კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 ბესო ბარათაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


ტიპმა, სამშობიაროს ეზოში დიდი ხნის უნახავი ძმაკაცი დაინახა, რომელიც იჯდა და მოწყენილი აბოლებდა სიგარეტს.
– რავა ხარ, ბიჭო, სადა ხარ? აქ რა გინდა, სახე რატომ ჩამოგტირის?
– ეჰ, ბიჭი მეყოლა.
– ვააა, საღოლ! რა დაარქვი?
– ლუდოვიკო.
– ლუდოვიკო რატომ?
– მეთოთხმეტეა და...
***
სამ სვანს ტაქსით უნდა წასვლა. გააჩერეს მანქანა და ჩხუბობენ, ვინ დაჯდება წინ. ტაქსის მძღოლმა უყურა, უყურა, ბოლოს ყელში ამოუვიდა და შეუყვირა:
– ე, ბიჭო, სამივე უკან დასხედით და ზადნით ვივლი, მაგის დედაც!
***
ვაკელი გოგონები საუბრობენ:
– ჩემი ახალი ბიჭი ვეტერინარია.
– რა იცი?
– თვითონ მითხრა.
– და, სად იბრძოდა?
– არა, სულელო, ეგ ის არის ხორცს რომ არ ჭამს.
***
ბებო საავადმყოფოს დერეფანში დაბნეული დადის. გააჩერა ექიმმა და ეკითხება:
– ბებო, ვის ეძებ?
– შვილო, მეყურე სად ზის?
– ბებო,  მეყურე კი არა, ოტო-რინო-ლარინგოლოგი...
– მეთვალე?
– მეთვალე კი არა ბებო, ოკულისტი.
– შვილო, შენ ვინ ხარ?
– ბებო, შენს ენაზე ნუ მეტყვი ოღონდ და გინეკოლოგი გახლავარ.
***
სამეგრელოში გასვენებაა და კუბო ოთხ ქალს აქვს გადებული მხარზე. მიაქვთ სასაფლაოსკენ. ჩასული სტუმარი დაინტერესდა და იკითხა:
– კი, მაგრამ კუბო ქალებს რატომ მიაქვთ?
– მამაკაცებზე გაბრაზებული იყო ცხონებული. ასე დაგვიბარა, ცოცხალი არავინ წამიყვანა და მკვდარსაც ნუ წააყვანინებთ ჩემს თავს, გაწყდა მაგათი სინსილაო.
***
გურული ბაზარში გოჭს ყიდის:
– აბა გოჭი, კაი გოჭი, უნაკლო და უზადო, კაი გაპუნტულებული.
– კი, იცოცხლე კაია, მარა, ასე რომ აქებ, უზადო და უნაკლოაო, მარჯვენა ყური რომ აქვს მოგლეჯილი? – სცადა ფასის დაგდება, ქალაქიდან ჩასულმა მუშტარმა.
– შენ, ძამა, შესაწვავად და საჭმელად თუ გინდა, მართლა უნაკლოა და თუ რამე გაქ სათქმელი, კი უთხარი მარცხენა ყურში.
***
 კახელი ამერიკის საელჩოში, ვიზის მისაღებ დოკუმენტს ავსებს. გრაფაში სქესი  ჩაწერა: „დღეში ორჯერ“, და ჩააბარა. გადამოწმებისას, რეგისტრატორი ეუბნება:
– აქ უნდა ჩაგეწერათ „მდედრობითი“ თუ „მამრობითი“.
– უი მე, რო მამინდება, მაგაი ვინღა აქცემს ყურადღებაი!
***
ქუჩაში მამაკაცი „აბამს“ გოგოს:
– გოგონი, ამ საღამოს რას აკეთებ?
– ხვალ დამირეკე და მოგიყვები!
***
მსაჯმა, ფეხბურთელებს შემთხვევით, წითელი ბარათის ნაცვლად, პრეზერვატივი აჩვენა. მატჩის ბოლომდე ვერავინ გაბედა წესების დარღვევა.
***
ტელეფონზე მესიჯია:
– დედა, მალე მოხვალ სახლში? მოვიწყინე...
– ვერ მოასწრებთ, ხუთ წუთში სახლში ვარ... ზურა მომიკითხე.скачать dle 11.3