კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№42 როგორ იქცა შავი ხელთათმანები თბილისში ყველაზე მაგარი ბურგერის სავიზიტო ბარათად

 ვინ იტყვის უარს გემრიელ, არომატული სოუსებით გაჟღენთილ საჭმელზე, რომელიც სიამოვნების წუთებს განგაცდევინებთ და მთელი დღით შეგიქმნით საზეიმო განწყობას. მოკლედ, თუ გურმანი ხართ და თან ბურგერებიც გიყვართ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ვაკეში, ჭავჭავაძის 40 ნომერში „ბურგერკლასიკოს”, სადაც ყოველდღე ბურგერების ნამდვილი ზეიმია. თქვენ იქ ულიმიტო სასმელს და შავ ხელთათმანებს მოგართმევენ. რა შუაშია შავი ხელთათმანებიო, იკითხავთ...
– ბატონო დავით,  რა შუაშია შავი ხელთათმანები? – თუ ჯერ „პოტატუნა” გავიხსენოთ, რომელმაც ნამდვილი სენსაცია მოახდინა... ეს იყო ძალიან სერიოზული განაცხადი, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.
დავით გიორგობიანი: (კაფე-რესტორნების ქსელური მარკეტინგის სპეციალისტი, „ბურგერკლასიკოს”  დამფუძნებელი): „პოტატუნა” იყო ჩვენი გუნდის პირველი პროექტი კაფეების ბიზნესში და თხუთმეტი წელის განმავლობაში, რაც მე და კოტე გაბრიჩიძე ამ საქმიანობას ვეწევით,  ბევრი განსხვავებული სტილისა და ტიპის კაფე-რესტორანი გავხსენით თბილისში. ქსელი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, როგორც თბილისელებს, ასევე დედაქალაქის სტუმრებს შორის. თუმცა, პირველი მართლაც „პოტატუნას” კაფე იყო, რომელიც 2004 წელს გაჩნდა და მართლაც ძალიან უცხო და „ნოუ ჰაუ” გახლდათ იმ პერიოდის თბილისისთვის.
– „პოტატუნა” ძალიან მალე შეიყვარა დიდმა, თუ პატარამ და როგორც ვხვდები, ასეთი ბედი ელის თქვენს შესანიშნავ ბურგერებსაც...
– ბურგერი თბილისში ძალიან მოდურია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მათი საყვარელი საკვებია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ უფროს თაობას ნაკლებად მოსწონს. მხოლოდ ორი თვეა, რაც „ბურგერკლასიკო” გამოჩნდა და უკვე სერიოზული „ფანკლუბი“ ჰყავს
. საქმე ისაა, რომ ეს პროექტიც განსხვავებული და განსაკუთრებულია. რამდენიმე წლის წინ ლას-ვეგასში ყოფნისას, ვესტუმრე ერთ ცნობილ საბურგერეს და იქ ვნახე, როგორ მოჰქონდათ ბურგერთან ერთად ერთჯერადი შავი ხელთათმანები და სწორედ ამ ხელთათმანებით უნდა გეჭამა. მოგეხსენებათ, ბურგერი ცოტა უხერხული საჭმელია. გემო რომ ჩაატანო და კომფორტულად მიირთვა, ერთჯერადი  ხელთათმანები ამ საქმისთვის იდეალური მიგნებაა (იღიმის). ჩაიცვამ, ჩაბღუჯავ ბურგერს და ისე ჩააგემრიელებ, ხელებსაც არ დაისვრი. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მერე, მადრიდში ვნახე მსგავსი საბურგერე, ოღონდ იქ ფერადი ხელთათმანები იყო და მივხვდი, რომ თბილისელებსაც ძალიან მოეწონებოდათ ასეთი ორიგინალური საბურგერე. რაღაც გამორჩეულ სტილსაც შექმნიდა. ზუსტად ასე მოხდა. ისე სწრაფად აიტაცა თბილისმა შავი ხელთათმანები, რომელიც ქალაქში მარტო ჩვენ გვაქვს, რომ ნამდვილად არ მოველოდი.  მიირთმევენ ბურგერს შავი ხელთათმანებით, იღებენ სურათებს, დებენ „ფეისბუქზე” და ხალისობენ. ახლა რაც შეეხება სახელწოდებას „ბურგერკლასიკო” – ვისაც ფეხბურთი უყვარს, ყველამ იცის, რა არის „ელკლასიკო” – მადრიდის „რეალის” და „ბარსელონას” მატჩი. ამაზეა აწყობილი კაფეს სტილი – მიმტანებს აცვიათ „ბარსელონას” ფორმა, ბარმენებს კი – რეალის. თავად ბურგერებს ჰქვია: „ჰალა მადრიდი” – განსაკუთრებით პოპულარულია; „ვისკა ბარსა”, „რონალდო”, „მესი”...

