კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ქართველი ექიმებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი და მასტერ-კლასები გაიმართა

თათია ფარესაშვილი მარინა მჟავანაძე

თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში – AF თერაპიის უპირატესობები 

ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანია „მედტრონიკის” (Medtronic) ორგანიზებითა და მხარდაჭერით საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი გაიმართა თემაზე: „თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში“. სიმპოზიუმის ფარგლებში, ასევე, მოეწყო მასტერ-კლასები ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის.
კონფერენციაზე საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის წევრებმა: მედიცინის პროფესორმა ესპანეთიდან, ჯოზეფ ბრუგადამ რთული კარდიოვასკულარული დაავადებების მართვაში უახლოესი მიღწევები წარმოადგინეს.
„სიმპოზიუმის მიზანია, ქართული სამედიცინო საზოგადოება გაეცნოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, ისეთი რთული არითმიებისთვის, როგორიცაა წინაგულთა ფიბრილაცია  („მოციმციმე არითმია“) და პარკუჭოვანი ტაქიკარდიები. მკურნალობის აღნიშნული მეთოდების უფრო ფართოდ დანერგვა და პაციენტთათვის მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა, შეამცირებს ავადობას და ისეთ მნიშვნელოვან გართულებებს, როგორიცაა: ინსულტი ან უეცარი კარდიული სიკვდილი. თანამედროვე ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში მედიკამენტური მკურნალობის როლი, მათი არასაკმარისი ეფექტურობის გამო, სულ უფრო მცირდება და პრაქტიკულად, დამხმარე თერაპიადაა ქცეული. მეორე მხრივ, მკურნალობის ინტერვენციული მეთოდები, როგორებიცაა: კათეტერული აბლაცია ან გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო სპეციალური აპარატების (კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, გულის რესინქრონიზატორი) იმპლანტაცია დღეისთვის რუტინულ მკურნალობადაა ქცეული. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მოვახერხე ჩემი დიდი ხნის სურვილის განხორციელება  და სხვა უცხოელ ექსპერტებთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა კარდიოლოგიასა და ზოგადად, მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მეცნიერი, პირადად ჩემი მასწავლებელი, ჯოზეფ ბრუგადა“, – აღნიშნა საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა.
სიმპოზიუმის განმავლობაში ქართველი, ამერიკელი, ესპანელი, ჩეხი და გერმანელი ექსპერტებისა და პროფესორების მონაწილეობით, სხვადასხვა საგანმანათლებლო სესია და მასტერ-კლასები მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში, ქართველ ექიმებსა და უცხოელ კოლეგებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს გაცნობოდნენ.  გაიმართა დისკუსია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გლობალური ტენდენციების შესახებ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავლენასა და არსებულ გამოწვევებზე საქართველოში. დისკუსიაზე, ასევე, განიხილა ეროვნული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების შესაძლებლობაც. საუბრის ერთ-ერთ თემა  გახლდათ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების, დაავადებების მართვის თეორიასა და პრაქტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზები, რის შედეგადაც, მრავალ პაციენტს შეუნარჩუნდება და გაუხანგრძლივდება სიცოცხლე.
კარდიოვასკულარული დაავადება სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. ყოველწლიურად, კარდიოვასკულარული დაავადებით, დაახლოებით, 17 მილიონი ადამიანი იღუპება,  უმეტესწილად, გულის შეტევით (ინფარქტით) და ინსულტით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მიზეზის 69 პროცენტს, სწორედ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს. 2016 წელს კარდიოვასკულარული დაავადებით, დაახლოებით, 17 973 ქართველი გარდაიცვალა.  გულის დაავადებების მქონე პაციენტებში გადარჩენის მაჩვენებლები შესაძლოა, საგრძნობლად გაუმჯობესდეს  სამედიცინო ტექნოლოგიებისა  და შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდით. საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის კი, არითმია, გარდაცვალების ძირითადი მიზეზია, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ყველა სხვა დაავადებით.  უახლესი კარდიოვასკულარული მეთოდოლოგიების ჩვენს ქვეყანაში ფართოდ შემოტანით, ქართველ ექიმებს ეძლევათ შესაძლებლობა, პაციენტებს შესთავაზონ, კარდიოვასკულარული დაავადებების მართვის მოწინავე მეთოდები, გამოცდილებისა და მიღწევების გაფართოების ფონზე.

скачать dle 11.3