კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№42 სოფო ბედია: როცა ქართულ სიმღერაზე, თბილისობასა და სოფო ბედიაზე საუბრობ, იქ ცოტა უნდა „დაასტოპო“ და „მიაყენო“

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 სოფო ბედია ბოლო პერიოდში საკმაოდ დატვირთულია: ბევრ კონცერტში მონაწილეობს, უცხოეთში, ემიგრანტებისთვისაც მღერის და რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ, დათო ძიძიგურთან ერთად სიმღერაზე „მერე” ლამაზი კლიპიც გადაიღო.
სოფო ბედია
: მომღერალი მაშინ ხარ შემდგარი, როცა შენი პროფესიით მაქსიმალურად ხარ დატვირთული. ცოტა ხნის წინ კლიპი გადავიღეთ ალექსანდრე ბასილაიას ულამაზეს სიმღერაზე „მერე”, რომელსაც ის თავის მეუღლესთან, ლუიზა კობალაძესთან ერთად ასრულებდა. დუეტი მაქვს დათო ძიძიგურთან, გადავიღეთ ულამაზეს გარემოში. ეს არის ჩემი პირველი სერიოზული კლიპი და მადლობას ვეუბნები ნატო დუმბაძესა და ლევან აბულაძეს ამ არაჩვეულებრივი, ულამაზესი კლიპისთვის. არაჩვეულებრივი არანჟირება გაგვიკეთა ჩემმა მეგობარმა, ცირა ბზიშვილმა. მადლობელი ვარ მისი.
– ხშირად გამოდიხარ სამთავრობო კონცერტებზე. ეს თემა საზოგადოებაში ყოველთვის იწვევს გარკვეულ კრიტიკას.
– რომ გითხრათ, ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გავდივარ-მეთქი, მოგატყუებთ. ამ თემას არ შევუწუხებივარ. ოპოზიციური პარტიების მხრიდან თუ ვინმეს არ მოვწონვარ, არც ეს მადარდებს. ყველა ადამიანს თავის არჩევანი აქვს. შესაბამისად, მე ვაკეთებ არჩევანს არსებულ მთავრობაზე, რადგან მგონია, რომ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. მე როგორც მომღერალს, თუ შემეძლება მათ გვერდში დგომა, რატომაც არა.
– ეს მხარდაჭერა იმანაც ხომ არ განაპირობა, რომ შენი მეუღლე მმართველი პარტიის წევრია?
– ჩვენი აზრები, უბრალოდ, ერთმანეთს დაემთხვა და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ გვინდა, კარგ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მშვიდად ცხოვრების უფლება და საშუალება გვქონდეს. დღეს ნამდვილად ცხოვრობენ მშვიდად, თუმცა ბევრი რამ არის კიდევ ქვეყნისთვის გასაკეთებელი. რომ არ ყოფილიყო მიშა მესხი ჩემი ქმარი, ან „ქართული ოცნების” წევრი, ისევ ისე მოვიქცეოდი. მიშას არ ვიცნობდი და მანამდეც მქონდა ამ მთავრობისადმი სიმპათიები.
– ყოველთვის აქტუალური იყო „შავი სიების”, მომღერლების დაბლოკვის თემა. შენც შეგეხო ეს საკითხი?
– მთავრობებს, ზოგადად ახასიათებს სიები, ამოჩემებები, რაც ახლანდელი მთავრობის პირობებში არ არის. რომ გადახედოთ ახლანდელ სიებს, ანუ ვინც მღეროდა ნაციონალების დროს, დღესაც ბევრი მღერის და ეს ასეც უნდა იყოს. მგონი, ერთადერთი მომღერალი ვარ, რომელსაც ნაციონალების დროს არ უმღერია. რატომ ვიყავი დაბლოკილი, რისთვის? – ეს დღემდე ჩემთვის უცნობია. მათ გამართულ არცერთ კონცერტზე არ მიმიღია მონაწილეობა, არც ზარი ყოფილა, არც შემოთავაზება. შეიძლება, არც ვახსენდებოდი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ვერავინ იტყვის, რომ სოფო ბედია მაგ დროს ვერ მღეროდა. მართალია, დღეს ბევრად აქტიური, შემდგარი ვარ და ბევრად კარგად გამოვიყურები, ვიდრე ადრე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიმსახურებდი მაშინ სცენაზე დგომას. „შავ სიაში” ვიყავი, ან შეიძლება, არც ვიყავი და არ ვახსოვდი. ამის გამოკვლევა არც დამიწყია და არც ვაპირებ, რომ ჩემს კოლეგებს ტალახი ვესროლო. მეც ვიყავი გულნატკენი და დაჩაგრული.
– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერე: „მომღერლებო, ცოტა კოლეგიალობა რომ შეინარჩუნოთ, ურიგო არ იქნება! ამით თქვენ თავს იბანძებთ” – რას და ვის გულისხმობდი?
– ეს ეხებოდა თბილისობაზე ჩემს ნომერს. სოფო ბედიაზე, რომელიც ქართული სიმღერის შემსრულებელია და თბილისობაზე ნამდვილად იმსახურებს გამოსვლას, არ უნდა ეთქვათ ეს. ყველა კოლეგას ბოდიში, მაგრამ ბევრს არ შეუძლია, ქართული სიმღერა იმღეროს. როცა ქართულ სიმღერაზე, „თბილისობაზე“ და სოფო ბედიაზე ლაპარაკობ, იქ ცოტა უნდა „დაასტოპო” და „მიაყენო”. ჩემს ღობეში ისროლეს კენჭი და ვურჩევდი, თავი დაანებონ ამას.  
– ამბობენ: სამთავრობო კონცერტებზე სოფო ბედიას დიდ ჰონორარს უხდიანო.