– გემოთიც განსხვავებულია?
რა თქმა უნდა. თოთხმეტი დასახელების ბურგერი გვაქვს მენიუში და ყველა ერთმანეთზე გემრიელია. ძალიან მოსწონთ. ინგრედიენტები ისეა შერჩეული, მხოლოდ ექსკლუზიურ და განსხვავებულ სოუსებს ვიყენებთ. საგანგებოდ ირჩევა ხორციც. აუცილებლად ახალი და მაღალი ხარისხის უნდა იყოს.  ჩვენს ყველაზე საფირმო ბურგერში – „ელ კლასიკოში” ნახევარი კილო ხორცია გამოყენებული. უგემრიელესია. თუ მოერევით და ბოლომდე შეჭამთ, ერთი კვირა აღარ მოგშივდებათ და არც მისი გემო დაგავიწყდებათ (იღიმის).
– ბავშვებიც ძალიან მოხიბლულები არიან შავი ხელთათმანებით.
– ბავშვები კი არა, მთელი თბილისია მოხიბლული.  ჩვენს შავ ხელთათმანებში გადაღებული ფოტოები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „ფეისბუქზე”. სახლში გამოძახების სერვისიც გვაქვს. ჩვენ მაშინ მიგვქონდა კლიენტთან „პოტატუნა”, როცა თბილისში სახლში მიტანის სერვისი საერთოდ არ არსებობდა. მეგობრები რომ იკრიბებიან, გვიკვეთავენ ბურგერებს და შავი ხელთათმანების ფართები ეწყობა. შეკვეთის მიღებიდან 30-40 წუთში მოგერთმევათ ის, საკმაოდ ნორმალურ ფასად.
– ანუ, ბურგერებთან ერთად, შავი ხელთათმანებიც მიგაქვთ?

– აუცილებლად. შავი ხელთათმანები და „ბურგერკლასიკო” განუყოფელია. ასევე, პატარა  საფირმო დროშებიც იმ გუნდის სახელწოდებით, რომელი გუნდის  ბურგერსაც უკვეთავთ.  კიდევ ერთი სიურპრიზი გვაქვს „ბურგერკლასიკო” ერთადერთი კაფეა თბილისში, სადაც გაზიანი სასმელი  ულიმიტოდ შეგიძლიათ, მიირთვათ, სრულიად უფასოდ. ნებისმიერ ბურგერ-მენიუს მოჰყვება იმდენი „კოკა კოლა”, რამდენსაც მოერევით.  
– რომელსაც „ნათურიდან” მოწრუპავ.
– ეს ორიგინალური „ნათურაჭიქები” მე თვითონაც ძალიან მომწონს. სხვაგან ვერსად ნახავთ ასეთს და ცოტას ვტრიპაჩობთ კიდეც. პერსონალი ძალიან გუნდურია – ფეხბურთის გუნდივით და კეთლგანწობილი. ერთი სიტყვით, „ბურგერკლასიკოშიც” ზუსტად იმ პრინციპით ვმუშაობთ, როგორც ჩვენს ყველა რესტორანში. კლიენტი უნდა დარჩეს ძალიან კმაყოფილი და სასიამოვნოდ გაოცებული. შეხვედრამდე, ვაკეში, „ბურგერკლასიკოში”!
მისამართი: ჭავჭავაძის 40;
ტელ.: 577 40-77-14.
 @burgerclasico
скачать dle 11.3