90 პროცენტი გავაცილე უკანასკნელ გზაზე. ეს ყველაზე დიდი ტკივილია ჩემთვის. არადა, საოცარი ადამიანები იყვნენ. სკოლა რომ დავამთავრე, დაახლოებით, სამასი ადამიანი ამბობდა, გიორგის ძმაკაცი ვარო. დღეს კი, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი დარჩა ცოცხალი.
–  პრესტიჟული იყო შენთან მეგობრობა?
– ჩემს მეგობრებს ძალიან ვუყვარდი და ვეიმედებოდი მათ. ბევრის იმედი გავამართლე, გვერდით ვედექი. ჩხუბი იყო თუ გარჩევა, თავით მივდიოდი და სულ შუაში ვიდექი, გამშველებლის როლში. საკმაოდ კონტაქტური ვიყავი და ამის გამო, ბევრი ძმაკაცი და მეგობარი მყავდა. დღესაც მყავს, მაგრამ ის მთავარი ბირთვი, იმქვეყნად წავიდა. მათი წასვლით დასრულდა თბილისური ურთიერთობა ჩემთვის. ერთხელ ვთქვი, ყველა უბანში ერთი სახლი მაქვს-მეთქი და ბევრმა ვერ გაიგო, რა ვიგულისხმე, მილიონერი ვეგონე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემი მეგობრების სახლი, იგივე ჩემი სახლი იყო და პირიქით.
– მართალია, რომ ახლობლების გარდაცვალებას წინასწარ გრძნობ და ბევრი მათგანის გაფრთხილება, უბრალოდ, ვერ მოასწარი?
– წინათგრძნობა ხშირად მაქვს და ადამიანს რომ თვალებში შევხედავ, ვგრძნობ, რაღაც უნდა მოხდეს. სიკვდილის წინ, თვალის ფერი და გამომეტყველება იცვლება. ლევან აბაშიძე ბოლოს რომ ვნახე, თვალებში ცვლილება შევატყვე და ვიგრძენი, რაღაც უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ეს ახდა.  ლევანის გარდაცვალება თბილისში ვიგრძენი, ცუდად გავხდი, გონება ამერია, გაორების შეგრძნება გამიჩნდა. რამდენიმე საათში შევიტყვე, რომ ლევანი აფხაზეთში დაიღუპა. ძალიან ბევრ ადამიანს შევამჩნიე ეს ცვლილება და გარდაიცვალნენ კიდეც. სხვათა შორის, სიზმარს საერთოდ არ ვხედავ და თუ ვნახე, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. მაგრამ, წინათგრნობები, ხშირად მაქვს. დილით რომ ვიღვიძებ, განწყობით ვხვდები, რაღაც ცუდი ან კარგი უნდა გავიგო და ასეც ხდება. კარზე ზარის ხმაზეც კი ვხვდები, რა ამბავი უნდა მითხრან.  არ ვიცი, ეს როგორ ხდება, მაგრამ ფაქტია, სიკვდილს თვალებში ვხედავ და ზარის ხმაზეც ვცნობ. ხშირად, გამიფრთხილებია მეგობარი, იქ არ წახვიდე-მეთქი, არ დაუჯერებია, წასულა და უბედურება მომხდარა. ვგრძნობ, ვაფრთხილებ, მაგრამ ვერ ვშველი.  მე კი ამ ჩემი წინათგრძნობის იმედად, ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ, მუხედავად დაჭრებისა და ათასი ხიფათისა. როცა კი შევწინააღმდეგებივარ ჩემს წინათგრძნობას, ცუდ ამბავში მოვხვედრილვარ. არსებობს, ასევე რაღაცის დაცდა, ღამით მარჯვენა ხელზე ფრჩხილი მოვიჭერი, გამახსენდა გამოთქმა – „ღამით ფრჩხილი არ მოიჭრა”. უცბად, შევცბი, ცუდი შეგრძნება დამეუფლა და იმ ღამეს სამი ტყვია მესროლეს. ბედისწერისაც მჯერა. ალბათ, ჯერ არ მიწერია სიკვდილი, თორემ ვერ ავცდებოდი (იცინის). იცით, რას ვნანობ ყველაზე მეტად? ჩემი მეგობრების გვერდით რომ არ ვიდექი იმ დროს, როცა მოკლეს. თუ ვერ გადავარჩენდი, მეც მათთან ერთად დავღუპულიყავი.
– გიორგი, ამბობენ, რომ შენი ნიჭის ორმოცდაათი პროცენტის რეალიზებაც ვერ მოახდინე...
– ორმოცდაათი პროცენტის კი არა, ჩემი ნიჭის ოცი პროცენტის რეალიზებაც ვერ მოვახდინე. 90-იანი წლების გამოვლა მომიწია, სწორედ იმ ასაკში, როცა ყველაზე მეტი უნდა შექმნა ადამიანმა. ის რთული პერიოდი, უშუქობა და არეულობა, ჩემზეც ნეგატიურად აისახა. თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, 16 წლის განმავლობაში, მხოლოდ ორ ფილმში ვითმაშე. ეს იყო „ორმაგი სახე“, რომელსაც ექვსი წელი ვიღებდით და „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, სადაც გიჟის როლს ვასრულებ. თუ არ ჩავთვლით მოკლემეტრაჟიან ფილმებს – „არა მეგობარო”, „მწირი”, „დედა”.
