კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№42 როგორ უნდა შეარჩიოთ პუდრი სახის კანის ტიპის მიხედვით

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

პუდრი საჭიროა იმისთვის, რომ სახის, კისრისა და მკერდის მცირე ხარვეზები დაიფაროს: ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, მიკროიარები, ფართო ფორები, პატარა გამონაყარი და უსწორმასწორო ზედაპირი. გარდა, შემნიღბველი თვისებისა, მას კანის გაახალგაზრდავების, აკნეს მკურნალობის, დამატენიანებელი და  ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის უნარიც აქვს. სხვადასხვა ტექსტურა, ფორმა და ელფერი მაკიაჟის დროს, მრავალნაირი მანიპულაციის საშუალებას იძლევა.
დაპრესილი ან კომპაქტური პუდრი ქმნის კანზე მქრქალ ეფექტს, ამაგრებს ფუძეს და უფრო მდგრადია, ვიდრე ფხვიერი პუდრი. ფხვიერი პუდრი, დაპრესილ პუდრთან შედარებით,  ქმნის გამჭვირვალე ეფექტს. მისი წასმა შესაძლებელია რბილი ფუნჯის საშუალებით. თავდაპირველად, სახეზე წაისვით პუდრის ერთი თხელი ფენა. შემდეგ ფუნჯის საშუალებით, მოიშორეთ ზედმეტი ფენა, რის შემდეგაც გამოიკვეთება სახის ოვალი და კანი მიიღებს ბუნებრივ შეფერილობას.
პუდრი იდეალურია,  ყოველდღიური გამოყენებისთვის. თუმცა, მისი შერჩევისას არ დაგავიწყდეთ, გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპი. თან, აირჩიეთ, რაც შეიძლება, კანის ბუნებრივ ფერთან მიახლოებული. მისი გამოყენებისას კი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალის გარშემო კანის ზონას და ასევე, კანის იმ ნაწილებს, განსაკუთრებული სიმშრალით რომ გამოირჩევა. ყოველთვის მოიშორეთ ზედმეტი პუდრი კანიდან. მშრალი კანისთვის იდეალურია გამჭვირვალე პუდრი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, თავდაპირველად, მოიშორეთ კანიდან გამოყოფილი  ზედმეტი ცხიმი და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით პუდრი.  ცოტა უფრო მეტი პუდრი წაისვით იმ ადგილებზე, სადაც მეტი ცხიმიანობა შეიმჩნევა.
ფხვიერი პუდრი კანს გლუვ და ხავერდოვან შესახედაობას აძლევს, უნარჩუნებს ბუნებრივ ელვარებას. თხლად ისმება და ადვილად ნაწილდება, ამიტომ მაკიაჟის დამამთავრებელი შტრიხია. კომპაქტური პუდრი შეიძლება, იყოს როგორც მსუბუქი, ისე მკვრივიც, სხვადასხვა ელფერის. კომპაქტური პუდრი უნდა იყოს კანისფერი ან ოდნავ ბაცი. სხვაგვარად ტექსტურა არაბუნებრივი გამოჩნდება – შექმნის არათანაბარ საფარს და ლაქებს. კრემპუდრს შეუძლია, შეცვალოს ტონალური კრემი. ამიტომ, ფასდაუდებელი დამხმარეა ექსპრეს-მაკიაჟის დროს. ტერაკოტის პუდრი იდეალური ვარიანტია გარუჯული კანისთვის. მისი ფერთა გამა მუქია, ამიტომ, შესანიშნავად უსვამს ხაზს ინტენსიურ რუჯს.
პუდრი, რომელიც სხვადასხვაფერი ბურთულების სახით გამოდის, განკუთვნილია სახის ფერის გასაუმჯობესებლად, კანისთვის სიგლუვისა და ბზინვარების მისანიჭებლად. პუდრის სხვადასხვაფერი ბურთულები ერთმანეთში არევისას დერმის ნაკლოვანებებს ნიღბავს. გამოდგება როგორც დღის, ისე საღამოს მაკიაჟისთვის. წაისვით დიდი კოსმეტიკური ფუნჯით შუბლზე, ყვრიმალებზე, წარბებქვეშ, ცხვირის ზურგსა და დეკოლტეს ზონაში.
პუდრ-ბრონზატს ბუნებრივი რუჯის ეფექტი აქვს. მისი მეშვეობით შეიძლება, დავმალოთ სიწითლე და პიგმენტური ლაქები, ვიზუალურად შევცვალოთ სახის ფორმა, შევნიღბოთ გამონაყარი და შეუმჩნეველი გავხადოთ ფერთა სხვაობა სახიდან კისერზე გადასვლისას. ბრონზატი შეიძლება, გამოიყენოთ როგორც რუჟი ან მაკიაჟის დამამთავრებელი შტრიხი. მთავარია, თანაბრად გაანაწილოთ ის ყვრიმალებზე, ლოყებზე, ცხვირზე, ნიკაპსა და კისერზე. მისი წასმა ნებისმიერი ტიპის კანზე შეიძლება.
გამჭვირვალე პუდრი უნივერსალურია, ნებისმიერი ფერის კანზე წაისვამთ. მის შემადგენლობაში შედის ქარსი და კვარცი, რომელიც იწოვს ზედმეტ ცხიმს და კანს სიმქრქალეს ანიჭებს, ამყარებს ტონალურ საფუძველს და ისე ასრულებს მაკიაჟს, რომ ტექსტურა და ტონი შეუმჩნეველი რჩება.скачать dle 11.3