– სისულელეა. როგორც მე ვიღებ ჰონორარს, იგივენაირად იღებენ სხვებიც, ვინც მონაწილეობს ამ კონცერტებში. თბილისობაზე თუ ახალი წლის კონცერტზე, ყველა იღებს მინიმალურ ჰონორარს ერთნაირად. ეს მომღერლისთვის, რომელიც კონცერტზე გამოდის, საკმაოდ ცოტა თანხაა. ალბათ, ასეა ბიუჯეტი გათვლილი და ვისაც არ აწყობს, არ გამოვიდეს და ვისაც აწყობს, ხმა აღარ ამოიღოს.
– ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს როგორც წარმატებული კარიერა, ასევე, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება.
რომელთა შეთავსება ძალიან რთულია. მე არ ვიცი, როგორ ვახერხებ ამას, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ვიყო მოწოდების სიმაღლეზე, არ ამოვვარდე ფორმიდან. სულ ვეპრანჭები მიშას და ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში უნდა ეპრანჭებოდეს ქმარს. მერე რა, რომ ერთად ხართ. ცხოვრება მუდმივად საინტერესოა – ამოუცნობი უნდა იყო შენი მეუღლისთვის. თუმცა, იმდენად კარგად მიცნობს მიშა და იმ დონეზე კარგად ვიცნობ მას, რომ ძნელია, ამოუცნობი იყო მისთვის. მაგრამ, რაღაც სურვილები, ფანტაზიები უნდა გაგაჩნდეთ, რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი არ დაკარგოთ. სიურპრიზები და ასეთი რაღაცები, სულ გვაქვს, რომ არ მოდუნდეს ჩვენი ურთიერთობა და არ იყოს მონოტონური. კარდიოგრამასავით უნდა იყოს ურთიერთობა და ცხოვრება.
– რთულია პოლიტიკოსის მეუღლეობა?
– რთულია. ჯერ ერთი, მას თავისი საქმე აქვს – „ქართული ოცნების” კრწანისის რაიონის პარტიის თავმჯდომარეა, და სიით არის წარდგენილი საკრებულოს არჩევნებში. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობ. ვიცი, ჩემი ქმარი შინაგანად როგორი სუფთა და წესიერი ადამიანია. ცდილობს, ხალხს დაეხმაროს და ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. თუ საკრებულოს დეპუტატი გახდება, ძალიან ბედნიერი ვიქნები. გამიხარდება, რადგან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. ეს არაფერს შეცვლის, უბრალოდ, სტატუსს შეიძენს. მიშა კი ისევ ისეთი თავმდაბალი იქნება, დაეხმარება ადამიანებს. მე ეს მიხარია, ძალიან მაგარი ქმარი რომ მყავს, ადამიანების დახმარება რომ შეუძლია.
– მიშასთვის იდეალური ცოლი ხარ?
– არ ვიცი, მიშას უნდა ჰკითხო. იმ დონეზე კმაყოფილია, რომ, მგონი, ასე ფიქრობს. რა თქმა უნდა, იდეალური არავინაა, ბევრი მინუსი მაქვს მეც და მასაც. უბრალოდ, მე ვარ პოზიტიური, არ ვვარდები დეპრესიაში და ვცდილობ, ყოველთვის უფრო მყარად წამოვდგე. ბრძოლისუნარიანობა მაქვს და ორივე შემტევი ვართ. არასდროს არაფერში შეგვიზღუდავს ერთმანეთი და ერთმანეთის რჩევებსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ. უბრალოდ, ცოტა რომ დამაკლდება მისი ყურადღება, საქმეებშია ჩართული, ვჯუჯღუნებ.
– არასდროს გიეჭვიანია?
ქალზე არასდროს.
– აბა კაცზე?
– კაცზე, ღმერთმა დამიფაროს. ყველა, ყველა და მიშა მესხზე, ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება. ცნობილი მექალთანე იყო, როგორც  ვიცი. მე იმიტომ ვარ მაგარი ქალი, რომ ჩემ გარდა, არავინ აინტერესებს. ცუდად არავინ გამიგოს, მაგრამ ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი და საკუთარ თავში დარწმუნებული. ერთადერთი, რაც ძალიან მეტკინება და რაც არ ეპატიება, არც მიშა მესხს და ზოგადად, კაცს, ის არის, რომ ასეთი მაგარი ცოლი ჰყავს გვერდით, რომელიც ყველაფერს უკეთებს და მაინც სხვისკენ გარბის. ეს მანაც ძალიან კარგად იცის და როცა ამას ვამბობ, მპასუხობს: შენ ამას ჩემზე არ უნდა ამბობდეო, იმ დონეზე ერთგულია. ცხოვრება ისეთია, არავინ იცის, რა მოხდება. არასდროს მომიწყვია ეჭვიანობის სცენა. არც თვითონ  ეჭვიანობს, თუმცა თავიდან არ მოსწონდა, ვინმე თუ მომწერდა. მაგალითად: რა სექსუალური ხარ... ახლა მიეჩევია, რომ მე  ცნობილი სახე ვარ და ვიღაც ფანმა შეიძლება მომწეროს. იცის, მისი ცოლი არ არის მახინჯი და საფრთხობელა. პირიქით ამბობს: „მევასება” რა მაგარი ცოლი მყავს, ყველას „ევასება” და ჩემიაო. ეს ყველაფერი უკვე „გადახარშა”.
– იმაზეც ჭორაობენ, რომ სოფო ბედია ორსულად არისო. ეს მართალია?
– ჯერჯერობით არა და, ღმერთმა ქნას, მალე მოხდეს. ორივენი ძალიან მოწადინებულები, მოსურვილებულები ვართ ამ ამბავში. როგორც უფალს უნდა, ისე იქნება.

скачать dle 11.3