– მითხრეს, რომ, გიჟის როლის შესრულების დროს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გიწევდა სიარული და იქაურ სიტუაციაზე დაკვირვება. ასეა?
– საგიჟეთში, დღესაც ხშირად დავდივართ მეგობრები, თვეში ორჯერ მაინც. ჩემი ბავშვობის ძმაკაცია – გიო კილაძე, უნიჭიერესი მხატვარი, უკვე 25 წელია, საგიჟეთშია და მასთან დავდივართ მეგობრები. ჯარის შემდეგ, ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ადრე ასათიანზე რომ იწვა, მე-2 სართული და შესასვლელი კარის კედელი ანგელოზებით მოხატა.
– ის, რომ, რამდენიმე პოლიტიკური პარტია ცდილობდა შენს დარწმუნებას, მათი პოლიტიკური სახე ყოფილიყავი, მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ და ამის სანაცვლოდ, მდიდრულ ცხოვრებას, აწყობილ ბიზნესს და უზრუნველ მომავალს გპირდებოდნენ, მართლია?
– მაქსიმალურად გავურბივარ პოლიტიკას. ვცდილობ, არავის გვერდით არ დავდგე, პოზიცია არ ავირჩიო. მირჩევნია, მუდმივად ოპოზიციაში ვიყო და ხალხის გვერდით ვიდგე. კინოში მე ფული არ მიშოვია და არც ვიღაცის პარტიის ხარჯზე მომიწყვია ცხოვრება. ამას ვერავინ დამაბრალებს.  თუმცა, მსგავსი შემოთავაზებები, ნამდვილად იყო. ბევრი მეუბნება, ბიჭო, აწყობილ მომავალზე როგორ თქვი უარიო. მაგრამ, მე მირჩევნია, ხალხს ვუყვარდე და პოლიტიკაში არ ჩავერიო.
– თუმცა, მახსოვს, წლების წინ, შენი პლაკატები თბილისის ქუჩებში იყო გამოკრული...
– ეს ერთგვარი სპექტაკლი იყო, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად, გიო ღლონტთან, ზურა ყიფშიძესთან და მიშა გომიაშვილთან ერთად გავითამაშე. შევედი ერთ-ერთ მოღალატე პარტიაში, მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და მერე, ჩემი ხმები მივეცი ოპოზიციონერებს. ამით მოღალატე პარტია დავშალე. ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა, სულ ორთვიანი იყო და იქ დასრულდა. მაგრამ, დაიწყო ჩემი დევნა. ამ ამბავს მოჰყვა ჩემი შვილის დაჭერა, ქონების წართმევა. ჩემი ლიკვიდაციაც კი იგეგმებოდა. ამერიკის მოქალაქე ვიყავი, ცნობადი სახე და არ გარისკეს. არ მოსწონდათ ჩემი სტატიები და გამოთქმული სიმართლე ნაცებს. მე, მირჩევნია, ხალხს ვუყვარდე და განვლილ წლებში, არცერთ ნაბიჯს არ ვნანობ. ბეწვის ხიდზე ვიარე, ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს და დღემდე ისეთი მოვედი, როგორიც ვარ.
– როგორ ფიქრობ, პოლიტიკოსი გურგულია, ხალხს არ ეყვარებოდა?
– არა, არ ეყვარებოდა! ესეც ზუსტად ვიცი (იცინის).
– ამბობენ, კახა კალაძესთან მეგობრობ. სად გაიცანი და როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა?
– კახი 12 წლის წინ გავიცანი, ახალი ჩამოსული იყო მილანიდან, პირველივე წუთიდან, გახსნილი, კაცთმოყვარე და თავისუფალი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. მისი ბიძაშვილი მიშა კალაძე, ჩემი ახლო მეგობარია, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს და პატივს ვცემ. მის დაბადების დღეზე ხშირად ჩავდივარ სამტრედიაში. ნანახი მაქვს მათი ბებია-ბაბუას სახლი. კახიმ მიუხედავად დიდი ტკივილისა, ცხოვრებაში შეძლო წარმატებული კარიერის გაგრძელება, არ გაბოროტდა და არ დაეცა სულიერად. ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. თბილისელობა მეტი არაფერი არ არის. ნიჭიერი ხალხის 90 პროცენტი, კოლორიტები თბილისში, სხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩამოსულები. კახიც და მიშაც თავისი ადამიანური თვისებებით, თბილისელები არიან.
– გავიგე, პოლიტიკური მაფიოზი გახდი ფილმში და ცნობილი თურქი მსახიობის, მურად ილდირიმის „მტერი“. მას რაღას ერჩი?
– ერეკლე ბადურაშვილი იღებს ფილმს, სადაც პოლიტიკური მაფიოზის როლი მაქვს. მაინც ვერ ავცდი პოლიტიკოსობას (იცინის). მე, ზურა ყოფშიძე, ზურა ცინცქილაძე, ნინი ბადურაშვილი და თურქი მსახიობი მურად ილდირიმი ვართ მთავარ როლებში დაკავებული. ეს ფილმი ძმების ურთიერთობაზეა, რომელსაც ხელს ვუშლი.  ზურა და მურადი ნახევარძმები არიან, მე პოლიტიკური მაფიოზი. ასე რომ, მაფიოზიც გავხდი და მკვლელობებსაც ვუკვეთავ, მე ხელს არ ვისვრი სისხლში (იცინის).
скачать dle 11.3